გაზაფხულს ფერადი, მარტივი და ნათელი ინტერიერი უხდება, ამისთვის კი სახლის ხელახანი რემონტი სულ არ არის საჭირო, თქვენ შეგიძლიათ თავად, რამდენიმე ავეჯისა და დეკორის ცვლილებით ახალი სახლი შექმნათ. თუ ძველი დროის ინტერიერს გადავხედავთ, სახლებში დაწნულ კალათებს, წნელისგან დამზადებულ ბევრ ნივთს ვნახავთ. ძველად, წნელი მოთხოვნადი და ტრენდული დეკორი იყო, თუმცა დღეს, მას თანამედროვე ინტერიერშიც შეხვდებით. ახლა კი დროა წნელი და გაზაფხული გავაერთოანოთ და კვალვ ჩვენთან ერთად ნახოთ ახალი საინტერესო ბლოგი. – კალათების სეზონი – როგორ გამოვიყენოთ ინტერიერში წნელის ნივთები.
პირველ რიგში, ძველი ნივთები ამოქექეთ თუ დაწნულ კალათებს, ფოდნოსებსა და სხვა საინტერესო ნივთებს ნახავთ, მოაგროვეთ და ბლოგი ბოლომდე ჩაიკითხეთ…
წნელი კედელზე – მარტივი სკანდინავიური დეტალები სახლში
უკვე მოგროვებული წნელიდან, ბრტყელი ნივთები და ფოდნოსები გადაარჩიეთ და თავისუფალ კედელზე ჩამოკიდეთ.
ეს სკანდინავიური სტილი, ოთახში ლამაზ ვიზუალურ ეფექტს ქმნის, ინტერიერში მინიმალიზმის დეტალები შემოაქვს და გაზაფხულის განწყობას ამაღლებს.
შეგიძლიათ სხვდახვა ზომისა და სტილის კალათები თქვენი გემოვნებით ჩამოკიდოთ და ამ მარტივი შტრიხებით ოთახი სრულიად შეცვალოთ.
წნელის კალათა საკიდზე
რადგან წნელი გაზაფხულის უკვდავი ტრენდია, შეგვიძლია უბრალო კალათები ოთახში, ჰოლსა და სამზარეულოში ჩამოვკიდოთ და მინდვრის ყვავილებით გავავსოთ ის.
ამ დეტალით გაზაფხულის ინტერიერს აუცილებლად შექმნით, ოთახში ხალისს შემოიტანთ და თან ყვავილების სურნელი ყოველ დილას გაგიხალისებთ.
კალათები სარკესთან
წნელი სარკეს უხდება და ამაში თავადაც მალე დარწმუნდებით. სარკე სახლში ყველას გვაქვს, მოძებნეთ დიდი სარკე, მასთან ცარიელი სივრცე და რამდენიმე სხვადსხვა სტილის წნელის კალათა ირგვლივ ჩამოკიდეთ.
დაგვერწმუნეთ, ეს ინტერიერს განაახლებს და გაზაფხულის განწყობასაც მოგიტანთ.
წნელი და მცენარეები
კალათებს იცით კიდევ რა უხდება? მცენარეები, ოთახის, ქოთნის მცენარეები.
აარჩიეთ სასურველი ფორმის კალათა, ჩადეთ თქვენი ქოთნის მცენარე წნელის დაწნულ კალათში და სახლში სათანადო ადგილი შეურჩიეთ.
კალათები სათავსოებად
იქ, სადაც ცარიელი სივრცე გაქვთ და არც კარადის გაკეთებას გეგმავთ, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება წნელის კალათებით სათავსოები მოაწყოთ. – კალათების სეზონი – როგორ გამოვიყენოთ ინტერიერში წნელის ნივთები
კალათა ვიზუალურად ლამაზია, ნებისმიერ დროს ადგილს შეუცვლით, ინტერიერს ისე მოუხდენთ როგორც თქვენ გსურთ და რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, წნელი წელსაც ტრენდულია…
წინა ბლოგი – მაღალჭერიანი სახლის დადებითი და უარყოფითი თვისებები