ახალ აშენებულ კორპუსებში ხშირად სტუდიოს ტიპის ბინებს აკეთებენ, რადგან ეს ბიუჯეტური და მარტივი გზაა იმისთვის, რომ პატარა სახლში ყველაფერი დაეტიოს და სივრცეც დაიზოგოს. სტუდიოს ტიპის სახლების მოყვარულებს ერთი პრობლემა აქვთ ხოლმე, ფართი პატარაა და ყველაფერი მართლაც ერთ სივრცეშია მოქცეული. ჩვენი ინტერიერის დიზაინერები როგორც ყოველთვის, საინტერესო რჩევებით დაგვიბრუნდნენ. ნახეთ, 5 ხერხი როგორ განაცალკეოთ საძინებელი სტუდიოს ტიპის ბინაში

ფარდები

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

პირველი უმარტივესი ხერხი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ფარდებია. დაგვეთანხმებით, რომ ფარდა სახლში მარტივი გასაკეთებელია და სტუდიოს ტიპის ბინაში პრობლემასაც გადაგიჭრით

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

ალბათ იფიქრებთ, ფარდებმა რა პრობლემა უნდა გადაჭრასო, თუმცა ცდებით. ეს ერთი შეხედვით მარტივი ხრიკი, საძინებელს მისაღები ოთახისგან გამოყოფს და ოთახში სიმყუდროვეს შექმნის.

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

ფარდა თხელი მატერიაა, თუმცა ძილის დროს კომფორტსა და სიმყუდროვეს აუცილებლად გაგრძნობინებთ.

პატარა კედელი

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

თუ ფარდა არ გსურთ სუპერ ორიგინალურ კედელზე რას იტყვით? ეს იდეალური საშუალება დაგეხმარებათ საძინებელი მთლიანად განაცალკეოთ მისაღებისგან.

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

პატარა კედელი დეკორატიული ნივთების დასადებად გამოგადგებათ, შეგიძლიათ ზემოდან სანათი ან ყვავილებიც დადგათ. მთავარი ის არის, რომ ამ კედლით სტუდიოს ტიპის ბინაში ორ ოთახს მიიღებთ.

სასრიალო კარი

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

სასრიალო კარგს ევროპულ ინტერიერში ხშირად ნახავთ, რადგან პატარა ფრანულ სახლებში, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია განსაცალკევებლად მარტივ ხერხს მიმართავენ.

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

სასრიალო კარი ერთგვარი კომფორტული ხერხია სივრცის გამოსაყოფად. არ მოგეწონებათ გააღებთ და თუ სიმარტოვე და კომფორტი შემოგაკლდებათ ერთი ხელის მიკვრით დახურავთ საძინებელს.

წიგნების თარო

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

მოეთხე საშუალება წიგნების თაროა, რომლის მეშვეობით ერთდროულად საძინებლის გამოყოფა და სახლში დეკორის შექმნა შეგიძლიათ.

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

წიგნებით სავსე თარო, ინტერიერთან შესაბამისობაში მოვა და თავის ფუნქციასაც შეასრულებს, საძინებელს მისაღებისგან განაცალკევებს.

სახლში წიგნები ყველას აქვს და რატომაც არა, ეს ხერხი უნდა სცადოთ…

ორი სხვადასხვა ფერი

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

და ბოლო ხერხთანაც მოვედით. სანამ იფიქრებთ, რომ ფერები არაფერს ცვლის, ჩვენ გეტყვით, რომ უკვე ცდებით, პატარა სახლში და მითუმეტეს სტუდიოს ტიპის ბინაში ფერები ყველაფერს ცვლის.

5 xerxi rogor ganacalkeot sadzinebeli studiod tipis binashi 

ერთი შეხედვით განსხვავებული ფერის შპალერი არაფერია, თუმცა თვალს იმის ვიზუალს უქმნის, რომ საძინებელი მისაღებისგან განცალკევებულია.

წინა ბლოგი – როგორ სახლში ცხოვრობს მსოფლიოს ტოპ 3 მილიარდელი ბიზნესმენი  

Facebook Instagram