ფერთა ფსიქოლოგიაში კრემისფერი კომფორტთან და სიმშვიდესთან ასოცირდება, ჩვენც ფორტისში ამ ფერს ხშირად ვიყენებთ, რადგან ვიცით, რომ გემოვნებიან ინტერიერში კრემისფერის გამოყენება ბევრ არჩევანს მოგვცემს, ყველაფერს მოუხდება და სახლს თავის ინდივიდუალიზმს შესძენს. მოდით, ერთად ვნახოთ 5 მიზეზი – რატომ უნდა გამოიყენოთ კრემისფერი ინტერიერში
ფერის დიაპაზონის სწორი შერჩევა სივრცის გაფორმების დროს, ერთ-ერთი მთავარი ელემენტია….
იდეალურად უხდება ყველა ფერს
კრემისფერი უპრეტენზიო, ნეიტრალური და მარტივი ფერია, ის ინტერიერში თითქმის ყველა სხვა ფერს უხდება. მისი გამოყენება მართლაც, რომ დიდ არჩევანს გვიტოვებს.
სიმყუდროვისა და სიმშვიდის ფერია
ფერთა ფსიქოლოგები არასდროს ცდებიან, მათ ზუსტად იციან რომელი ფერი რას გამოხატავს, ამიტომ ფსიქოლგების რჩევებს დიდი დაკვირვებით უნდა ვუსმინოთ.
დააკვირდით კრემისფერს, ის სიმყუდროვეს, კომფორტს, სიმშვიდესა და ჰარმონიას ქმნის, თითქოს ეს ფერი ყველა სახლსა და ინტერიერში უნდა იყოს.
კრემისფერი ზრდის სივრცეს
კრემისფერის ნათელი, ღია ფერია ამიტომ ვიზუალურად სივრცესა და მოცულობას ზრდის, ეს ფერი პატარა სახლის მოსაწყობად შეუცვლელი არჩევანია.
ტრედნული არჩევანია
კრემისფერი ყოველთვის ტრენდული იყო, მარტივად რომ ვთქვათ, ის კლასიკური ფერია, არასდროს გადადის მოდიდან და ინტერიერში მუდამ ფიგურირებს.
კრემისფერი განწყობას ქმნის
სიმშვიდე და სიმყუდროვე ვახსენეთ, თუმცა განწყობაც არ უნდა გამოგვრჩეს. კრემისფერი ინტერიერში ხასიათს ქმნის, მისი ნათელი და მშვიდი ტონები დეპრესიული განწყობის პირველი მტერია და სახლში აუცილებლად კარგ აურას დატოვებს. – 5 მიზეზი – რატომ უნდა გამოიყენოთ კრემისფერი ინტერიერში
წინა ბლოგი – მოაწყვეთ სახლი სააღდგომოდ – 5 მარტივი ხერხი ფორტისისგან