ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა, საკუთარი სახლის მოწყობისას გარკველი რეკომენდაციები უნდა მიიღოს. „ვარსკვლავების“ სპეციალისტებმა შეიმუშავეს ინტერიერის კონცეფციები ზოდიაქოს ყველა წარმომადგენლისთვის. და აი ჩვენც, როგოც შეგპირდით, დღევანდელ სტატიას კუროებს მივუძღვნით – როგორი ინტერიერი იზიდავს კუროს.

კურო, 20 აპრილი – 20 მაისი (კომფორტული და მშვიდი)

კუროსთვის სახლში ყველაფერი დაკავშირებულია რომანტიკასთან, კომფორტთან და ფუფუნებასთან. ეს იმიტომ რომ, კუროს იზიდავს მშვიდი გარემო, რომელიც გაჟღენთილია სასიამოვნო ხმებითა და დამამშვიდებელი არომატებით.

სიამოვნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებლობაც კია ეპიკური კუროსთვის და ისინი ყველაზე დიდ კმაყოფილებას სწორედ განებივრებისას გრძნობენ. ისინი თითოეული ობიექტის პრაქტიკულ მხარეს აფასებენ, სივრცეში კომფორტის შესაქმნელად.

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

კუროსთვის დამამშვიდებელია ისეთი ტექსტურის გამოყენება. როგორიცაა ხავერდი, აბრეშუმი თუ ქაშმირი, რათა შეხებისას სირბილე იგრძნოს.

ეს ყველაფერი მას სიამოვნებას ანიჭებს. ფერებიც უფრო მეტად რომანტიკულისა და მდიდრულისკენ იხრება: კრემისფერი, რბილი ვარდისფერი, ოქროს აქცენტები და ზურმუხტისფერი მწვანე.

ინტერიერის დიზაინი | ბინა რამიშვილზე

 

კურო საძინებელს განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობა, რადგან საძინებელი მისთვის განსაკუთრებულ სიმშვიდესა და კომფორტს უკავშირდება.

ამიტომ მათთვის მეტად ხელსაყრელია მყუდრო, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, ავეჯი, რომელიც შეხებისას სიამოვნებას განიჭებს.

interieris dizaini bina jghentis quchaze

კურო დედამიწის ნიშანია, რაც მის ბუნებისადმი დიდ სიყვარულზე მიუთითებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, კვლევის შედეგად, ამ ნიშნის ქვეშ მყოფმა ადამიანებმა უპირატესობა მიანიჭეს რუსტიკულ სტილს (ბუნებრივ სტილს).

მათ განსაკუთრებულად უყვართ ინტერიერის ხის მასალითა და მცენარეებით გაფორმება, რაც მათ აგრძნობინებს, რომ ბუნებაში არიან.

ისინი ასევე ძალიან სენსიტიურები არიან, რაც გამოიხატება იმით, რომ უყვართ, როდესაც გარშემორტყმულნი არიან პირადი საგნებით.

თუკი ინტერიერში შემოიტანთ დეტალებს, როგორიცაა ფიცრის ხის იატაკი, ან თუნდაც ბუხარი ეს ყველაფერი ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ.

interieris-dizaini-nafetvrebi

ნებისყოფის, გამძლეობისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლო.

კუროები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთ კომფორტს. ინტერიერში ყველაფერი მაქსიმალურად მოსახერხებლად და ფუნქციონალურად უნდა იყოს განლაგებული.

ისინი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხარისხს, რის გამოც ფაქტობრივად შეუძლებელია მათ სახლებში იპოვოთ ან უხარისხო ავეჯი, ან თუნდაც არასაჭირო დეკორი.

ხშირად მათ ინტერიერში შეხვდებით ზონირებას, სამუშაო გარემო და მოსასვენებელი ადგილი მკაფიოდ არის ერთმანეთისგან გამიჯნული.

ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ უყვართ პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ერთმანეთში არევა.

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

ისინი ძალიან გემოვნებიანები არიან. ინტერიერი სავსეა ელეგანტური ავეჯით, ხელოვნების საგნებითა და მდიდრული დეკორით.

კონსერვატიული კურო დიდხანს გრძნობს თავს კომფორტულად ერთ, უცვლელ ინტერიერში, რადგან ცვლილებებით ისინი არ გამოირჩევიან.

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

ჩვენი მომდევნო ბლოგის მთავარ როლში კი ტყუპებს იხილავთ, რომლების შესახებაც გაიგებთ თუ რამდენად თანამედროვეები არიან და თუ რა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები აქვთ მათი სახლების ინტერიერის დიზაინებს.

გიზიარებთ ჩვენს წინა ბლოგს ვერძების შესახებ

წინა ბლოგი – როგორი ინტერიერი მოსწონს ზოდიაქოს პირველ, ცეცხლოვან ნიშანს, ვერძს

Facebook Instagram