ჰოლივუდის ბრწყინვალე მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ლეონარდოს პირადი ურთიერთობები, სახლები და აგარაკები მუდამ დიდი ინტერესს იწვევს და ხალხში გამოჩენაზე არც ლეონარდო ამბობს უარს. რამდენიმე კვირის წინ, ლეომ ლოს-ანჯელესში ვილა იყიდა და ვინ დათვლის მსახიობის მერამდენე შენაძენია ეს. ნახეთ, როგორ გამოიყურება ლეონარდო დიკაპრიოს ზღაპრული ვილა ლოს-ანჯელესში
სახლი ცნობილია როგორც “მოდერნ ფემილი”, ვილა კვირების მანძილზე იყიდებოდა საბოლოოდ კი მისი მფლობელი ამერიკელი მსახიობი გახდა.
ლეონარდომ სახლში 7.1 მილიონი დოლარი გადაიხადა და როგროც უცხოური წყაროები ამბობენ, მსახიობი სახლის გადაკეთებას და იქ საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს.
ვილა ესპანურ-კოლონოური სტილისაა და მისი მფლობელი მომღერალი, გვენ სტეფანი გახლდათ. ახლად შეძენილი ვილა 500 კვადრატული ფიტია. სახლში 4 საძინებელი და 6 სველი წერტილია, ასევე რამდენიმე საცურაო აუზი და დიდი ღია სამზარეულო.
ვილის ფოტოებიდან ჩანს, რომ ლეონარდოს ახალ, ზღაპრულ სასახლეს დიდი აივანი აქვს, სადაც წყნარი საღამოების მოწყობა და შენაძენით ტკბობაა შესაძლებელი.
როგორც ამბობენ, ლეოს ვილა 1927-1928 წლებშია აშენებული, სწორედ ამიტომ აქვს სახლის ექსტერიერს ძველებული დეტალები.
გვენ სტეფანს მწვანე ზონები ყვარებია, რადგან ოთახს ყველა კუთხეში მცენარეები და მწვანე ტერასებია მოწყობილი.
სახლში შიდა საცურაო აუზი და ოთახია სპა მომსახურებითვის. როგორ ფიქრობთ, ღირს ლეოს ახალი შენაძენი 17 მილიონად?! მითუმეტეს ლეოს საკუთრებაში არაერთი სახლია და მსახიობს მალიბუში 23 მილიონად შეფასებული ვილაც აქვს დაკეტილი. – ლეონარდო დიკაპრიოს ზღაპრული ვილა ლოს-ანჯელესში
წინა ბლოგი – მსოფლიოს 4 სასაცილო ნაგებობა – არქიტექტურა საზღვრებს გარეთ