გაზაფხული დადგა და ჩვენც ახალი ენერგიით ვიწყებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე საუბარს. გაზაფხული სიცოცხლის, ენერგიის სეზონია და ჩვენს ინტერიერს შეცვლა დასჭირდება, აუცილებელი არ არის მარტი რემონტით დავიწყოთ, შეგვიძლია, პატარა დეტალების დახმარებით სახლი გადავახალისოთ. ნახეთ, როგორ უნდა შემოვუშვათ გაზაფხული ჩვენს ინტერიერში.
დაამატეთ ინტერიერში ფერები
როგორც უკვე ვახსენე, გაზაფხული სიცოცხლის სეზონია, შესაბამისად, ინტერიერში ბევრი ახალი ფერის შემოტანა მის გადასახალისებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
შიეძინეთ ახალი ფარდები, ახალი დეკორატიული ბალიშები და გადასაფარებლები. ერთი ფერის ნივთები დროებით ფერადით ჩაანაცვლეთ.
შეიძინეთ ბუნებრივი ყვავილები
გაზაფხულზე ბუნებრივი ყვავილებით სახლის განახლება თავისუფლად შეგიძლიათ…
ამ სეზონზე იასამანი და ყოჩივარდები, იები და სხვა მინდვრის ყვავილები ცოცხლდებიან, ბუნებრივი ყვავილები ინტერიერში სიცოცხლეს, ენერგიას და ხალისს შემოიტანს.
სახლში მწვანე ფერი უნდა დომინირებდეს
ყვავილების გარდა, უმჯობესი იქნება თუ საგაზაფხულო ინტერიერში ბევრ მწვანე ფერს შემოიტანთ, რადგან მწვანე სახლს ენერგიულ აურას მატებს და საგაზაფხულო ინტერიერს უკეთ წარმოაჩენს.
მწვანე ფერის შემოსატანად დადგით რამდენიმე სახლის მცენარე, შეიძინეთ კედელზე ამყოლი მცენარეები და თაროებიც გააფორმეთ.
სანთლები არ უნდა გამოგრჩეთ
სახლის გადასახალისებლად კიდევ ერთი საშუალება სურნელოვანი სანთლების შეძენა და სახლში დეკორის დამატებაა.
სურნელოვანი სანთლები ხშირად მედიტაციისთვის გამოიყენება და სახლში სიმყუდროვის განცდასაც ქმნის.
დაწნული კალათების სეზონი მოვიდა
რატომღაც დაწნული კალათები საგაზაფხულო და საზაფხულო ინტერიერთან ხშირად ასოცირდება ამიტომ, ჩვენი რჩევა იქნება, ინტერიერში რამდენიმე ფერადი ან ერთნაირი ფერის კალათები დადგათ და გაზაფხული ყველა ოთახში შეუშვათ.
განაახლეთ აივანი ან ტერასა
დროა ზამთარში მიტოვებული აივანი და ტერასა განვაახლოთ და თბილი დღეების მოსვლას მომზადებულები დავხვდეთ.
აივანზე სავარძლები, პლედი და მაგიდა დადგით, რადგან ბუნების გამოღვიძებით უკეთ დავტკბეთ…
წინა ბლოგი – მსახიობები რომლებმაც ძვირადღირებულ სახლებზე უარი თქვეს