21-ე საუკუნეში მდიდრული სახლი, კეთილმოწყობილი ბაღი და ძვირადღირებული ავეჯი ხალხს აღარ უკვირს, თუმცა როდესაც გვარად კარდაშიანი ან ჯენერი ხარ და შენ ნებისმიერ ფოტოს მთელი მსოფლიო ელოდება არ არის გასაკვირი, რომ ახალი სახლი და ცხოვრების ყველა დეტალი ხალხისთვის საინტერესო და გასარჩევია.
ამერიკელმა ცნობილმა ვარსკვლავებმა კარდაშიანებმა თავიანთი ცხოვრების გასაჯაროება, ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყეს. დღეს, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, მათი ყოველდღიური რუტინა და პირადი ცხოვრების დეტალები.
38 წლის ვარსკვლავი კიმ კარდაშიან ვერსტი კალიფორნიაში ცხოვრობს
მისი და მისი ქმრის კანიე ვერსტის მფლობელობაში რამდენიმე სახლია. სახლის დიზაინი არასტადარტული, თუმცა მარტივია. ერთ ფერში გაწყობილი გარეთა ფასადი და შუშაბანდები უცხო და საინტერესოა ასევე, ეს კიდევ უფრო საჯაროს ხდის მათ ცხოვრებას.
როგროც ჩანს, კარდაშიან-ვესტები უპირატესობას თეთრ ფერს ანიჭებენ
უბრალოება და თითქმის ცარიელი სახლი განსხვავებული და ბევრისთვის უცხო დიზაინია.
იცოდით?რომ ჟურნალისტები ხშირად ეკითხებიან წყვილს, თუ რატომ ჭარბობს სითეთრე და რატომაა სახლი ნახევრად ცარიელი.
კიმმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს მას სიმშვიდეს ანიჭებს და მისთვის სახლი საკმარისად სავსეა ავეჯით.
დერეფნის შემყურე, რთულია ამ სახლში არ დაიკარგო, თან ყველაფერი ხომ თეთრია და ერთმანეთს ჰგავს. საინტერესოა, კიმმა თუ იცის სად, რომელი ოთახია?
კიმისი არ ვიცი, მაგრამ აშკარად ამ სახლს ერთი-ორი ავეჯი არ აწყენდა. საძინებელზე ვერაფერს ვიტყვი, გემოვნებიანია და სახლის სხვა ოთახებთან შედარებით უკეთესი ინტერიერი აქვს.
სახლის ბოლო შტრიხი სადად მოწყობილი ეზო და საცურაო აუზია, როგორც ჩანს, სისადავე მართლაც ანიჭებს სიამოვნებას წყვილს.
კარდაშიანთა ოჯახის სხვა წევრებიც მსოფლიოს მასშტაბით, არანაკლებ ცნობილები არიან, კიმის ცხოვრებასთან ერთად ხალხს არც ქენდალისა და ქლოეს მაღალ ბიუჯეტური სახლები არ გამორჩენიათ.
ქენდალ ჯენერის მფლობელობაშიც რამდენიმე სახლია
თუმცა ყველა სახლის ინტერიერი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. როგორც ჩანს, კარდაშიან-ჯენერების სახლებში თეთრი ფერი ხშირად ფიგურირებს.
კიმის მსგავსად, ქენდალ ჯენერის სახლიც შუშაბანდით არის გაწყობილი, თუმცა მეტად დატვირთულია, ავეჯით და ზომითაც შედარებით მცირეა.
ქლოე და კორტნი კარდაშიანებიც მდიდრულ სახლებში ცხოვრობენ, მათ მფლობელობაშიც არა ერთი სახლია
სხვა კარდაშიანებიც არ ღალატობენ სტილს და უპირატესობას ისევ და ისევ თეთრ ფერს ანიჭებენ.
ქლოეს ინტერიერი სხვა დებისგნ განსხვავებული და დახვეწილია.როგორც აღმოჩნდა, კორტნის ავეჯით გადატვირთული სახლი და რამდენიმე ფერის შერწყმა აურჩევია სახლის მოსწყობად.
კარდაშიან-ჯენერები ინტერნეტ მედიისა და სოციალური ქსელების, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახია.
კიმ კარდაშანის სახლი 70 მილიონ დოლარად შეაფასესს დანარჩენი ოჯახის წევრთა სახლები – 8-9 მილიონად არის შეფასებული.
სახლებს შორის, მარტივი შესამჩნევია მსგავსი სტილი, ფერები და დიზაინი, თუმცა ეს იმ ქონების ნახევარია, რაც ჩვენთვის და მთელი ამერიკისთვისაა ცნობილი. ველოდებით, ვნახოთ, იქნებ კიდევ იყიდოს მორიგი სახლი კენდალმა, კიმმა ან რომელიმე კარდაშიანმა.
წინა ბლოგი: შემოიარე მსოფლიო 3 წუთში