დრო იცვლება და შეუჩერებელ წუთებს ყოველთვის მოსდევს მსოფლიოს განვითარება. გიფიქრიათ იმაზე თუ როგორი იყო პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე?, ან რა ხდებოდა იქ, სადაც ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი „ლუვრი“ დგას?. არქიტექტურა ვითარდება, იზრდება და ჩვენ კადრებით მის დამახსოვრებას ვცდილობთ. ნახეთ, ცარიელი ადგილები სადაც მსოფლიოს ცნობილი შენობები აშენდა.
ეიფელის კოშკი – პარიზი
პარიზში ეიფელის კოშკი 1887 წელს აშენდა და ლითონის კონსტრუქციამ მსოფლიო არქიტექტურაში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა.
გიუსტავ ეიფელი თვლიდა, რომ ეს ნაგებობა ყველას გააოცებდა, თუმცა ეიფელის ასეთ გრანდიოზულ და დიად სახეს არავინ ელოდა.
სიდნეის ოპერის თეატრი – ავსტრალია
სიდნეის ზღაპრული ოპერის თეატრი 1959 წელს აშენდა, მანამდე ავსტრალიის ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არაფერი იყო და ხალხს სურდა ეს პატარა კონტინენტი მსოფლიოს გაეცნო, ამიტომ მათ სიდნეის გრანდიოზული თეატრის მშენებლობა დაიწყეს.
ოქროს კარიბჭე – სან – ფრანცისკო
სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭე დღეს ყველასთვის კარგად ცნობილი ხიდია, კარიბჭე 1933 წელს აშენდა, ის სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აერთებს.
კოსმოსური ნემსი – სიეტლი
605 ფუტის სიმაღლის კოსმოსური ნემსი, იგივე სიეტლის სატელევიზიო ანძა ქალაქის ყველა კუთხიდან მოჩანს. მისი მშენებლობა 1962 წელს დაიწყო. ნემსი დღემდე მუშაობს და ყოველდღიურად დათვალიერებლებსაც იღებს.
რომის კოლოსეუმი – რომი
საუბარი არ სჭირდება იმას რომ რომის კოლოსეუმი ბევრისვის ცნობილი, როგორც კოლიზეული დღეს სხვა, დანგრეული სახით არის შემორჩენილი, თუმცა მთლიანი იერსახის აღქმა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მეხუთე ავენიუ – ამერიკა
რა შეიცვალა მეხუთე ავენიუზე, დიდად არც არაფერი, კვლავ პრესტიჟული და ყველაზე მოთხოვნადი ქუჩაა ამერიკაში.
ლუვრის მუზეუმი – პარიზი
საფრანგეთის დიადი მშვენება – ლუვრი 1793 წელს აშენდა, წლების შემდეგ კი მუზეუმის შუაგულში შუშის ნაგებობა ჩაიდგა.
მუზეუმს ყოველწლიურად რეკორდული რაოდენობის ხალხი სტუმრობს…
ეშმაკის ბორბალი – ლონდონი
ლონდონის ნებისმიერი კუთხიდან ზევით რომ აიხედოთ, დიდი, გრანდიოზულ ეშმაკის ბორბალს დაინახავთ, რომელიც მთელ ლონდონს გადმოყურებს და ქალაქში არანაკლებ ცნობილი და პოპულარული ნაგებობაა. ლონდონის თვალი 1999 წელს გაიხსნა.
დუბაი
დუბაის მაგალითი ამტკიცებს, რომ განვითარებისთვის მხოლოდ მონდომებაა საჭირო, ქვიშიდან და წყლიდან აწყობილი ზღაპრული ქალაქი დღეს კაშკაშა, ფერადი და ბევრისთვის საოცნებო ადგილია, დუბაი 1985 წლიდან დღემდე ყოველდღე ვითარდება და მისი სრულიად დათვალიერება თითქმის შეუძლებელია, რადგან ქალაქი ათასობით საინტერესო ადგილს მოიცავს.
წინა ბლოგი – ლეონარდო დიკაპრიოს ზღაპრული ვილა ლოს-ანჯელესში