ხანდახან ადამიანის გონება საოცარ კუნძულებს იბყრობს, ის ფანტაზიების საზღვრებს სცდება და ინსპირაციებით სავსე იდეებს, რაღაც ახალში აქსოვს, იდეები ხშირად შენობებად ან ახალ გამოგონებად გვევლინება ხოლმე.
ალბათ კრეატიულ ადამიანად უნდა დაიბადო, რომ მსგავსი შენობების აშენების, ჯერ იდეა და შემდეგ განხორციელება მოგინდეს. არ ვიცი ვის, როდის, რატომ და როგორ მოაფიქრდა აეშნებინა, რომელიმე შენობა და მსოფლიოში ყველაზე უცანური შენობების სიაში ამით გაეთქვა სახელი. მოდით, ჩვენც განვიხილოთ 5 ყველაზე საინტერესო სახლი დედამიწაზე.
ამდენ ლაპარაკს პირდაპირ ფოტოები განახოთ ის ჯობს, საბოლოო დასკვნა თქვენთვის მომინდია.
სადღაც გულის სიღრმეში მეც შემშურდა, ესეთი კრეატიული იდეა რომ არ მომაფიქრდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მე ვერ მოვხვდი კრეატიულთა სიაში, თუმცა, ქართველებმა აქაც შევძელით თავის წარმოჩენა.
მოკლედ, დავიწყებ.
ეს შენობა, თუ ამას შენობა შეიძლება ვუწოდოთ, ამერიკის ერთ-ერთ შტატში, ოჰაიოში ააგო ბიზნესმენთა ოჯახმა, შენობაში თავის დროზე ხისა და მეტალის ნივთები მზადდებოდა.
შენობის ფორმა სიმბოლური იყო, ოჯახის ყველაზე კარგად გაყიდვადი ნივთი სწორედ ეს პროდუქტი აღმოჩნდა, შესაბამისად, ბევრი არც იფიქრეს და კალათის ფორმის შენობა დადგეს.
1997 წელს მისი გაყიდვა მოინდომეს, საწყისი ფასი 30 მილიონი დოლარი დაადეს და ძალიან რთულად, წლების შემდეგ გაყიდეს. რა გასაკვრია, ვის უნდა ამხელა კალათა, მე პირადად არ ვიყიდდი, 1997- ში 30 მილიონი რომ მქონოდა.
ფოტოზე გოგონა ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ბედნიერი ჩანს, ჯერ არ იცოდა ალბათ ამ შენობის გაყიდვა როგორ გაურთულდებოდა.
აი ამ შენობის შემქმნელი კი ნამდვილად კრეატიული ადამიანია, ვუყურებ და გულწრფელად მიხარია, საქრთველოშიც რომ არსებობოს მსგავსი ნაგებობა. თუმცა, ვაღიაროთ კანზასელებმა მოგვბაძეს
კანზასის საჯარო ბიბლიოთეკა უცხო და უძველესი წიგნებით არის სავსე, შენობის გარეთა ფასადზეც ასევე უცხო და უძველესი წიგნებია ჩამწკრივებული.
კანზასელები როგორც ჩანს, კრეატიულობით გამოირჩევიან. ქალაქში მსგავსი უცხო შენობები ბევრია.
კანზასი იქით იყოს და ჩვენს ქვეყანაშიც ვართ კრეატიული ხალხი, ხომ გაგიგიათ, საოცარი ერი ვართ ეს ქართველებიო ხოდა, მართალია ვინც ეგ თქვა.
ქ.ზუგდიდში ქართული წიგნებით გაფორმებული სკოლა აშენდაა რომელიც ქალაქის ინტერიერს საოცრად ამშვენებს. ესეთ სკოლაში სწავლა როგრო არ უნდა მოგინდეს?!
ზოგადად კრეატიულობას საზღვარი აქვს? მე თუ მკითხავთ, არა
როგორ შეიძლება ადამიანს მოგაფიქრდეს, ააგო მოვარდისფრო შენობა, ზემოდან კვეცხები დააწყო და იდეურად არ დაუკავშირო შენობის ვიზუალი და შინაარსი ერთმანეთს.
