სახლში დეკორს დიდი მნიშნველობა აქვს, ის სივრცეს გემოვნებიანად ავსებს და იმ სიცარიელეს აქრობს, რომელიც თვალს ოთახში შესვლისთანავე ხვდება. დეკორში სურათები და ფოტოებიც იგულისხმება. უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენს სახლებში სურათების ჩამოკიდებამდე მათი შინაარსი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სამზარეულოს ბრძოლა და ომი და საძინებელს კერძების სურათები არ უხდება. ამიტომ თქვენთან მორიგი რჩევებით დავბრუნდით – დროა, ნახოთ თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სურათები სახლისთვის
სამზარეულო
სამზარეულოს „სახლის გულს“ ეძახიან, ეს ხშრად სწორედ, ის ადგილია, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ ან საღამოს ოჯახის ყველა წევრს ერთ მაგიდასთან ვკრებთ.
სამზარეულოში სურათის შერჩევისას უმჯობესია, გაითვალისწინოთ, რომ ამ სივრცეს წარწერებიანი ფოტოსურათები, ენთუზიაზმის ასამაღლებლად შერჩეული ფრაზები უხდება.
სამზარეულოში წყნარი აურის შესაქმნელად მინიმალისტური ფერების ნაზავი ან აბსტრაქციაც შესანიშნავი არჩევანია.
თუ „სახლის გულში“ სწორად შეჩეულ სურათებს ჩამოკიდებთ დღე უფრო პროდუქტულად და წყნარად დაიწყება.
საძინებელი
საძინებელში უმეტესად ადამიანები მშვიდ გარემოს იწყობენ და დამღლელი დღის შემდეგ, დასასვენებლად შესაფერის სივრცეს იქმნიან.
სიმშვიდეს მხოლოდ ფერები და განათება ვერ შექმნის, საჭიროა სიმშვიდეს სურათებიც შევუსაბამოთ.
დაფიქრდით, თქვენ რა გამშვიდებთ? წყლის ხმა, კოცონის ტკაცუნი თუ უბრალოდ პეიზაჟები. დაფიქრდით და სურათი ამის მიხედვით შეარჩიეთ.
საძინებელს რამდენიმე ღია ფერის კომბინაციით შექმნილი სურათები უხდება, შეიძლება სულ არაფერს ნიშნავდეს ეს ფერები მაგრამ, სიმშვიდის მომტანი იყოს თქვენთვის.
ოფისი
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ოფისში სიმშვიდისთვის არავის სცალია, ამიტომ დინამიური, აქტიური ნამუშევრების მოძიება დაიწყეთ.
მნიშნველობა არ აქვს სახლიდან მუშაობთ თუ ოფისში მიდიხართ, ხელოვნება მშვენიერი გზაა თქვენი სივრცის პერსონალიზაციისთვის და ინსპირაციისთვის ამიტომ, ხელოვნების ნიმუშებში რაიმე შესაფერისი მოძებნეთ.
შეგიძლიათ ოფისისთვის სპორტსმენების, საფეხბურთო და საკალათბურთო მატჩების ან მოძრაობის ამსახველი ფოტოები ჩამოკიდოთ. ყველა სურათი სადაც მოქმედება ხდება პროდუქიულობის გაზრდაში დაგეხმარებათ.
მისაღები ოთახი
აქ იწყება სახლის ტური და მთავარი თავგადასავალიც. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ მისაღებში ნეგატიურ გარემოს შევქმნით ეს სტუმარს მიანიშნებს, რომ თქვენ მისი მიღება არ გსიამოვნებთ და გსურთ მალევე დატოვოს თქვენი სახლი.
სწორი სურათის არჩევა საუბრის დაწყებაში და განწყობის შემქნაში დაგეხმარებათ, ამიტომ სახლის ინტერიერის მიხედვით შეეცადეთ დადებითი კონტექსტის ფოტოსურათები შეარჩიოთ და თქვენთან მოსულ სტუმარს კარიდანვე დადებითი განწყობა შეუქმათ.
სააბაზანო
და ბოლოს სააბაზანოს ჯერიც დადგა, ალბათ, ფიქრობთ, რა მნიშნველობა აქვს სააბაზანოში რას ჩამოვკიდებთ.
ჩვენო მკითხველო, სახლში ყველაფერს აქვს მნიშნველობა.
თუ სააბაზანოს ღია ფერებში აწყობთ შესაფერისი ღია ტონის სურათები შეარჩიეთ, იმისთვის რომ დეკორმა თავი არ მოგაბეზროთ.
შეიძლება ერთი-ორი თვე არცერთმა არასწორად ჩამოკიდებულმა სურათმა გაგაღიზიანოთ, თუმცა რაღაც დროის შემდეგ, მიხვდებით რომ სახლის კონკტრეტულ ადგილას თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ და ეს სწორედ, სურათების ბრალი იქნება.
წინა ბლოგი – კალათების სეზონი – როგორ გამოვიყენოთ ინტერიერში წნელის ნივთები