ინტერიერის მოწყობას ასობით დეტალის გათვალისწინება სჭირდება და არც ისეთი მარტივია, როგორც შორიდან ჩანს, ლამაზი სახლი ყველას მოგვწონს, თუმცა თითოეული დახვეწილი ინტერიერის მიღმა შრომა, შრომა და შრომა იმალება. ხშირად სახლის მოწყობა სველი წერტილების მოწესრიგება-გალამაზებით იწყება და აი სწორედ აქ უამრავ შეცდომას ვაწყდებით. ნახეთ, 5 შეცდომა რომელიც აბაზანის მოწყობისას არ უნდა დაუშვათ.
სივრცის არასწორი გაანგარიშება
ხშირად ჩვენი გაურემონტებელი სივრცე გვატყუებს და გვგონია, რომ საბაზანოში ყველაფერს დავატევთ, რაც შემდგომ ზედმეტ პრობლემას გვიქმნის.
სანამ უშუალოდ სააბაზანოს მოწყობაზე გადახვალთ, კარგად გათვალეთ, რომელ კუთხეში რას დადგამთ და სივრცე ბოლომდე აღიქვით.
ასევე გაანგარიშების დროს გაითვალისწინეთ კერამიკული ფილების რაოდენობა, სჯობს ისინი მეტობით იყიდოთ ვიდრე შემდგომ დანაკლისის შესავსებად მოგიწიოთ საყიდლებზე წასვლა…
მეტობაში დარჩენილი კერამიკული ფილები არ გადაყაროთ, ოდესღაც მაინც გამოგადგებათ.
მუქი ფერის ფილები
ჩვენი რჩევა იქნება პატარა სააბაზანოში ჭარბი რაოდენობით მუქ ფერს ნუ გამოიყებენთ, სივრცის გასადიდებლად, ღია და ნათელი ფერები ყოველთვის მომგებიანია.
მუქ ფერებს დიდი სააბაზანო იდელაურად იხდენს და არც სივრცეს ეტყობა რამე.
სრიალა და პრიალა იატაკი
სააბაზანოში გამოუსწორებელი შეცდომა პრილაზედაპირიანი მეტლახია, როგორ შეიძლება იქ, სადაც ორთქლი და წყალია ზედაპირი პრიალებდეს, ასე თქვენი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.
აარჩიეთ სპეციალური მეტლახი აბაზანისთვის, რომელიც არ ისრიალებს და თქვენც მშვიდად შეხვალთ სააბაზანოში.
არასწორი განათება
სააბაზანოს ბევრი განათება უხდება, მოწესრიგების დროს ქალბატონებს კი განსაკუთრებით სჭირდებათ მკვეთრი შუქი.
ჩვენი რჩევა იქნება, ჭერში ჩამონტაჟებულ ნათურებთან ერთად, განათება სარკეებთანაც დაამაგროთ, თუ ინტერიერი იხდენს ტორშერის დადგმაც შეიძლება.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ნესტგამძლე უნდა იყოს…
ცოტა სათავსო
აბაზანაში ტანსაცმელს არა, თუმცა პირსახოცებსა და თავის მოვლის საშუალებებს ვინახავთ და სათავსო აუცილებლად გვჭირდება.
ნუ დაზოგავთ სივრცეს სათავსოს ზომის შემცირებით, უბრალოდ სწორად დაგეგმეთ თქვენი სააბაზანოს ინტერიერი და სათავსოსთვის ადგილი დაუფიქრებლად დატოვეთ.
ქალბატონები სათავსოს აუცილებლობას უკეთ გაიგებენ, სახისა და ტანის მოვლის ასობით საშუალების შენახვას სათავსო ნამდვილად სჭირდებათ.
როგორც უკვე გითხარით, ინტერიერის მოწყობას ასობით დეტალის გათვალისწინება სჭირდება, თქვენ უკვე იცით ის 5 შეცდომა რომელიც აბაზანის მოწყობისას არ უნდა დაუშვათ და დანარჩენს ჩვენი რჩევენის გარეშეც აუცილებლად მიხვდებით.
წინა ბლოგი – შემოიარე მსოფლიოს 3 წუთში – VII