ეს უნიკალური ნაგებობა ესპანეთში მდებარე მუზეუმია, მუზეუმი სურეალისტ სალვადორ დალის ეკუთვნის, შენობას წლები აშენებდნენ ჯერ მისი კედელი აშენდა, მშენებლობა შეჩერდა და წლების შემდეგ დასრულდა.
ლეგენდის ჩემეულ ვერსიას თუ დავუჯერებთ, აქ ოდესღაც გიგანტური ზომის ქათმები მოსულან ესპანეთის კლიმატი და ეს დაუმთავრებელი შენობა მოწონებიათ და კვერცხები დუდიათ.
ხოლო არა ჩემეული ვერსიით ეს უბრალოდ მუზეუმია და მეტი არაფერი, რავიცი, ცოტა ვერ გავუგე ამ ხალხს.
ძალიან უნდა გიყვარდეს ადამიანს მუსიკა, ხელოვნება და კლასიკა, რომ ადგე და ეს სიყვარული შენობაში ჩააქსოვო
ასე მოიქცა პიანინოს სახლის მფლობელი ჩინეთში, 2007 წელს.
ეს ადგილი ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ადგილად მიიჩნევა
მართლაც ძალიან ლამაზი და გამორჩეული არქიტექტურის შედევრია. როიალის ტერიტორიაზე ხშირად გამოფენები ეწყობა. ხოლო ვიოლინოს მხარეს დიდი ლიფტია, საიდანაც მაღლა როიალის თავთან ადიხარ და ტკბები უმშვენიერესი ხედით.
განსაკუთრებით ლამაზია ეს ადგილი ღამე
არ მიკვირს რომ რომანტიულ ადგილად მოიხსენიებენ
ახლა ნამდვილად შემშურდა, არადა ჩვენ, ქართველებსაც ხომ შეგვეძლო ასეთი რაღაცის მოფიქრება, იმ სკოლის გარდა, რა თქმა უნდა
საბოლოო ორიგინალურობის შედევრი ჩინეთის ერთ-ერთი კაზინო და სასტუმრო გრანდ ლისაბოა, რომელიც 2007 წელს ჰონკ კონგის ერთ-ერთმა არქიტექტორმა ააგო.
სასტუმრო ძვირადღირებული და მდიდრულია, ინტერიერით ვხვდებით შიგნით რა გველოდება
52 სართულიანი საოცარი ნაგებობა 430 ოთახისგან შედგება
მართლა ძალიან ლამაზი და მდიდრულია, ყველაფერი.
ერთი შეხედვით სასტუმროს ქვედა ნაწილი ანანასს წააგავს, ამიტომაც განსხვავებულ დიზაინთა სიაში ერთ-ერთია და ჩინეთშიც გამორჩეულია თავისი სიმაღლითა და ვიზუალური სიმდიდრით.
განსხვავებულ შენობებს რა გამოლევს, თუმცა საინტერესოები მათგან ცოტაა.
მაინც ვერ ვპატიობ ჩემს თავს აქამდე, რომელიმე, როგორ არ მომაფიქრდა მე. თუმცა მიხარია, რომ ამ ხუთეულში საქართველოც არის.
არა, ფაქტია, რომ ნიჭია შეგეძლოს განსხვავებული და გამორჩეული შენობის მოფიქრება, აშენება და განსხვავებულად დარჩენა.
ისე ცნობისთვის, თუ ვინმეს კიდევ ერთი მსგავსი იდეა გაქვთ გვითხარით, არ მოგერიდოთ.
რა იცით იქნებ, ოდესმე ამ ხუთეულში მხოლოდ ქართველთა გვარებიც აღმოჩნდეს და თუ ოდესმე მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდებით მე დავწერ
არც მაგაზე ინერვიულოთ, თქვენ იდეა თქვით, თორემ გავრცელებას არც არაფერი უდგას წინ.
წინა ბლოგი: გამორჩეული ქუჩები და განსხვავებული იდეები