იდეალური საცხოვრებელი სახლი სუბიექტური საკითხია და სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულად წარმოისახება ხოლმე, თუმცა მაინც ინტერიერში არის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც ყველასათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ამ თემაზე საუბარი „ფორტისის“ ინტერიერის დიზაინერს ნინო გოგილიძეს ვთხოვეთ. – ნახეთ, როგორ შევარჩიოთ საცხოვრებლად იდეალური ბინა – რჩევები ნინო გოგილიძესგან
ნინო უკვე რამდენიმე წელია „ფორტისის“ გუნდის განუყოფელი წევრია და დაგვიჯერეთ, თავისი საქმის პროფესიონალიც.
– დავიწყოთ ყველაზე მარტივი შეკითხვით, რა არის ინტერიერის დიზაინი?
– მარტივად რომ ავხსნა, ინტერიერის დიზაინი ფუნქციისა და ესთეტიკის ერთიანობაა, ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
მანამ, სანამ ბინას შეიძენთ და უშუალოდ, ინტერიერის მოწყობაზე გადახვალთ რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ, რადგან იდეალური სახლის ცნება გულისხმობს ესთეტიური და ფუნქციური საჭიროებებს მორგებული ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს მოწყობას.
ამ თემაზე ყველა ადამიანი თანხმდემა….
– გვირჩიეთ, როგორ შევარჩიოთ საცხოვრებლად იდეალური ბინა?
– პირველ რიგში, ვისაუბროთ დროზე. დრო ის რესურსია, რომელსაც ვერაფრით ვერ გავზრდით, შესაბამისად ყველაზე ფაქიზად გამოსაყენებელი და დასაზოგია.
დავიწყოთ დროის დაზოგვით, რაშიც დაგვეხმარება საცხოვრებელი სახლის ისეთ ადგილას შერჩევა, რომლის ირგვლივაც ყველა ჩვენთვის საჭირო ლოკაცია იქნება თავმოყრილი.
ის ლოკაციები, რომლებსაც რუტინულად ვსტუმრობთ. მაგალითად, სკოლა, ბაღი, სამსახური ან მეგობრის საცხოვრებელი სახლი.
დროის გარდა გამოვყოფ 5 მთავარ რჩევას, რომელიც იდეალური სახლის შერჩევაში დაგეხმარებათ:
1. შეარჩიეთ ისეთი ბინა, რომლის ირგვლივაც იქნება გამწვანება და გამწვანების ზონა. ასევე პარკირებისთვის განკუთვნილი მიწის ზედა ან მიწის ქვედა სივრცე და დაცული უსაფრთხოების ნორმები.
ქართულ რეალობაში მწვანე საფარი უხეშად ჩაანაცვლა ნაგებობებმა, შესაბამისად, ქალაქებში გაჩნდა ეკოლოგიური პრობლემები, ჟანგბადის ნაკლებობა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები ხშირად საგანგაშოა.
ამიტომ სანამ ბინას შეიძენთ დააკვრდით სახლის ირგვლივ არსებობს თუ არა სარეკრეაციო გამწვანებული ზონა.
შესაძლოა ეს ზონა არ იყოს თქვენი საცხოვრებელი სახლის კუთვნილება, თუმცა მისი მდებარეობა და ხელმისაწვდომობა იყოს თქვენთვის დამაკმაყოფილებელი.
ყურადღება მიაქციეთ პარკირების ზონასაც. რომელიც სასურველია არ კვეთდეს სარეკრეაციო ზონას, განსაკუთრებით ბავშვების გასართობ მოედნებს.
საცხოვრებელი სახლის სადარბაზო პირველი შთაბეჭდილებაა და განწყობის საუკეთესო შემქმნელი სანამ სახლში შევაბიჯებთ, რაც უფრო დიდი სივრცე ეთმობა სადარბაზოს, მით უფრო ელიტარულ მშენებლობასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ყურადღება ექცევა შშმ პირებისთვის მოწყობილ პანდუსებსა თუ ლიფტებს.
ეცადეთ, დააკვირდეთ კიბის უჯრედს, კიბის მარშები არ უნდა იყოს ძალიან ვიწრო, მასზე ორი ადამიანი უნდა ახერხებდეს ერთმანეთის გვერდის ავლას, ასევე, სახლს უნდა ჰქონდეს საევაკუაციო გასასვლელი და შეუბოლავი კიბე, რაც სახანძრო უსაფრთხოების გარანტია.
2.დაიწყეთ ბინის შერჩევა ხედის, სართულიანობის, განიავებისა და ორიენტაციის მიხედვით
სამხრეთ -აღმოსავლეთ ორიენტაცია საცხოვრებელი სახლისთვის ყველაზე სასურველი მხარეა, თუმცა სახლის ყველა ბინა ვერ მოხვდება ამ სარტყელში.
ეცადეთ სახლის რაღაც მონაკვეთი მაინც მოხვდეს ამ ზოლში, რადგან არ მოგაკლდეთ მზისგან მოტანილი უამრავი სიკეთე, პოზიტიური განწყობის ჩათვლით.
