მოგეხსენებათ, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, თქვენთვის კარგად ცნობილი, 4 სტიქიიდან ერთ-ერთს ეკუთვნის. სახლში ჰარმონიულობისა და კომფორტული ატმოსფეროს შესაქმნელად აუცილებელია ინტერიერში მათი გამოვლენა. და მაინც, როგორ ავლენს საკუთარ თავს ინტერიერის მოწყობისას, ჰაერის ერთ-ერთი ნიშანი,  ტყუპები.

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

ტყუპები, 21 მაისი – 20 ივნისი (ელექტრონული, მხიარული და მასპინძელი)

კომუნიკაბელურები, მაქსიმალურად მოძრავები და ენერგიულები, ხშირად ასეც ახასიათებენ ტყუპებს.

ისინი მიდრეკილნი არიან ცვლილებებისა და მრავალფეროვნებისაკენ, ამიტომ ცვალებადი ტყუპების ინტერიერი ადვილად უნდა შეიცვალოს და შეივსოს სიახლეებით.

თეთრი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ეს ფერები ხელს უწყობენ მუდმივ ცვლილებას, რაც დამახასიათებელია ტყუპებისთვის.

kerdzo saxli dighomshi

ტყუპები ძალიან რომანტიულები არიან. იმასაც კი ამბობენ, რომ სიყვარულზე არიან შეყვარებულები. აქედან გამომდინარე არ არსებობს მათთვის რომანტიკულზე უკეთესი სტილი.

მათ უნდა შეინარჩუნონ ბალანსი სილამაზესა და კომფორტს შორის.

ფრანგული სახლებისთვის დამახასიათებელი სტილი ხშირად ტყუპებისთვის საუკეთესო სტილია, რომელშიც გამოყენებულია უამრავი კომფორტული ბალიში, ანტიკვარიატი და ხე.

ყვავილები, კრემისფერი კედლები და ღია ფერის აგურის გამოყენება ინტერიერში დაგეხმარებათ სახლში შექმნათ ფრანგული სახლისთვის დამახასიათებელი გარემო.

proeqti-wynetshi-interieris-dizaini

ტყუპებს აქვთ ღია გონება და უყვართ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება.

ჰაერის ამ ნიშანს იმდენად განსხვავებული მისწრაფებები და ინტერესები აქვს, რომ მათ არ აქვთ ერთი კონკრეტული დამახასიათებელი ხელწერა, როდესაც საქმე საკუთარ სახლს ეხება.

მათ უყვართ ყველაფრის შეგროვება, და ერთ ადგილზე უყრიან თავს, სივრცეს კი უნიკალური წვრილმანებით ავსებენ.

ბინის ინტერიერის დიზაინი | ვაკე ჰილსი

იქიდან გამომდინარე, რომ ტყუპებს მართავს პლანეტა მერკური, ტექნოლოგიების პლანეტა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათთვის მნიშვნელოვანია სახლი იყოს ტექნოლოგიურად მაქსიმალურად გამართული.

ამიტომ არასდროს ჩამორჩებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს.

shanxai interieris dizain proeqti

ტყუპები იმდენად კომუნიკაბელურები არიან მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სახლს ბევრი თავისუფალი ადგილი ჰქონდეს.

მათი სოციალურობიდან გამომდინარე, ტყუპებმა უნდა შექმნან წვეულებისთვის შესაფერისი გარემო სახლში, უამრავი კომფორტული ადგილით, გააზრებულად შექმნილი სათადარიგო საძინებლით სტუმრების დასატევად.

შეავსეთ სახლი მოლურჯო ფერებით, რომელიც შეესაბამება თქვენს დაბადების ქვას, მარგალიტს. ეს თქვენთვის მეტ ჰარმონიას შექმნის ინტერიერში.

interieris dizaini isanshi

ჩვენს მომდევნო ბლოგში განვიხილავთ სიმშვიდისა და კომფორტის მოყვარული კირჩხიბისთვის დამახასიათებელ ინტერიერის დიზაინს, რომლების შესახებაც გაიგებთ თუ რამდენად თანამედროვეები არიან და თუ რა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები აქვთ მათი სახლების ინტერიერის დიზაინებს.

გიზიარებთ ჩვენს წინა ბლოგს კუროების შესახებ

წინა ბლოგი – როგორი ინტერიერი იზიდავს კუროს

Facebook Instagram