ფერებზე სულ ცოტახნისწინ ვისაუბრეთ, თქვენ უკვე იცით, რომელი ფერები უხდება შავს, თეთრსა და წითელს. ახლა კი სიცოცხლისა და ენერგიულობის ფერის დროა, მოდით ყვითლი განვიხილოთ. ფერთა ფსიქოლოგიაში ყვითელი სიცოცხლის და ენერგიის ფერია და შემოდგომის განწყობას უფრო ფერადს ხდის. ნახეთ, რომელი ფერები უხდება ყვითელს.

ყვითელს + თეთრი

პირველი ფერი რომელიც ყვითელთან უნდა განვიხილოთ სწორედ თეთრია. ზოგადად ყვითელ ავეჯს, ნივთებსა თუ ინტერიერს იშვიათად შეხვდებით და თუ სადმე წააწყდებით უმეტეს შემთხვეაში ის თეთრთან ერთად კომბინაციაში გამოიყენება.

თეთრი და ყვითელი ერთმანეთს ავსებენ და ოთახში გემოვნებიან ინტერიერს ქმნიან.

ყვითელს + ნაცრისფერი

შეიძლება ითქვას, რომ ყვითელთან მეორე საუკეთესო კომბიანცია სწორედ ნაცრისფერია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭრიდება შეხედეთ სურათს და ამაში თავად დარწმუნდებით.

ნაცრისფერი ისევე უხდება ყვითელს, როგორც შავს თეთრი და თეთრს წითელი.

წითელი + ყვითელი

იშვიათია, თუმცა შეიძლება ინტერიერში წითლისა და ყვითლის კომბინაციასაც წააწყდეთ, ასე ამბობენ ეს ფერები ერთმანეთთან არ მიდისო, თუმცა ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, წითელი და ყვითელი ერთმანეთს ნამდვილად უხდება.

ალბათ ხვდებით, რომ კაშკაშა ყვითელი ცეცხლისფერ წითელს სასტიკად არ მოუხდება.

მდოგვისფერი ყვითელი და მუქი წითელი კი ერთმანეთში კარგად ჯდება, თვალში არ გვხვდება და ოთახს აფერადებს.

ყვითელი + იასამნისფერი

რამდენჯერმე უთქვამთ, არც ეს ფერები უხდება ერთმანეთსო, თუმცა ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით.

უმეტეს შემთხვევაში ინტერიერში ყვთელი მართლაც უხდება იასამნისფერს.

სურათს თუ დავაკვირდებით, ცხადია, რომ ყვითელი ბალიში ამ მუქ ოთახში, სინათლის ნაპერწკალივით არის, თითქოს მუქ ინტერიერში მხოლოდ ის ანათებს, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს ფერები ერთმანეთს არ უხდება.

ყვითელი + შავი

ბოლო იდელაური კომბინაცია მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური ფერისა და ყვითლის კომბინაციაა

რა თქმა უნდა, შავს ეს ფერი ძალიან უხდება და უდაოა, რომ ნებისმიერ ინტერიერში შეიძლება მისთვის ადგილის გამოძებნა.

ყვითელ ფერზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ, დანარჩენი თავად უნდა შეაფასოთ.  ჩვენ უკვე გითხარით, რომელი ფერები უხდება ყვითელს და ახლა თქვენი ჯერია რას გვეტყვით, თქვენი აზრით, რომელი ფერები უხდება ყვითელს?

წინა ბლოგი – ძველი ავეჯის ახალი სიცოცხლე – ხრიკები ინტერიერის დიზაინერებისგან 

Facebook Instagram