ინდოელი მწერალი ვიშნუ შარმა ამბობდა, რომ ყოველ დღე სარკეში ჩახედვა და გაღიმება საკმარისია იმისთვის, რომ შენი ცხოვრება შეცვალო. თუ შარმა არ ცდება, მაშინ დროა, ცვლილებებისთვის მოვემზადოთ და ყოველი დილა სარკეში გაღიმებით დავიწყოთ. ამ შემართებით  ჩვენ, ჩვენთვის აქტუალური თემა უნდა შემოგთავაზოთ – რატომ უნდა იყოს სარკე ინტერიერში და სად უნდა ჩამოკიოთ ის.

lisi txinvala kerdzo saxlis interieris dizaini

გეგულებათ სახლი, სადაც სარკე არ არის? ჩვენ არა, რადგან თითქმის შეუძლებელია ინტერიერში სადმე, პატარა სარკე მაინც არ ჩამოიკიდოს, თუ ასე არ ფიქრობთ მაშინ, სწორ დროს, სწორი ბლოგი გაგიხსნიათ, ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ სარკე ინტერიერში აუცილებელია.

ინტერიერის დიზაინერები ასე ამბობენ, სწორი სარკის შერჩევა ახდენილ ოცნებას ჰგავსო…

კერძო სახლი ვერძისში

სარკე ოთახში სივრცის შეგრძნებას ქმნის

კერძო სახლი ვერძისში

თუ პატარა ოთახი გაქვთ და ფერებითა და ავეჯით მოცულობას ვეღარ ამატებთ, მაშინ დროა სარკის არჩევაზე იფიქროთ.

ინტერიერში სარკის პირველი დანიშნულება სივრცის შექმნაა, სარკე საშუალებას აძლევს სინათლეს თანაბრად განაწილდეს ოთახში და ვიზუალური ეფექტი უფრო გაზარდოს.

lisi-veranda-interieris-dizaini

სარკის ამრეკლავი ზედაპირი ქმნის სივრცის, სიღრმულ ილუზიას, რაც ოთახსა და სახლს უფრო დიდს წარმოაჩენს.

სარკე ულევი სინათლის წყაროა

individualuri sacxovrebeli saxli kiketshi

ეს ჯადოსნური გამოგონება, არამარტო აფართოებს სივრცეს, არამედ ოთახში მეტ სინათლეს აგროვებს. სარკეს არ შეუძლია სინათლის შექმნა ის ასახავს მას.

სარკის ზედაპირი ოთახში შემოსული სინათლის უმეტეს ნაწილს ირეკლავს და უფრო ნათელ ინტერიერს ქმნის.

სარკეს შეუძლია ფოკუს-წერტილის შექმნა

ამ სიტყვამ არ დაგაბნიოთ, სარკის კიდევ ერთი  დანიშნულება სახლში ფოკუს-წერტილის შექმნაა.

ამ უნიკალურ ნივთს ვიზუალური ყურადღების მიბყრობა შეუძლია, სარკით შესაძლებელია ოთახში მიმალული ბუხარი გამოაცოცხლოთ, მაგიდის ვიზუალი დახვეწილ ჭრილში წარმოაჩინოთ და სხვა. 

saxlis interieris dizaini piramidashi

სარკის სწორად ჩამოკიდებით, შესაძლებელია ოთახში ფოკუს-წერტილი შეიქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ სარკეში ჩახედული და მასთან მიახლოებული ყველა ადამიანი იმ კონკრეტულ ავეჯს დაინახავს რომელზეც აქცენტის გაკეთება გსურთ.

სარკით შეიძლება ხედი სახლში შემოიტანოთ

lisi txinvala interieris dizaini

თუ სარკეს ფანჯრის მოპირდაპირედ დაკიდებთ, თქვენ, ფანჯრიდან დანახულ ხედს ოთახში შემოიტანთ. ამ გზით მშვიდი ზღვის, მთისა თუ ქალაქის ხედი მუდმივად თქვენს სახლში იქნება.

სარკე ინტერიერის ნებისმიერ დიზაინს უხდება

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

განსხვავებული ფორმის სარკეები, ფერადი და საინტერესო ჩარჩოები ინტერიერის ნებისმიერ სტილს უხდება, სარკე ოთახში იმ სიცარიელეს ავსებს, რომელიც სხვა ვერცერთი დეკორით შეივსება, თითქოს ინტერიერი ითხოვს სარკის დაკიდებას.

სად შეიძლება დავკიდოთ სარკე?
საგარდერობე ოთახი

norio-saxlis-interieris-dizaini

ვის წარმოუდგენია ტანსაცმლის მორგება სარკეში ჩახედვის გარეშე, რა თქმა უნდა, საგარდერობე ოთახში სარკე აუცილებელია და პირველად სწორედ ამ ოთახისთვის უნდა შეარჩიოთ ის.

მისაღებში

norio-saxlis-interieris-dizaini

სახლში შემოსვლა, სახლიდან გასვლა და დამშვიდობება მისაღების სარკით იწყება და მთავრდება. სახლიდან გასვლისას ბოლო ჩახედვაც მისაღებში ესწრება ამიტომ სარკე აქაც აუცილებელია.

სააბაზანოში

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

მოწესრიგების დროს სარკე ქალბატონებს განსაკუთრებით სჭირდებათ, ამიტომ ნურც ამ ოთახს დატოვებთ უსარკოდ…

საძინებელში

სულ ზევით გითხარით, რომ დღე გაღიმებით უნდა დავიწყოთ ამისთვის კი საძინებელში სარკე დაგვჭირდება.

სამზარეულოში

interieris-dizain-proeqti-marjanishvilze

ხშირად ევროპული ინტერიერის სახლებში სამზარეულოში პატარა სარკეს კიდებენ, რაც სამზარეულოს სტილს ძალიან უხდება, თუ თქვენი ინტერიერი სარკეს მოიხდენს, რატომაც არა დაკიდეთ ის. – რატომ უნდა იყოს სარკე ინტერიერში და სად უნდა ჩამოკიოთ ის

წინა ბლოგი – 70-იანი წლების უკვდავი ტრენდები თანამედროვე ინტერიერში

Facebook Instagram