მალე აღდგომა მოვა, ჩვენ კი ჯერ აღდგომისთვის მზადება არ დაგვიწყია. არდა რამდენი ახალი ტრენდი, ფერები და დეტალები გვაქვს თქვენთვის საჩვენებელი. სანამ სააღდგომო სამზადისში ბოლომდე შეადგამთ ფეხს, ჩვენ რჩევებს გადახედეთ, გაზაფხულის დღესასწაულის ახალ ტრენდებზე უნდა გესაუბროთ. ნახეთ, რა ფერებში და როგორ უნდა გააწყოთ სააღდგომო სუფრა.
როგორც ამბობენ, ამ წელს სააღდგომო სუფრაზე სხვადასხვა ფერი უნდა გქონდეთ, თუმცა თუ მხოლოდ მუქი ან ღია ფერების მოყვარული ხართ გამოსავალი თქვენთვისაც ვიპოვეთ.
შეღებეთ კვერცხები სხვადასხვა ფერად
მაგიდის გაწყობამდე დეკორაცია მოვამზადოთ, შეარჩიეთ პასტელის ფერები, იმისთვის რომ გაზაფხულის სადღესასწაულო სუფრა უფრო ფერადი და ცოცხალი გამოვიდეს.
თამამად გამოიყენეთ, ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი და მწვანე ფერები. იმდენი კვერცხი მოამზადეთ, რომ მაგიდის ორივე კუთხეში ფერების დღესასწაული მოაწყოთ.
შეიძინეთ ყვავილები
სააღდგომო სუფრაზე ჯეჯილის გარდა ყვავილებიც უნდა გქონდეთ, ამ სეზონზე მთავარი ყვავილები ტიტები და იასამანია
თქვენს ფერად, სააღდგომო კვერცხებს გვერდით ლარნაკში იასამნები და ტიტები მოუწყვეთ.
ჯეჯილი არ დაგვავიწყდეს
სააღდგომო სუფრა ჯეჯილის გარეშე როგორ გამოვა…
ნუ იქნებით ბანალურები და ჯეჯილის ორიგინალური ვერსიები მოიფიქრეთ. მაგალითად, განათავსეთ ისინი პატარა კალათებში, სუფრაზე რამდენიმე ადგილას გადაანაწილეთ ის.
სიმწვანე სააღდგომო სუფრას ყოველთვის ამშვენებს.
მოამზადეთ ხელსახოცები
ყველა თეფშზე თუ ხელსახოცებს დადებთ, დახვეწილი და თანამედროვე სააღდგომო სუფრა გამოგივათ.
შეარჩიეთ კრემისფერი, ღია ყავისფერი ან რომელიმე ღია ტონალობის ხელსახოცი, რადგან 2021 წლის აღდგომაზე ეს ფერები ტრენდულია.
სააღდგომო სუვენირებიც დაგვჭირდება
ყოველ წელს სუფრის გაწყობის სტილი და თემატიკა იცვლება, წელს, სააღდგომო სუფრაზე ერთ-ორი დეკორატიული ბაჭია ან რაიმე სხვა სუვენირი უნდა გედგათ.
ეს აღდგომის სუფრას გაახალისებს და განწყობას გააღვიძებს.
უმჯობესი იქნება, თუ ამ წლის სუფრაზე ღია ფერის მაგიდის გადასაფარებელს აირჩევთ და ფერების კორიანტეს თეფშების, სააღდგომო კვერცხებისა და სუვენირების დახმარებით შექმნით.
თუ მუქი ფერის გადასაფარებელი გირჩევნიათ, მაშინ შეეცადეთ თეთრი თეფშები და ბევრი ყვავილები არ დაინანოთ, რომ სუფრაზე გაზაფხულის შესაფერისი განწყობა და ხალისი იყოს.
წინა ბლოგი – რა უნდა ვიცოდეთ სახლის ყიდვამდე – ინტერვიუ ნიკო გაფრინდაშვილთან