დიდი ხანია მოგზაურობას შევეშვით, თუმცა სულ ბოლომდე არ დაგვიწყებია ის. უკვე ნახევარ წელზე მეტია ჩემოდანი არ ჩაგვილაგებია და 3 წუთიან, ჩქარ მოგზაურობაში აღარ წავსულვართ. რადგან კვალავ ყველა ვმუშაობთ და ისევ 3 წუთი გვაქვს სამოგზაუროდ, ბალტიისპირეთის ქვეყნები ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მოვინახულოთ. – შემოიარე მსოფლიოს 3 წუთში – VII
ლიტვა რამდენიმე წლის წინ გადაკეთდა ლოეტუვად და ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის როგორ მოიხსენიოს ის, ლიეტუვას დედაქალაქი ვილნიუსია და ბალტიისპირეთის ამ უმშვენიერეს მხარეში ბევრი შენობა-ნაგებობაა სანახავი.
სულიწმინდის მართლმადიდებლური ეკლესია
პირველი ვილნიუსში ლიეტუვას დედაქალაქში გავჩერდეთ და სულიწმინდის ეკლესიაში შევიხედოთ, ეს ულამაზესი ნაგებობა 1749-53 წლებში აშენდა.
ტაძარი წლებთან ერთად რამდენჯერმე გარესტავრირდა და ინტერიერმაც რამდენჯერმე იცვალა სახე.
მე -19 საუკუნეში, როდესაც ვილნიუსი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, ეკლესიას ბიზანტიური აღორძინების რამდენიმე არქიტექტურული ელემენტი შეემატა, მაგრამ მან მაინც შეინარჩუნა თავისი ძველი ბაროკოს ფორმა და სტილი.
ტურისტების უმეტესობას ტაძრის ფერები მოსწონს, ეკლესია მწვანე და წითელ ფერებშია გაწყობილი.
ტრაკაის კუნძულის სასახლე
ლიეტუაში ყველამ იცის, რომ კუნძულზე ხალხისგან შორს, აგურისფერი შენობები მოსჩანს…
ეს მე-14 საუკუნეში აშენებული უძველესი არქიტექტურის შედევრია, რომელიც 1900-იან წლებში იქაურებმა ხელმეორედ ააშენეს და ძველი იერსახის შენარჩუნებასთან ერთად ახალიც დაამატეს.
სასახლე რამდენიმე ფაზისგან შედგება და თითოეულს ერთმანეთისგან ისტორიული სიძველე და არქიტექტურული სტილი გამოარჩევს.
სასახლე განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, რადგან ლიეტუვაში თოვლის მოსვლასთან ერთად, მდინარის ნაწილი იყინება და იქ ზღაპრულრული დღეები იწყება.
ლიეტუვადან იქვე ლატვიაში გადავიდეთ და დედაქალაქში, რიგაში ლატვიის ნაციონალური ოპერა ვნახოთ.
ოპერა ასპაზიას ბულვარში მდებარეობს, ლატვიელები ხშრად იწონებენ თავს ოპერის წინ ულამაზესი ბაღითა და ძველი, საუკუნეების წინანდელი ინტერიერით.
შენობა 1960-63 წლებში აშენდა არქიტექტორ ლუდვიგ ბონშტენტის მიერ, ოპერა კლასიციზმის სტილშია და ექსტერიერს ჩრდილოეთით აღმოსავლური სტილის ელემენტები დაკრავს,
წმინდა გერტრუდას ძველი ეკლესია
როგორ შეიძლება ლატვია ისე დავტოვოთ, რომ გერტრუდას კათოლიკურ ეკლესიაში ერთხელ მაინც არ შევიდეთ.
ეკლესია რიგის გარეუბანში, ისტორიულად ქალაქის მთავარი კედლების მიღმა მდებარეობს, გერტრუდას სახელობის ეკლესია ომისა და არეულობის დროს ყველაზე დაუცველი ადგილი იყო, თუმცა დანგრევას მაინც გადაურჩა.
რიგაში წმინდა გერტრუდას სახელობის 7 ეკლესია დგას, პირველის აშენების თარიღი ისტორიაში 1418 წლით თარიღდება, ბოლოს ეკლესიის აშენების თარიღი კი საშუალოდ 1869 წელი უნდა იყოს.
ეკლესიის სტილი, კლასიკური, ლიტვური და ნაციონალურია, ქალაქში მის მსგავს შენობებს არაერთს შეხვდებით, ფერები, ვიზუალი და ეკლესიის სიმაღლეც კი ლიტვისთვის დამახასიათებელია.
ამასობაში დრო გვეწურება ესტონეთი ვნახოთ და მოგზაურობაც დავასრულოთ…
ალექსანდრე ნეველის ტაძარი
ტალინი ტურისტმა ისე არ უნდა მოიაროს ნეველის მშვენიერება, ღვთაებრივი ტაძარი რომ არ ნახოს, რომელიც რუსული სტილით აგებული ეკლესიაა. ნეველის სახელობის ნაგებობა 1894-1900 წლებში აიგო, იმ პერიოდში ქვეყანა რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.
ტაძარი მდიდრულად არის გაფორმებული, ჩრდილოეთით საკურთხეველი მდებარეობს, ტაძრის შიგნით რამდენიმე ზარია ჩამოკიდებული.
შენობის საფუძველი ფინური გრაფიტია, გუმბათი კი მოოქროვილი რკინის ჯვრებით არის გაფორმებული. ეკლესიის მთავარი მშვენება შესასვლელი და გუმბათოვანი სტილია.
კადრიორგის ხელოვნების მუზეუმი
და ბოლო ნაგებობა, რომელსაც ჩვენი ხანმოკლე მოგზაურობისას ვნახავთ კადრიორგის მუზეუმია, რომელიც ადრე პეტრე ბაროკოს სახელით იყო ცნობილი.
სასხლე ეკტერინე პირველისთვის პეტრე პირველმა ააშენებინა ესტონეთში, სასახლის სახელიც ასე იშიფრება „ეკატერინეს ხეობა“
სასახლე ჩრდილოეთის დიდი ომის დროს არის აშენებული და მუზეუმის წინ ეზოში ტრიალი მინდორი იშლება, რომელიც უკვე 3 საუკუნეა ხელუხლებელია.
კადრიორგის მუზეუმის ექსტერიერი ხშირად აოცებს დამთვალიერებელს, თუმცა ინტერიერი ყველა ესტონურ შენობაზე უკეთესია.
თეთრი კედლები, ორნამენტები და დიდი ფანჯრები – სასახლის შიდა ნაწილი სამოთხეს ჰგავს.
3 წუთი გავიდა და 3 ქვეყნის მონახულებაც მოვასწარით, მოგზაურობას სულ არ სჭირდება ბევრი დრო, მთავარია საინტერესო ადგილები წინასწარ არჩეული გქონდეთ, ჩემოდანში ერთი-ორი ნივთი ჩაყაროთ და სულ ეგ არის, მსოფლიო მოვლილი გაქვთ. – შემოიარე მსოფლიოს 3 წუთში – VII
წინა ბლოგი – რატომ უნდა იყოს სარკე ინტერიერში და სად უნდა ჩამოკიოთ ის