ხანდახან შეიძლება არქიტექტურა საინტერესოსთან ერთად სახალისოც იყოს და უცნაური ფორმის შენობებმა სასაცილო ასოციაციები შეგვიქმნას. არსებობს გენიალური ნაგებობები, ისტორიული და დიადი შენობები და ბუნებაში ასევე ჩახუტებული, გაბრაზებული და უიღბლო სახლებიც შეგხვდებათ. ნახეთ, მსოფლიოს 4 სასაცილო ნაგებობა – არქიტექტურა საზღვრებს გარეთ
ჩახუტებული შენობები
2014 წელს ისრაელში გვერდიგვერდ ორი შენობა ააგეს, სახლები ზედმეტად ახლოს აშენდა და მშენებლობის დასრულების შემდეგ გამოჩნდა, რომ ცათამბრჯენები ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
30 სართულიანი ნაგებობა შორიდან სასაცილო სანახავია, თითქოს შუშის ნაგებობები მართლაც ეხუტებიან ერთმანეთს. ისრაელის ამ ცათამბრჯენში კაფეები, რესტორნები და მანქანების მაღაზიებია განთავსებული და ისრაელში ხშირად ამ ნაგეობობას ჩახუტებულ ცათამბრჯენადაც მოიხსენიებენ.
„ელეფანთ თაუერი“
1997 წელს ბანკოგში მეტად უცნაური ცათამბრჯენის აშენება დაიწყო, მოსახლეობა კი აშენების პროცესს დიდი მოთმინებით ელოდა. რამდენიმე თვეში ბანკოგის ერთ-ერთ ცნობილ უბანში 32 სართულიანი სპილოს ფორმის თაუერი აშენდა.
ნაგებობა, ერთი შეხედვით სპილოს უნდა დამსგავესბოდა, თუმცა უფრო იხვის ასოციაციას ტოვებს. არქიტექტორების თქმით, ეს პოსტმოდერნისტული არქიტექტურის შედევრია.
დღემდე, ამ შენობის სანახავად ათობით ტურისტი ჩადის, ბანკოკში რას აღარ შეხვდებით….
იღბლიანების სახლი
ირანელმა არქიტექტორმა მელად ეშტიაგიმ კალიფორნიაში, იღბლიანი ხალხისთვის, ექსტრემალური სახლი ააშენა.
სახლი კლდის განაპირას მდებარეობს, საძინებელი ჰაერშია ჩამოკიდებული და პატარა კიბით სახლს უერთდება, სახლის ქვევით კი უფსკრული და პატარა მდინარეა.
სასაცილოა, როგორ უნდა გაათენო აქ ღამე და ოდნავ ქარის ან წვიმის როგორ არ უნდა შეგეშინდეს…
სახლში ცოლ-ქმარი ცხოვრობს, რომელსაც სივრცეში გაშლილი სახლი სურდათ. როგორც ჩანს, წყვილი ზედმეტად გაბედული და იღბლიანია….
მოცეკვავე სახლი
ბოლო სახალისო და სახლი პოლონეთში 2014 წელს აშენდა. ამბობენ, რომ თუ ამ სახლს დიდხანს შეხედავ თავბრუდაგეხვევა…
მოცეკვავე შენობა სინამდვილეში შოფინგ ცენტრია, სადაც რამდენიმე კაფე-ბარი, სანაყინე და ბევრი მაღაზია განთავსებული. პოლონეთის ეს უცნაური შენობა თან სასაცილო, თან უცნაური და ამავდროულად სასინტერესოა. – მსოფლიოს 4 სასაცილო ნაგებობა – არქიტექტურა საზღვრებს გარეთ
წინა ბლოგი – 5 რჩევა როგორ შევარჩიოთ იდეალური დივანი სახლისთვის