დედამიწაზე 7 მილიარდ ნახევარი გემოვნება არსებობს, ზუსტად იმდენი, რამდენი ადამიანიც დაბოდიალობს პლანეტაზე. ზოგ ადამიანს მაქსიმალიზმი მოსწონს, ზოგს მინილამიზმი, ზოგს კი ორივე ერთად ერთ დიდი სივრცეში შერეული. ადამიანის ხასიათსა და სურვილებს რას გაუგებ, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ყველას მოვერგოთ და მაქსიმალურად შევასრულოთ მათი სურვილები. სულ ცოტა ხნის წინ მინიმალიზმი გაგაცანით და ჯერ სიტყვაც არ გვითქვამს მაქსიმალიზმზე. ამიტომ ნახეთ, მაქსიმალიზმის სტილში შექმნილი ინტერიერის რამდენიმე იდეა.
ურბანული სტილი და სხადასხვა დეკორი ერთ ოთახში
მაქსიმალიზმის სტილში მოწყობილი პირველი ინტერიერი ურბანულ სტილს მოიცავს. ფოტოს თუ დააკვირდებით მიხვდებით, რომ ოთახში ძველი და ახალი ინტერიერია შერეული.
მაგალთად სარკე, ბალიშები, ფარდები და ბიუსტი ურბანული სტილს ეკუთვნის დანარჩენი კი ახალი და თანამედროვეა.
გრაფიკული ნამუშევრები და ბევრი ფერი ინტერიერში
მაქსიმალიზმის მოყვარულებს ეს ინტერიერი განსაკუთრებით მოეწონებათ, რადგან სწორედ გამოხატავს, იმას თუ რას ნიშნავს იყო მაქსიმალისტი.
დააკვირდით ოთახს, ინტერიერში ათობით ფერი ირევა, კედლები სავსეა, თუმცა მაინც სასიამოვნოა ასეთი სივრცის ყურება.
დატვირთული კედლები და მუქი ფერები
არ გეგონოთ, რომ მაქსიმალიზმი ფერად ინტერიერს მოიცავს, ეს სტილი მეტად გადატვირთულ ინტერიერს შეიძლება ნიშნავდეს,დანარჩენი კი გემოვნების საკითხია.
დააკვირდით სურათს, ერთი კედელი თეთრია, დატვირთულია სურათებით და მეორე კედელი კი დატვირთულია ორნამენტებით, აი ეს არის მაქსიმალიზმი.
თეთრი და ნახევრად ფერადი სამზარეულო მაქსიმალიზმის სტილში
როგორ მოგწონთ ეს სამზარეულო? თანამედროვე ავეჯი, ფერადი გაზქურა ჭერი და იატაკი. ერთი შეხედვით ანიმაციიდან გადმოხატულ ოთახს გავს აქაურობა, კეთილ და დადებით აურას ქმნის სახლში.
საზაფხულო ინტერიერი ღია ფრებში მაქსიმალიზმის სტილში
ბოლო ინტერიერი უფრო საზაფხულო, ბასეინიანი სახლის ინტერიერს მოუხდება. ფერადი, მხიარული და ზაფხულისთვის შესაფერისია.
დააკვირდით სურათს, დეკორატიული ბალიშები, ხალიჩა, სურათი კედელზე და სხვა მრავალი დეტალი მაქსილამიზმის სტილს ქმნის ინტერიერში.
დღეისათვის სულ ეს არის, თუ მინიმალიზმსა და მაქსიმალიზმს შორის არჩევანს ვერ აკეთებთ, გადახედეთ ჩვენს ბლოგს და კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ მაქსიმალიზმის სტილში შექმნილი ინტერიერის რამდენიმე იდეა – აბა დროებით!
წინა ბლოგი – რა ფრები უხდება მწვანეს – რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან