მსოფლიოში მილიარდობით შენობა არსებობს, ასობით მათგანი კი ყველასთვის კარგად ნაცნობია. მაგალითად, იშვიათად თუ ნახავთ ადამიანს, ბუჯ-ხალიფა, ემფაიარ სთეით ბილდინგი ან ლონდონის გრანდიოზული ბიგ ბენი, რომ არ იცოდეს. დიახ, ეს შენობები ყველამ ვიცით, თუმცა მსოფლიოს არქიტექტორები მიიჩნევენ, რომ რიგ ქვეყნებში ზემოთჩამოთვლილ შენობებზე უკეთესი არქიტექტურის შედევრებიც არსებობს და მათ შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა ვიცოდეთ. ნახეთ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი არქიტექტურული ნაგებობები.
ჰარფას საკონცერტო დარბაზი
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში შუშის გრანდიოზული და ზღაპრული ნაგებობა, ჰარგას საკონცერტო დარბაზი მდებარეობს, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს.
საკონცერტო დაბრაზი მთლაინად შუშის კონსტრუქციისგან შედგება, თითქოს ქაოსური სტილი აქვს და შეხედვისთანავე დიდ ემოციას და განცდას იწვევს.
შენობის ზედაპირი მთლიანად, ფერადი ლედ განათებით არის დაფარული და საკონცერტო დარბაზი ყოველ საღამოს, სხვადსხვა ფერითა და ორნამენტით აოცებს იქ მისულ დამთვალიერებელს.
„ჰარფას შუშის პრინცესა“ ასეც მოიხსენიებენ ამ ზღაპრულ ნაგებობას, რომელიც ჩვენი სიის პირველი ადგილს ღირსეულად იკავებს.
ბაღები ყურესთან
ხშირად ამბობენ, რომ სინგაპურში სხვა ცხოვრებაა და იქაური ხალხი სამყაროს წინ უსწრებს, ამ სიტყვებს უდაოდ ვეთანხმებით.
„ბაღები ყურესთან“ – ასე ჰქვია სინგაპურის ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილს, რომელსაც ქალაქის ცენტრალურ რეგიონში, საზღვაო წყალსაცავის მიმდებარედ შეხვდებით.
ეს შენობები ნამდვილი ყვავილებით გაფორმებული სვეტებია, რომელსაც შორიდან გიგანტური ყვავილების ფორმა აქვს.
პარკი სამი ბაღსგან შედგება: ყურის სამხრეთ ბაღი, ყურის აღმოსავლეთ ბაღი და ცენტრალური ნაწილი. მათ შორის ყველაზე დიდი სამხრეთის ბაღია, რომელიც 54 ჰექტარზეა გაშენებული.
რთული დასაჯერებელია რომ ეს სილამაზე რეალურია და ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ მხარეს ამშვენებს.
ლინკდ ჰიბრიდი – Linked Hybrid
სტივ ჰოლმა ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში მეტად უცნაური შენობა ააგო, შეიძლება ითქვას, რომ უნიკლაურიც კი, რადგან ლინკდის ნაგებობები ერთმანეთს ჰაერში მიერთებული გვირაბით უკავშირდება.
8 ერთნაირი ნაგებობა დიდ კომპლექსს ქმნის და მართლაც, 21-ე საუკუნის საინტერესო აღმოჩენა და გამოგონებაა.
მდიდრულ შენობებში ათასობით ადამიანი ცხოვრობს და ამვადროულად ტერიტორიაზე რესტორნებს, მაღაზიებსა და კაფე-ბარებს შეხვდებით.
შარდ თაუერი
გრანდიოზული შარდ-ის ნაგებობაზე ადრეც გვისაუბრია… 72 სართულიანი თაუერი ლონდონის ყველა კუთხიდან ჩანს და შეუძლებელია, იქ ჩასულებმა ეს ცათამბრჯენი ვერ შეამჩნიოთ.
შარდ თაუერი 2012 წელს აშენდა და ქალაქში გამოსაჩენი ადგილი დაიკავა. შენობაში რამდენიმე ოფისი, აპატრამენტი, რესტორანი და სასტუმროს პატარა ნომრებია.
გუანჯოუს ოპერა
ჩვენს ჩამონათვალში ბოლო, საუკეთესო სტილის ნაგებობა ქალაქ გუანჯოუში 2010 წელს არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა ააგო.
ოპერის ზღაპრული სახლი ზაჰა ჰადიდის სტილსა და ამოუწურავ ინსპირაციას გამოხატავს. ეს ულამაზესი შენობა საინტერესო ფორმითა და ინტერიერით იქცევს ყურადღებას.
შუშუის ნაგებობა გარედანვე გვაოცებს, თუმცა უფრო საინტერესო შიგნით გველოდება. ვარსკვლავებით მოჭედილი ოპერა, პატარა კოსმოსურ სივრცეს ქმნის.
ოპერის პარტერში 1800 ადგილია ხოლო ლოჟასა და აივანზე 400-მდე ადამიანი ეტევა.
წინა ბლოგი – 5 მიზეზი – რატომ უნდა გამოიყენოთ კრემისფერი ინტერიერში