ფერებზე ადრეც გვისაუბრია და ვფიქრობთ, რომ უკვე იცით მიახლოებით რა ფერები უხდება წითელს, შავსა და თეთრს. ახლა კი მწვანე ფერზე საუბრის დროა. მწვანე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფერია, ალბათ შეატყობდით რომ Fortis-ის ლოგო მწვანეა, ჩვენი საიტის დიზაინიც მწვანე ფერისაა და ზოგადად უნდა გაგახსენოთ, რომ ეს ფერი სიცოცხლესთან და ხელახალ დაბადებასთან ასოცირდება. ახლა კი ნახეთ, რჩევები ფორტისისგან – რა ფრები უხდება მწვანეს
მწვანე და კრემისფერი
პირველი ფერთა შეხამება – მწვანე და კრემისფერი ინტერიერია. ეს ფერები ნაზად, სასიამოვნოდ და გემოვნებიანად ჯდება ერთმაენთში. მწვანე ოთახს მეტ სიცოცხლეს მატებს, კრემისფერი კი მთელ ოთახს ანეიტრალებს.
მუქი მწვანე და ცისფერი
მწვანე და ცისფერი რომ ერთმანეთს უხდება ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა მუქი მწვანეც თუ ასე მოუხდებოდა ცისფერს ვინ წარმოიდგენდა. ხედავთ როგორ გემოვნებიანად და ზუსტად ზის ფერები ერთმანეთში. ვფიქრობთ, ეს დუეტი თქვენც უნდა სცადოთ. – რჩევები ფორტისისგან – რა ფერები უხდება მწვანეს
ავკოადოსფერი მწვანე და ყავისფერი
მწვანე ფერის მილიონობით სხვადასხვა ვერსია არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი გავრცელებული სწორედ ავოკადოსფერი მწვანეა. ეს ფერი თითქოს სალათისფერში გარადამავალი ღია მწვანეა და ერთი შეხედვით სიმშვიდიე შემოაქვს ოთახში. ნახეთ როგორ მოუხდა ყავისფრი ავოკადოსფერ მწვანეს, ინტერიერმა კი მყუდრო იერი შეიძინა.
მწვანე და შავი
რას იტყვით მუქ მწვანესა და შავზე, იდეალურია, არა? ვაღიაროთ ეს ინტერიერი და ეს ფერები ზუსტად Fortisულია.
პიტნის ფერი მწვანე და იასამნისფერი
ბოლო კომბინაცია ეს ნაზი, სადა და თბილი დუეტია, პიტნის ფერი მწვანე იასამნისფერს ძალიან უხდება, თითქოს ერთი შეხევდით ლავანდას მოგაგონებთ. იმდენად ლამაზია, რომ ყურებით ვერ დაკმაყოფილდები.
რჩევა იქნება, მწვანე ფერი თქვენს ინტერიერშიც შემოუშვათ, რომელიმე ამ კომბინაციებიდან სცადოთ და ნახოთ, იქნებ თქვენს გემოვნებაშიც ჩაჯდეს და თქვეინი ინტერიერიც საუცხოოდ გაალამაზოს – აბა დროებით!
წონა ბლოგი – ინტერიერის დიზაინერების რჩევები, რომლებიც სახლის სრულყოფაში დაგეხმარებათ