შუა გაზაფხულია, ნელ-ნელა მზე და სასიამოვნო სითბოც გვეპარება, ასეთ ამინდთან კი ფანჯრის გამოღება და ბუნებით ტკბობა ასოცირდება. ამგვარ გარემოს რომანები და დაუვიწყარ სიყვარულზე დაწერილი წიგნები განსაკუთრებით უხდება და ყველაფერს საბოლოო წერტილს უსვამს ინტერიერი, რომელშიც წიგნი უნდა წავიკითხოთ.

თუ სახლში ერთი ცარიელი ოთახი მაინც მოგეპოვებათ ან ახალ სახლში გადადიხართ, მაშინ დროა სახლის პატარა ბიბლიოთეკაზეც იფიქროთ. 

კითხვის მოყვარულები ხშირად წუწუნებენ იმაზე თუ სად წაიღონ უკვე მრავალჯერ გადაკითხულ-გადაფურცლილი წიგნი
wignebi da biblioteka saxlshi
თაროები ასეთი სიტუაციიდან არაჩვეულებრივი გამოსავალია. ეცადეთ კედლის ცარიელი ადგილები მაქსიმალურად გამოიყენოთ, თუმცა არასდროს დაივიწყოთ ელეგანტურობა და ინტერიერი, რომელმაც წიგნის კითხვისას აურა უნდა შექმნას

დაიმახსოვრეთ, წიგნების დეკორაციად გამოყენება ყოველთვის შეგვიძლია. ჩააშენეთ კედელში ან ჩამოკიდეთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის თაროები მთელს ოთახში, პირველი ნაბიჯიც ამით დასრულდება.

wignebi da biblioteka saxlshi

 

დახურული თაროები ღიათი ჩაანაცვლეთ, ეს უფრო გაალამაზებს ოთახს და თქვენც უფრო სასიამოვნო აურას შეგიქმნით. ბიბლიოთეკის მთელი ხიბლიც ხომ წიგნებია, თან რესურსებსაც დაზოგავთ.

მეორე უმთავრესი ნაბიჯი კომფორტული გარემოა

wignebi da biblioteka saxlshi

უკვე წიგნებით სავსე ოთახში, თქვენთვის სასიამოვნო ავეჯის დადგმაა საჭირო. კითხვას კომფორტი სჭირდება, ჩვეულერივ სკამზე კი ამ კომფორტის მიღება რთულია. დაფიქრდით, როგორ მდგომარეობაში გიყვართ კითხვა, წამოწოლილ თუ უბრალოდ დამჯდარ? შემდეგ სასურელ ავეჯსაც აარჩევთ.

 

wignebi da biblioteka saxlshi

დაწოლილი კითხვა თვალებისთვის არც მაინცდამაინც კარგია, თუმცა კომფორტისთვის რას არ იზამ… ჩვენი რჩევა იქნება,  სივრცე როგორც დასაწოლად, ისე დასაჯდომადაც მოიმზადოთ, ვინ იცის, რომელი მოგინდებათ.

ასევე შეიძლება კითხვის დროს საქანელა სკამიც გესიამოვნოთ, დღეს კი თავისუფლად შეგიძლიათ მსგავსი თქვენს სამკითხველოშიც იქონიოთ. ეს ფიქრს მეტად სასიამოვნოს გახდის…

wignebi da biblioteka saxlshi

გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი განათება თვალებს არ გატკენთ, სწორედ ამიტომ რჩევა იქნება ავეჯი აუცილებლად ფანჯარასთან განათავსოთ.

ასე ამბობენ წიგნმა შეძლება ჩაგითრიოსო…

wignebi da biblioteka saxlshi

 

თუ მართლა ასე მოხდა და წიგნმა ჩაგირიათ, მაშინ სახლის ბიბლიოთეკაში სანათიც დაგვჭირება, ღამე კითხვისას თვალები არ უნდა დავიზიანოთ.

wignebi da biblioteka saxlshi

 

აარჩიეთ დეკორატიული პატარა სანათი ან ტორშერი და თქვენს სავარძელთან ახლოს დაიდგით, შუქმა კარგად უნდა გაანათოს წინგი, ამის  შემდეგ კი შეგიძლიათ წიგნის ისტორიებში უსასრულოდ გადაეშვათ.

მუსიკა და სიმყუდროვე?

ხალხის გარკვეულ კატეგორიას წიგნის კითხვის დროს მუსიკის მოსმენა უყვარს, სწორედ ამიტომ, თქვენს ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ ადგილი ამ სიამოვნებისთვსაც გამოყოთ, ერთი თარო ცარიელი დატოვეთ და ფირსაკრავი ან უბრალოდ პატარა დინამიკი დადგით, კლასიკური მუსიკა და რომანები შეუდარებელია.

მუსიკას უხდება ცოტა ღვინოც. შავი ღვინო ხომ კიდევ უფრო დაუვიწყარ აურას შექმნის.

ბიბლიოთეკაში კიბის შეტანა არ დაგავიწყდეთ.

 

wignebi da biblioteka saxlshi

პირველი საფეხური სწორედ თაროებით ოთახს შევსება იყო, ახლა  შორიდან ხომ არ დაიწყებთ ყურებას და იმაზე ფიქრს როგორ ჩამოვიღოო, სწორედ ამიტომ დიდი ალბათობით კიბეც დაგჭირდებათ.

 

wignebi da biblioteka saxlshi

თაროების ფერი კიბე, გემოვნებინი დეტალია ბიბლიოთეკის ინტერიერში, ასე რომ არ ინერვიულოთ, ოთახს მოუხდება.

არ არის აუცილებელი თაროები წიგნებით გადავტვირთოთ

wignebi da biblioteka saxlshi

თუკი თქვენს სახლში არცისე დიდი ადგილია წიგნების გამოსაყოფად შეგიძლიათ კედლის გამოუყენებელი ნაწილი ან თუნდაც პატარა სანათი-კარადაც იქონიოთ ციცქნა მაგრამ მყუდრო სამკითხველოში. 

ვის გაუზიარებთ შთაბეჭდილებებს?

სახლის ბიბლიოთეკაში მცენარეებისთვისაც გამოყოთ ადგილი, თქვენ იდეალური მსმენელი და მეგობარი სულ გვერდზე გეყოლებათ.

 

wignebi da biblioteka saxlshi

ფსიქოლოგების თქმით, მცენარეები ადამიანს ხასიათის გამოკეთებასა და დამშვიდებაში ეხმარებიან, სწორდ ამიტომ, ისინი ხშირად პაციენტებს ყვავილის შეძენას ურჩევენ ხოლმე. ცუდი არ იქნება, თუ ერთ-ორ მცენარეზე ზრუნვას თქვენც დაიწყეთ.

წიგნის კითხვისა და ცვლილებების ხასიათზე მოგიყვანეთ და ახლა დროა, სახლში რაღაცეები შეცვალოთ, მანამდე კი ჩვენ თქვენთვის არქიტექურასა და ინტერიერის დიზაინზე საინტერესო რჩევებს გავამზადებთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – მყუდრო სახლი ახლა უფრო მყუდროა

Facebook Instagram