გამოკითხვა რომ ჩავატაროთ ინტერიერში ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფერებს შორის გამარჯვებული აუცილებლად შავი ფერი იქნება, რადგან შავი პირველი, ელეგანტური ფერია, ყველა სხვა დანარჩენ ფერს უხდება და ინტერიერში ყოველთვის ამბობს თავის სათქმელს. ნახეთ – შავი ფერის მთავარი უპირატესობები ინტერიერში
რამდენი უპირატესობა აქვს შავ ფერს, რამდენიმეს ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება…
შავ ფერს შეუძლია გამოკვეთოს სივრცე
ამ ფერის ერთ-ერთი დადებითი თვისება მისი სივრეში სწორედ მორგებაა, შავი ფერი ინტერიერში ყოველთვის პოულობს თავის ადგილს, სივრცეს გამოკვეთს და სწორად ეხამება ოთახში არსებულ ყველა დეტალს.
შავი ფერი შეცდომებს იტანს
ხშირად ამბობენ, რომ ამ ფერის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ამტანობაა, ის ინტერიერში დაშვებულ მინიმალურ შეცდომებს იტანს, თითქოს მალავს, რაც ერთი ფერისთვის ნამდვილად დიდი პლიუსია.
შავი ფერის კედლები ამაღლებს ოთახს, ინტერიერს
ვუალა – ისეთ ფერს მივაგენით, რომელიც სახლის ჭერს აამაღლებს და ინტერიერს უფრო ვრცელს წარმოაჩენს. ეს რჩევა არ დაივიწყოთ, ბევრ ფერს ამის უნარი არ გააჩნია.
შეიძლება ითქვას, რომ შავი უნიკალურია.
შავ ფერს შეუძლია მდიდრული ინტერიერის შექმნა
დაუმატეთ შავ ფერს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი დეტალები, ცოტა განათება და მდიდრული ინტერიერი თქვენი გახდება, შავი ფერის ეს თვისება ინტერიერის დიზაინერებს ძალიან უყვართ და არც თქვენ დატოვოთ უყურადღებოდ ის.
შავი ფერი ყველა მატერიას უხდება
რამდენი უნიკალური თვისება აქვს ელეგანტურ და დახვეწილ შავ ფერს…
შავი უხდება ბარხატს, აბრეშუმსა და ტყავს, ინტერიერში მისი გამოყენების დროს შეგიძლიათ ერთმანეთს სხვადსხვა მატერია შეუხამოთ…
ასე მდიდრული, ტრენდული და ელეგანტური სივრცე არასდროს დაგეკარგებათ და შავი ფერის დომინირებას არცერთი წამით არ ინანებთ.
წინა ბლოგი – როგორ უნდა აქციოთ ინტერიერი ეკომეგობრულად