ალბათ ბავშვობაში ბევრს გიოცნებიათ მანქანაში სახლი მოგეწყოთ და კომფორტულად გეცხოვრათ, იმ მანქანა-სახლით გემოგზაურათ და მსოფლიოს ყველა ულამაზესი ადგილი გენახათ. დედამიწაზე ამ სურვილის ასრულება არაერთმა ადამიანმა შეძლო. ნახეთ ოჯახები რომლებმაც საცხოვრებლად სახლი-მანქანა აირჩიეს
დომი და კრისტი
დომიმ და კრისტიმ ერთ დღეს ძველი ფურგუნი იყიდეს, ყველაფერი გაარემონტეს, შეაკეთეს და ძველი მერსედესის ფირმის ფურგონისგან სახლი შექმნეს.
სახლის დასრულების შემდეგ კი სამოგზაუროდ მსოფლიოს გარშემო წავიდნენ. წყვილი დღესაც მოგზაურობს, სხვადსხვა ადგილას ჩერდება, ცხოვრებით ტკბება და საინტერესო გამოცდილებას ხალხს უზიარებს.
ალბათ რთული ჩანს ფურგუნში ცხოვრება, თუმცა ეს დომსა და კრისტის საერთოდ არ ერთულებათ, რადგან მანქანაში საწოლი, სამზარეულო, სველი წერტილები და მოსასვენებელი სივრცე აქვთ.
ვიკი და კლეო
ამ წყვილმაც დომისა და ქრისტინის მსგავსად ძველი ფურგონი შეიძა და კომფორტული სახლი მოიწყო, წყვილს ძაღლი ჰყავს, ისინი მანქანა-სახლით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ.
ვიკისა და კლეოს ფურგონში განათება, საწოლი და პატარა სამზარეულო აქვთ, რაც ცხოვრებისთვის სრულიად ყოფნით.
მათი ოჯახის განუყოფელი წევრი ოთხფეხა მეგობარია, რომლისთვისაც ფურგონში ადგილი ყოველთვის მოიძებნება.
ფრენკი და სელინა
გემრანელი წყვილი ფრენკი და სელინა წინა ორისგან იმით განსხვავდება, რომ მათ სახლიც აქვთ, ბავშვიც ჰყავთ და ამხელა კომფორტის მიუხედავად მაინც ფურგონში ცხოვრობენ…
მათთვის მანქანა-სახლი ჩვეულებრივ სახლზე უკეთესია.
ერთ დღეს ფრენკმა და სელინამ ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეს და თავგადასავლების საძებნელად ფურგოში გადავიდნენ საცხოვრებლად.
წყვილი დღის უმეტეს ნაწილს ფურგონში ატარებს…
ფურგონი პატარაა, თუმცა საწოლსა და სამზარეულოს იტევს.
ფრენკმა წელს მანქანა-სახლში მეორე სართულიც დაამატა და ფურგონს თავზე კარავი დაუმაგრა.
მეტი და სტეპი
ფურგონში მცხოვრებთა შორის ეს წყვილი ყველაზე გამორჩეულია, რადგან მეტმა და სტეპმა ძალიან პატარა ფურგონში სივრცის სწორად გამოყენებით ულამაზესი სახლის მოწყობა შეძლეს.
მათ 1996 წლიანი, ძველი მაქანა რაღაც საოცრებად გადააქციეს.
სტეპი ხელმარჯვეა მეტს კი კარგი გემოვნება აქვს, წყვილმა ფურგონში საწოლი, სამუშაო სივრცე, სამზარეულო და მოსასვენებელი პატარა დივანიც კი დაატია.
მთავარია სურვილი და კრეატივი გქონდეს და ფურგონში ინტერიერსაც იდეალურად შექმნი.
ამ მცირე ჩამონათვალის გარდა კიდევ არსებობენ ოჯახები, რომლებმაც საცხოვრებლად სახლი-მანქანა აირჩიეს და ერთ პატარა სივრცეში მთელი იცხოვრების დატევა შეძლეს.
ალბათ სიმყუდროვე და მოგზაურობა ძალიან უნდა გიყვარდეს სახლს ფურგონი და პატარა სივრცე რომ არჩიო.
წინა ბლოგი – 5 შეცდომა რომელიც აბაზანის მოწყობისას არ უნდა დაუშვათ