მაღალჭერიანი სახლი ფუფუნებაა, თუმცა ყველა კორპუსს მაღალი ჭერი არ აქვს და ეს სულაც არ არის გადაუჭრელი პრობლემა, ინტერიერში თქვენთვის აქამდე უცნობი ხრიკებით, ჩვენ გასწავლით თუ როგორ უნდა აამაღლოთ თქვენი სახლის ჭერი ვიზუალურად და როგორ შექმნათ ინტერიერში სასურველი სიმაღლის ოთახი.   

დავიწყოთ ავეჯით…

lisi-veranda-interieris-dizaini

თუ თქვენს სახლში დაბალი ჭერია, პირველ რიგში, სწორად უნდა შეარჩიოთ ავეჯი.

შეიძინეთ შედარებით დაბალ ფეხებზე მდგარი ტახტი, ლოგინი, იმისთვის, რომ ვიზუალური ეფექტი პირდაპირ იატაკიდან დაიწყოს და ოთახი მაღალი გამოჩნდეს.

lisi-veranda-interieris-dizaini

თუ მაინც ფეხებიან ავეჯს ვერ შორდებით, მაშინ ეცადეთ თქვენს საწოლსა თუ სავარძელს დახვეწილი, ნაზი და შედარებით დაბალი ფეხები ჰქონდეს.

ყურადღება მიაქციეთ შპალერს

ოთახში ვიზუალურ ეფექტს შპალერი ქმნის და როდესაც სივრცის გაზრდაზე ვსაუბრობთ პირველ რიგში ზოლიანი ნივთები და შპალერი უნდა გაგვახსენდეს.

შეარჩიეთ ზოლიანი შპალერი, ოღონდ ისეთი, რომლის ზოლებიც ვერტიკალურად იქნება მიმავალი, ეს ოთახს ვიზუალურად აამაღლებს.

ასევე მნიშვნელოვანია შპალერის ფერი, ჩვენი რჩევა იქნება მკვეთრ ფერებზე იფიქროთ.

ფარდებიც აგრძელებს ჭერს…

თუ ოთახში ფარდებს ჭერიდან იატაკამდე ჩამოუშვებთ და სიგრძეს არ დაინანებთ, ოთახში ვიზუალურად მაღალ ინტერიერს შექმნით. აუცილებელია ფარდა იატაკს ეხებოდეს და მაქსიმალურად მაღალი წერტილიდან ეშვებოდეს.

ამ პრობლემას აქსესუარებიც აგვარებს

შეარჩიეთ გრძელი სარკე, გრძელი ფორმის სურათები და მაღალი ტორშერი. ყველა ის ნივთი, რომელიც მაღალია ოთახის ვიზუალურ სიმაღლეს კიდევ უფრო ზრდის

დაბალჭერიან სახლში მაღალ ნივთებს ნუ დაინანებთ…

თვით ჭერის დროა…

ალბათ გაგიგიათ რომ თეთრი ფერი სივრცეს ადიდებს, ჭერის შემთხვევაში ეს ცოტა სხვაგვარადაა.

თეთრი ან ღია ფერის ჭერი ამაღლებს ოთახს, რაც თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად იდეალური საშუალებაა.

როგორი განათება სჯობს?

დაბალჭერიან სახლში დიდი, მასიური ჭაღების ადგილი არ არის, დააყენეთ ჭერთან ახლოს პატარა განათება და სივცე დაზოგეთ.

ფანჯრების ფორმაც მნიშვნელოვანია

სახლებში სადაც ერთი მთლიანი ფანჯარაა, შედარებით დიდი სივრცე იქმნება და ჭერიც უფრო მაღალი ჩანს.

და ბოლოს კედლის დეკორი…

სამწუხაროდ, დაბალჭერიან სახლებში კედლის დეკორი არც ისე სწორი გათვლაა, ნუ გადატვირთავთ კედლებს, ერთი მაქსიმუმ, ორი სურათიც საკმარისია.

წინა ბლოგი – ოჯახები რომლებმაც საცხოვრებლად სახლი-მანქანა აირჩიეს

Facebook Instagram