ავეჯის გარეშე სახლი უბრალოდ ცარიელი სივრცეა. თუ დაკვირვებიხართ, სახლში ფერების არჩევას იმდენი დრო არ მიაქვს, რამდენიც შესაფერისი ავეჯის შერჩევასა და შეხამებას. რემონტის ყველაზე რთული ნაწილი სწორედ, სახლის მოწყობის დროს იწყება. ერთი არასწორი ქმედება და მორჩა, იდეალური სახლი თავის ელფერს დაკარგავს. ნახეთ, 5 რჩევა როგორ შევარჩიოთ იდეალური დივანი სახლისთვის
დააკვირდით დივანის ზომას
თუ თქვენ სახლში დიდი მისაღები ოთახი გაქვთ მაშინ მისი შესაფერისი ზომის დივანი გესაჭიროებათ, რომელიც სივრცეს შეავსებს და სათანადოდ ჩაჯდება ინტერიერში. დაიტოვეთ ადგილი ჟურნალების მაგიდისთვის და რამდენიმე სხვა რბილი დასაჯდომისთვის.
თუ სახლში პატარა სივრცე გაქვთ, ეცადეთ საშუალო ან პატარა ზომის დივანი შეიძინოთ, იმისთვის, რომ პატარა სივრცე კიდევ უფრო არ შემცირდეს.
წარმოიდგინეთ სად დადგამთ დივანს
სანამ დივანს შეიძენთ მიახლოებით მისი დადგმის ტრაექტორია და საჭირო სივრცე წარმოიდგინეთ, იმისთვის რომ არასწორი სტილისა და წყობის დივანი არ შეიძინოთ.
არასწორი ავეჯი ქაოსს იწვევს და დალაგებულ გეგმებს გვიშლის, ამიტომ ჯობს ყველაფერი წინასწარ დავგეგმოთ.
აირჩიეთ რომელი ფორმის დივანია თქვენთვის შესაფერისი
ყველა ინტერიერი ინდივიდუალურია შესაბამისად, ერთნაირი ავეჯი არცერთ სახლს უხდება, დააკვირდით, ოთახის ფერებსა და სხვა ავეჯის სტილს და თქვენი სახლისთვის შესაფერისი დივანის ფორმაზე შეჯერდით.
ოთხკუთხედი, მრგვალი ერთიანი თუ დაცალკევებული დივანი გირჩევნიათ…
ნაჭერი არ გამოგრჩეთ, როგორი მატერია გსურთ?
ბარხატი, ტყავი, ზამში – საქართველოს ბაზარზე ავეჯის მატერიის ათობით არჩევანი გვაქვს, თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ რომელი მათგანი მოგწონთ. ასე ძებნა გაგიმარტივდებათ და შესაფერის, იმ ერთადერთს უფრო მალე იპოვით.
ბოლო რჩევა, შეარჩიეთ ფერი
არასწორად შერჩეული ფერი – დამღუპველი შეცდომა ინტერიერში. მკაცრად ჟღერს, თუმცა ვაღიაროთ, რომ ასეა. დაფიქრდით რომელი ფერის დივანი გჭირდებათ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საყიდლად გაემართეთ. – 5 რჩევა როგორ შევარჩიოთ იდეალური დივანი სახლისთვის
წინა ბლოგი – საცურაო აუზი ცაში – დუბაი მსოფლიოს გაოცებას აგრძელებს