ყველა სივრცეს თავისებური ენერგია აქვს ზოგი მშვიდი და ნათელია, ზოგიც კი ისეთივე სიღრმისეული და ამოუცნობი, როგორც ზოდიაქოს ერთ-ერთი მისტიური ნიშანი მორიელი. მათთვის ინტერიერი მხოლოდ დიზაინი არ არის ეს არის ემოციების, ვნების და სიღრმის ერთობლიობა, სადაც თითოეული დეტალი ამბავს ყვება. მორიელის სახლს აქვს მაგნიტური ენერგია, რომელიც გიზიდავს და ამავდროულად გამშვიდებს. ფერთა კონტრასტები, განათების დრამატული თამაშები და ელეგანტური დეტალები ქმნის ატმოსფეროს, რომელიც თითქოს ფარულად საუბრობს. სწორედ ამიტომ ძალიან საინტერესოა როგორ ინტერიერს ანიჭებენ უპირატესობას მორიელები. შეიძლება ითქვას, რომ მათი დიზაინი უნიკალურია, ის აერთიანებს მტკიცე, ემოციურ და საიდუმლოებებით მოცულ ხასიათს, რომელსაც მხოლოდ მორიელი ასხივებს.
სასწორი, 23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი (მისტიკა და სიმტკიცე)
პლუტონი, პლანეტა რომელიც ზოდიაქოს ნიშანს მორიელს მართავს. იგი ასოცირდება ტრანსფორმაციასთან, სიღრმისეულ ენერგიებთან, და საიდუმლოებებთან. ამ ყველაფრის გამო მორიელებს უყვართ ინტენსიური და ემოციურად დატვირთული სივრცეები, სადაც თითოეული დეტალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
მორიელები წარმოადგენენ ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებებით აღსავსე და მიმზიდველ ნიშნებს, რაც მათ ინტერიერზეც აისახება. ყველაფერი დიდი სიზუსტითა და სიფრთხილითაა არჩეული. ამ ნიშნისთვის მნიშვნელოვანია კონტრასტები და ემოციური ჰარმონია.
მორიელის საყვარელი ფერები ინტერიერის დიზაინში
მორიელებს განსაკუთრებით იზიდავს ბნელი წითელი, ღვინისფერი, შავი და ღრმა ტონები, რადგან ეს ფერები ასახავს მათ მისტიურობას, ემოციებს და ინტენსიურ ხასიათს.
ბნელი წითელი და ღვინისფერი სიმძაფრეს, ვნებასა და შინაგან ენერგიას გამოხატავს, შავი ხსნის ძალაუფლების, საიდუმლოებისა და კონტრასტების შეგრძნებას, ხოლო ღრმა ბუნებრივი ტონები დამატებით დაბალანსებასა და სიღრმისეულ ჰარმონიას სძენს სივრცეს.
მორიელის შინაგანი სამყარო ინტერიერში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტენსიურობა და სიღრმე თქვენი შინაგანი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რაც თქვენს ემოციებს ამაღლებს და შინაგანი ენერგიის გამოხატვის საშუალებას გაძლევთ.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს სახლში შექმნათ სივრცე, რომელიც გამორჩეულად აკონტროლებს ემოციებს. თითოეული დეტალი, ავეჯი და დეკორი შეირჩეს მიზანმიმართულად, ისე რომ ერთდროულად გამოაჩინოს საიდუმლოება და ელეგანტურობა.
მორიელებისთვის იდეალური ინტერიერი
მორიელებისთვის იდეალური ინტერიერი იქმნება დეტალებში, რომლებიც ატმოსფეროს ინტენსიურობას აძლიერებს. ეს შეიძლება იყოს ბნელი ხის ან მეტალის ავეჯი, გამოკვეთილი კონტრასტული განათება, მდიდარი ტექსტურების მქონე ხალიჩები, უნიკალური დეკორატიული ნივთები ან ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც სივრცეს სიღრმეს, საიდუმლოს და ვნებას სძენს.
ყოველი ასეთი აქცენტი ქმნის დრამატულ, მიმზიდველ გარემოს, რომელიც მორიელის ენერგიას სრულყოფილად გამოხატავს, აძლევს სახლს დამამახსოვრებელ, უნიკალურ ხიბლს და მუდმივად ინარჩუნებს ემოციურ დატვირთვას.
როგორ არჩევენ მორიელები სახლის დიზაინს
მორიელის სახლი არის სივრცე, სადაც ყველაფერი თითქოს ფარულია, მაგრამ ყოველი დეტალი თავის ამბავს ყვება. მათთვის სახლი არა უბრალოდ კომფორტის ადგილი, არამედ ემოციური თავშესაფარია, სადაც სიღრმე, დრამატიზმი და სიმშვიდე ერთდროულად თანაარსებობს.
მორიელი არ ეძებს ზედაპირულ ელეგანტურობას, მის სამყაროში მთავარი არის ინტენსიურობა და შინაგანი ენერგია. ამიტომაც, მათ ინტერიერში იგრძნობა სიღრმისეული ფერები, როგორც უკვე აღვნიშნეთ ღვინისფერი, შავი, ბორდოს ტონი, ან მუქი იისფერი, რომლებიც თითქოს გამოხატავს მათ საიდუმლო და მგზნებარე ბუნებას.
სივრცე, სადაც ისინი ცხოვრობენ, ხშირად გამოირჩევა ძლიერი კონტრასტებით, ტექსტურების თამაშითა და ისეთი ელემენტებით, რომლებიც არა მხოლოდ თვალს იტაცებს, არამედ რაღაც განცდასაც გიტოვებს. მორიელისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახლში იგრძნოს საკუთარი ძალა და კონტროლი, ამიტომ ყველაფერი ზუსტადაა შერჩეული, არაფერი შემთხვევით არ დევს, არაფერი ზედმეტი არ არის. ეს არის ინტერიერი, სადაც სიჩუმე ხმამაღლა ლაპარაკობს, და სადაც ყოველი დეტალი მორიელის შინაგან სამყაროს ასახავს.
მორიელების საყვარელი ინტერიერის სტილი
ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ თუ როგორ ინტერიერს ანიჭებენ უპირატესობას მორიელები: ძველებური, მოდერნი და ელეგანტური, ინდუსტრიული, ბოჰემური და დრამატული კლასიკური. ამ სტილების სინთეზი ქმნის სივრცეს, სადაც მორიელები და ინტერიერი სრულ ჰარმონიაში არიან და სიღრმე, ტრანსფორმაცია და ენერგია სუფევს ყოველ დეტალში.
სწორედ ასეთი გარემო აძლევს მორიელს საშუალებას, საკუთარი ინტენსიურობა და საიდუმლოებებით სავსე ხასიათი ისე გამოხატოს, რომ სახლი მხოლოდ რაღაც სივრცე კი არა ცოცხალი ორგანიზმი ხდება, რომელიც ყოველდღიურად აღძრავს ემოციებს და ყველა მნახველს შთააგონებს.
მომდევნო ბლოგში განვიხილავთ მშვილდოსნებისთვის ყველაზე მიმზიდველ ინტერიერის დიზაინს
გიზიარებთ ჩვენს წინა ბლოგს სასწორების შესახებ.
წინა ბლოგი – როგორი ინტერიერი შეეფერებათ სასწორებს