თუ თქვენ ცდილობთ შეიტანოთ სწრაფი და უნიკალური ცვლილება თქვენი სახლის დეკორაციაში, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს პირად სტილს, რაშიც თქვენი ჰოროსკოპი დაგეხმარებათ. თქვენს ზოდიაქოს ნიშანს ყოველთვის შეუძლია რაღაც განსაკუთრებულის შემოთავაზება თქვენთვის. დღეს გაიგებთ თუ როგორ ინტერიერს ანიჭებს უპირატესობას კირჩხიბი.
ჩვენ დაგეხმარებით მცირედი დეტალებით გადმოიტანოთ თქვენი ზოდიაქოს პიროვნება სახლში, რაც ხელს შეგიწყობთ თქვენი პირადი და პროფესიული ცხოვრების გაუმჯობესებაში.
კირჩხიბი, 21 ივნისი – 20 ივლისი (მშვიდი და კომფორტის მოყვარული)
კირჩხიბი ინტერიერში ყველაზე მეტად კომფორტს აფასებს. ხმაურიანი სახლის წვეულებები მათთვის უცხოა, ამიტომ საკუთარ სახლში ცდილობენ შექმნან ატმოსფერო, რომელშიც კომფორტული იქნება საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნა.
მათ უყვართ საჭმლის მომზადება და ჭამა, ამიტომ სამზარეულო შესანიშნავი ადგილია გასართობად.
დიდი მაგიდა არაჩვეულებრივი საშუალებაა მეგობრების შეკრებისთვის და თქვენსავე სახლში დროის მხიარულად გასატარებლად.
იქიდან გამომდინარე, რომ კირჩხიბებს მთვარე და წყალი მართავთ ვერცხლისფერი, ღია ცისფერი და მოციმციმე თეთრი ფერი მათი პიროვნების გამოხატვის იდეალური საშუალებაა.
გარშემორტყმული იყავით დამამშვიდებელი, სენტიმენტალური საგნებით, როგორიცაა სუვენირები, საოჯახო ალბომები და ჩარჩოში ჩასმული ფოტოები.
საკუთარ სახლს „ციხედ“ აღიქვამენ, კირჩხიბები ცდილობენ მასში ნამდვილი მყუდრო ბუდე შექმნან მთელი ოჯახისთვის. ისინი ფაქტობრივად იკვებებიან საკუთარი სახლის პოზიტიური ენერგიით და ამიტომ ცდილობენ, რომ ის მაქსიმალურად კომფორტული გახადონ.
კომფორტული ავეჯი და რბილი საბნები სითბოს შეუცვლელი კომპონენტებია, რომელიც ავსებს კირჩხიბების სახლს. სწორედ ამიტომ არის მათთვის შესაფერისი ქანთრის სტილი, პროვანსი და შაბი.
მათთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილს წარმოადგენს სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი წერტილი. სახლის აღმოსავლეთ მხარეს დაამატეთ წითელი ფერის ნაპერწკალი, ეს კარგი ბედის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
საერთო ჯამში, ამ ნიშნის დასამშვიდებლად რეკომენდირებულია ინტერიერში პასტელური ფერების გამოყენება.
მომდევნო ბლოგში გაიგებთ თუ რა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები აქვთ ლომების სახლების ინტერიერის დიზაინს.
გიზიარებთ ჩვენს წინა ბლოგს ჰაერის ნიშნის, ტყუპების, შესახებ
წინა ბლოგი – როგორ ავლენს საკუთარ თავს ინტერიერის მოწყობისას ტყუპები