დეკემბრამდე მოსასწრები საქმეების სია უკვე შეადგინეთ? თუ არა მაშინ დროა, ინტერიერს მოავლოთ თვალი და ჩვენი ბლოგის წასაკითხად მოემზადოთ. დეკემბრის შემოსვლამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და ახალი წლის სამზადისის დაწყებამდე შეგვიძლია სახლში ზამთრის ელფერი შემოვიტანოთ. ნახეთ, ზამთრის საქმეები – რა უნდა შეცვალოთ ინტერიერში ახალ წლამდე
გადადით ველვეტზე (ხავერდზე)
ზამთრის მატერიებს შორის ხავერდი ყველაზე პოპულარულია, გადადით ხავერდის ნაჭრებზე. შეცვალეთ ფარდები, დეკორატიული ბალიშის პირები და გადასაფარებლები.
ხავერდს ინტერიერში კომფორტი და ზამთრის განწყობა შემოაქვს, თითქოს სიცივეს და ახალი წლის მოახლოებას გვახსენებს. ამის შეხსენება კი ინტერიერში ხშირად გვჭირდება ხოლმე.
შეარჩიეთ ფუმფულა ხალიჩა
ზამთარი ფუმფულა აქსესუარების გარეშე წარმოუდგენელია, თან საახალწლო სამზადისს კომფორტი კიდევ უფრო ლამაზს ხდის, ამიტომ დროა, ხალიჩების თვალიერებაზეც დახარჯოთ ცოტა დრო და მისაღებსა და საძინებელში ფუმფულა, რბილი ხალიჩები დააფინოთ.
მოიმარაგეთ გადასაფარებლები
ეს პუნქტი ცალკე გამოყოფას იმსახურებს, რადგან შემოდგომის მიწურულს თუ ინტერიერის განახლება გსურთ ეს რჩევაც გამოგადგებათ.
გადააფარეთ თბილი მატერიის გადასაფარებელი დივანს, საწოლს და მოიმარაგეთ პლედები, ზამთრის ინტერიერი პლედების გარეშე ხომ არც ისე სრულყოფილია.
შემოიტანეთ ინტერიერში ნაქსოვი ნივთები
ზამთარი დიდი ნაქსოვი დეტალების გარეშე ხომ ცარიელი იქნება. შეიძინეთ პუფები, ნაქსოვი პლედები და შესაძლოა მაგიდის გადასაფარებლებიც კი.
ნაქსოვ დეტალებში ხის ნაქსოვი ავეჯიც შეიყვანეთ, შემოდგომას, ზამთარსა და სიმყუდროვეს ნაქსოვი ყველაფერი უხდება.
შეცვალეთ თეთრი ტონები შესაბამისი ფერებით
ღია ფერების დრო ამ სეზონზე არ არის, ამიტომ ინტერიერში ადგილი, ცოტა წითელი, აგურისფერი, მწვანე და სხვა მუქი ტონებისთვის დატოვეთ. ზამთარი ბევრ ფერს იხდენს, ინტერიერი კი ფერების არჩევის საშუალებას გაძლევთ ამიტომ, გემოვნებიანად შექმენით სხვადსხვა ფერის მიქსი ოთახებში.
დაამატეთ სახლში სანთლები და დეკორატიული განათება
სიმყუდროვის სეზონი იწყება, დადგით ოთახებში დეკორატიული განათება, სანთლები და ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებთან ერთად მომზადებულები შეხვდით ზამთრის სუსხიან დღეებს.
ჩაანაცვლეთ ნატურალური ყვავილები, გამხმარი ფოთლებითა და ჰერბარიუმით
ჰერბარიუმი ბავშვობას არ გახსენებთ? – დაათვალიერეთ ინტერიერი და სადაც ცარიელ ადგილს ნახავთ ლარნაკში ჩაწყობილი ყვავილებითა და ფოთლებით გააფორმეთ.
ჰერბარიუმი შემოდგომისა და ზამთრის ხშირი სტუმარია, ინტერიერში კი ეს პატარა და ამრტივი ხერხი ხალისს, განწყობასა და თემატიკას შექმნის.
წინა ბლოგი – 7 ოქროს წესი ინტერიერის დიზაინერისგან – ნინა დემეტრაძის რჩევები