არ არსებობს ძველი და გამოუსადეგარი ნივთები, ყველაფრისგან შეიძლება რაღაცის შექმნა და ამაში დღევანდელი ბლოგის წაკითხვის შემდეგ, საბოლოოდ დარწმუნდებით. რემონტი ძველდება და სახლის ხელახალი გარემონტება აუცილებელია მაგრამ, ზოგიერთი ავეჯის გადარჩენა ახლის შეძენის გარეშეც არის შესაძლებელი. ნახეთ, ძველი ავეჯის ახალი სიცოცხლე – ხრიკები ინტერიერის დიზაინერებისგან
ტანსაცმლის კარადა
90-იან წლებ გამოვლილ საზოგადოებას ეს ფეხებზე შემომდგარი კარადა აუცილებლად გექნებათ სახლში, თან ისეთი, კარი ჭრიალით რომ იღება და ნამდვილი ხის სურნელი რომ დგას შიგნით.
თუ სახლში ასეთი კარადა გაქვთ, მის გადაგდებაზე არც იფიქროთ, უბრალოდ თქვენთვის სასურველი ფერი შეარჩიეთ და დიზაინი ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით შეუცვალეთ.
ამ ძველი ავეჯისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება ნამდვილად შეგიძლიათ.
სასმელების ბარი
სახლში ყველა ნივთი იმსახურებს მეორე შანსს და მოდით, ამ ძველ სასმელების ბარსაც მივცეთ კიდევ ერთი შანსი.
სანამ ამ კონსტრუქციას უმოწყალოდ სანაგვეზე მოისვრით დაფიქრდით, იქნებ ერთ-ორი ფერადი განათება, შეღებვა და კრეატიული დეკორი სრულიად სხვანაირად დაგანახებთ მოძველებულ ავეჯს.
ძველი ტელევიზორი
ალბათ ეს ნივთი ბევრი თქვენგანისთვის ტკბილ მოგონებებთან და შუქის მოლოდინში გატარებულ დღეებთან ასოცირდება.
დიახ, ეს ის უნიკალური ტელევიზორია, ოდეზღაც ყველა სახლში რომ იდგა.
თუ ძველ ნივთებში კიდევ მოგეპოვებათ შავ-თეთრი ტელევიზორი არ გადააგდოთ და შინაური ცხოველისთვის ლამაზი, კრეატიული და უნიკალური სახლი მოაწყვეთ.
დაგვიჯერეთ, ეს ყველა სტუმრის ყურადღებას მიიქცევს
ძველი ჩემოდანი
კიდევ ერთი ნივთი, რომლისთვისაც ახალი სიცოცხლის ჩუქება შეგიძლიათ, ძველისძველი ჩემოდანია. ეს ჩემოდანი კარადის დამალულ კუთხეში აუცილებლად გექნებათ შენახული და გადასაგდებათ ნუ გაიმეტებთ მას.
4 ფეხი დაუმაგრეთ და მორჩა ვინტაჟური მაგიდა უკვე გაქვთ.
კომოდი
ხის ავეჯი არასდროს ძველდება, მისი გადაკეთება ყოველთვის არის შესაძლებელი, ეს ერთი შეხედვით ძველი კომოდი ახლა რეტრო სტილის, ძალიან მოდური ავეჯია, რომლის გაკეთებასაც თქვენც მარტივად შეძლებთ.
ესეც კომოდის კიდევ ერთი ვერსია და კიდევ ერთი საინტერესო შემოქმედება
ასეთიც შეიძლება გამოვიდეს…
მოდით აქ დავამთავროთ, თქვენ უკვე ნახეთ, ძველი ავეჯის ახალი სიცოცხლე – ხრიკები ინტერიერის დიზაინერებისგან და იცით, რომ სანამ ავეჯის გადაგდებას მოისურვებთ, მას ერთი შანსი უნდა მისცეთ, რა იცით იქნებ უკეთესი რამეც კი შექმნათ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – 5 მცენარე რომელიც ოფისში უნდა დადგათ