მზის სხივები საცხოვრებელ სივრცეში ანადგურებენ ბაქტერიებს, ასევე D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.
სინათლის სხივის, თავისი დადებითი თვისებები სინათლის წყაროდან მხოლოდ 6 მეტრის სიგრძეზეა აქტიური, აღნიშნული ფაქტორი გასათვალისწინებელია სახლის დატიხვრისას. მზის სხივების გარდა, მნიშნველოვანია გამჭოლი განიავება, იმისთვის, რომ ბინაში არ გაჩნდეს პარაზიტები და სახლი ბაქტერიებისგან გაიწმინდოს.
აქვე გეტყვით, რომ ხედთან ერთად ყურადღება მიაქციეთ აივანს.
ადრე თუ აივანს და ტერასას შედარებით დაბალი ღირებულება ქონდა პანდემიის ჟამს ასეთმა სივრცეებმა კიდევ დამატებილი ღირებულება შეძინეს, შესაბამისად შეარჩიეთ სახლი, რომელსაც მინიმუმ ერთი აივანი მაინც ექნება.
3.ახლა დროა, დავიწყოთ შერჩეული ბინის დაგეგმარება, ზონირება ავეჯის განთავსებით და სანტექნიკის, გათბობა-გაგრილების წერტილების მონიშვნა.
ბინა უკვე ავარჩიეთ, ორიენტაციასა და ევაკუაციაზეც ვისაუბრეთ, ახლა დროა, დაგეგმარებაზეც გითხრათ ერთი-ორი სიტყვა.
ბინის დაგეგმარების დროს, უნდა გავთვალოთ მომავალი მობინადრეებისთვის საჭირო სივრცე და ზონები ფუნქციურად უნდა გადავანაწილოთ.
ამისთვის საჭიროა, განვსაზღვროთ მზის ჩასვლა-ამოსვლის ფაზები, უნდა წარმოვიდგინოთ ან შევქმნათ ავეჯის შაბლონები, რომელსაც პირობითად დავარქმევთ ავეჯის განთავსების სქემას, რის გარშემოც განთავსდება:
- ტიხრები;
- ყველა საჭირო ელექტრო;
- სანტექნიკური თუ გათბობა-გაგრილების წერტილები.
4.დავყოთ ზონები ქვე ზონებად, გავმიჯნოთ პასიური და აქტიური ზონები განათების მიხედვით.
განათება ინტერიერში უმნიშნველოვანესია, ამის მიხედვით ჩვენ გავმიჯნავთ ზონებს, შევძლებთ გავთვალოთ სახლის რომელ წერტილში როგორი განათებაა საჭირო.
ამ ხერხით გადავანაწილებთ განათებებს კედელსა და ჭერზე, ასევე ავირჩევთ, როგორ ჯობს აინთოს თითოეული მათგანი და განათებამ როგორი განწყობა შექმნას კონკრეტულ კუთხეში.
5.ბოლო რჩევა, ფერები და ფორმები – სახლის ხშირი რეინოვაცია მინიმალური ძალისხმევით…
სტანდარტულად ერთი რემონტი სახლში 5-10 წელი უნდა ძლებდეს, ამიტომ სახლის გარემონტების დროს დამკვეთს ყოველთვის ვურჩევთ ინტერიერში ნეიტრალური ფერები გამოიყენოს.
ჩვენი რჩევა იქნება, კედლების ფერისა და ძირითად ავეჯის არჩევის დროს არ აყვეთ ტრენდებს.
მაგალითად, ფარდა, ბალიში, ჟუნრალების მაგიდა, ყვავილის ქოთნები სახლის ის ნივთებია, რომელსაც ბიუჯეტისა და გემოვნების მხრივ ხშირად გამოცვლით შესაბამისად, თამამად შეგიძლიათ ეს ნივთები მრავალფეროვანი და ამ წლის ტრენდებს შორის ერთ-ერთი იყოს.
ტახტი და ლოგინი შედარებით მაღალი ბიუჯეტის ატრიბუტებია და უმჯობესია, ინტერიერში ნეიტრალური ფერის შეარჩიოთ. თუ კედელზე კონტრასტულ, მკვეთრ ფერებს გამოიყენებთ მისი გამოცვლა გაგიჭირდებათ, ბალიშსა და ფარდას კი მარტივად შეცვლით. ასევე მნიშნველოვანია ფორმა, ავეჯის ფორმა ფუნქციიდან გამომდინარეობს, შეარჩიეთ ავეჯი ფუნქციურად და არა ტრენდულად.
ასე ის უფრო დიდხანს გამოგადგებათ, თქვენი ინტერიერი ყველა დროში ყველა მოთხოვნას უპასუხებს, მარტივად შეიცვლება და არც მოსაბეზრებელი იქნება.
– როგორ შევარჩიოთ საცხოვრებლად იდეალური ბინა – რჩევები ნინო გოგილიძესგან
წინა ბლოგი – ცარიელი ადგილები სადაც მსოფლიოს ცნობილი შენობები აშენდა