არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქი, დუბაი განვითარების პიკს აღწევს, ბურჯ-ხალიფა არ იკმარეს და მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცურაო აუზიც ააშენეს. რომ არ დაგაბნიოთ, გეტყვით რომ საცურაო აუზი სასტუმროს 77-ე სართულზეა და მთელ დუბაის გადმოჰყურებს. ჩვენთან ერთად წაიკითხეთ ბლოგი, საცურაო აუზი ცაში – დუბაი მსოფლიოს გაოცებას აგრძელებს
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ დუბაის, ქალაქის თავზე აშენებული გრანდიოზულად დიდი და მაღალი საცურაო აუზია….
აუზი გინესის რეკორდების წიგნში უკვე მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადგილას აშენებული საცურაო სივრცე.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, ახალი საცურაო აუზი ზუსტად 293.8 მეტრზე მდებარეობს და მთელს ქალაქს გადმოყურებს….
რა გასაკვირია, 77-ე სართულიდან დუბაის კი არა მთელს მსოფლიოსაც დაინახავ….
თუ სიმაღლის შიში გაქვთ და თან ჰიდროფობიაც გაწუხებთ ჯობს, ჩვენი ბლოგის კითხვით დატკბეთ და 77-ე სართულზე საცურაოდ ნამდვილად არ წახვიდეთ
ძვირადღირებული და მდიდრული სასტურმო მართლაც ზღაპრული ადგილია
აუზში ჩასვლისას ყველა დამსვენებელი მხოლოდ ცასა და წყალს შორის ექცევა.
თბილი წყალი, ცისფერი ცა და დუბაის მცხუნვარე მზე, ეს ადგილი ზღაპრულზე მეტია
სამწუხაროდ, საცურაო აუზი მხოლოდ სასტუმროში დამსვენებლებისთვის არის ღია, მაგრამ როგორც ამბობენ, თუ სასტუმროში მაგიდას დაჯავშნით მაშინ აუზით სარგებლობის უფლებასაც მოგცემენ.
სატუმრო მხოლოდ საცურაო აუზით არ გამოირჩევა, ამ ულამაზეს შენობას ისიც გამოარჩევს, რომ 64-ე სართულზე დიდი ხიდია გაშენებული, რომლითაც ორი ტყუპი შენობა ერთმანეთს უკავშირდება და ზედა სართულებზე უზარმაზარი აპარტამენტები იწყება.
სასტუმროში 217 ოთახია, 443 კეთილმოწყობილი რეზიდენცია და 400-მდე დაუმთავრებელი, ჯერ კიდევ გასარემონტებელი სივრცე.
სასტუმროს ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, ოთახების ყიდვა და იქ ცხოვრება თავისუფლად შეიძლება, თუმცა ძირითადად სასტუმროს დასვენებისა და ცაში ცურაობის სურვილით სტუმრობენ ხოლმე.
მგონი დროა დუბაის თქვენც ესტუმროთ და 77-ე სართულზე საცურაოდ წახვიდეთ… – საცურაო აუზი ცაში – დუბაი მსოფლიოს გაოცებას აგრძელებს
წინა ბლოგი – მსოფლიოში ყველაზე ლამაზი არქიტექტურული ნაგებობები