ვინტაჟური სტილი ყოველთვის პოულობს თავის ადგილს, რა დროც არ უნდა გავიდეს ეს სტილი მოთხოვნადი, ტრენდული და თავისებურად დახვეწილი რჩება. 387 წლის განმავლობაში პირველად, საფრანგეთის სადღესასწაულო ვერსალის სასახლეში სასტუმრო გაიხსნა, პარიზული არისტოკრატია ახლა სტუმრებსაც იღებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება ვინტაჟურობის ზეიმი – ვერსალის სასახლეში პირველი სასტუმრო გაიხსნა
1 ივნისს საფრანგეთი ახალმა ამბავმა მოიცვა, ვერსალის დიდებული სასახლეში ახლი სასტუმრო აშენდა და თუ ოდესმე არისტოკრატულ საუზმესა და ძველებური სტილის ცხოვრებაზე გიოცნებიათ, მაშინ დროა სასტუმროც მოინახულოთ…
„ლე გრანდ კონტროლეს“ – ასე უწოდებენ ამ ადგილს.
შეუდარებელი სასტუმრო 14 საძინებლისგან შედგება, ასევე სასახლეში ერთი სამუზეუმო ოთახი, საცურაო აუზი და ძველი არქიტექტურის თანამედროვე სტილისგან აწყობილი კორიდორები და სახლის სხვა დანარჩენი დეტალია.
ინტერიერის ინსპირაცია მე-18 საუკუნიდან მოდის, იმ დროიდან როდესაც საფრანგეთში ვინტაჟი ყვაოდა.
როგორც ფრანგები ამბობენ, სასტუმროში მოსული სტუმრები სრულიად შეიგრნობენ მე-18 საუკუნეში ცხოვრების ხიბლს და ნამდვილ პარიზულ არისტოკრატიასაც იხილავენ.
მარტო სასტუმროს დათვალიერება არაა მთელი სიამოვნება, ფრანგული საუზმის გარეშე ვერსალი არაფერია…
სასტუმროში შეგიძლიათ ძველებური სტილის საუზმეც დააგემოვნოთ, ფრანგული კრუასანებითა და ტოსტებით, ასევე სპა მომსახურებაზეც არ უნდა თქვათ უარი.
სასტუმროს ინტერიერი იმდენად უცხო და საინტერესოა, რომ მხოლოდ მისი თვალიერება ყოფნის ადამიანს…
მე-18 საუკუნის ტრენდები ვერსალის გრანდიოზულ სასახლეში გემოვნებიანად არის გადანაწილებული, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
სასტუმროს ეტყობა რომ მის მოწყობასა და გალამაზებაზე დიდი დრო და ძალისხმება დაიხარჯა.
როგორც ამბობენ, სასტუმროში ერთი ღამის გატარება 2000 დოლარი ჯდება, რაც სურვილის ასასრულებლად სულაც არ არის ბევრი.
ჩაალაგეთ ჩანთა, მოიმარჯვეთ ფრანგული პარფიუმი და ვერსალის სასტუმროს ერთხელ მაინც ესტუმრეთ.
მიირთვით ფრანგული საუზმე, გაისეირნეთ პარიზული ჰაერით გაჟღენთილ ვერსალის ბაღში და მე-18 საუკუნის არისტოკრატული ინტერიერით დატკბით. – ვინტაჟურობის ზეიმი ვერსალის სასახლეში პირველი სასტუმრო გაიხსნა
წინა ბლოგი – როგორ შევარჩიოთ საცხოვრებლად იდეალური ბინა – რჩევები ნინო გოგილიძესგან