დღეს შობაა, ყველაზე მაგიური, ლამაზი, ბრწყინვალე და სასწაულებით სავსე დღესასწაული. შობას მართლმადიდებლები გამორჩეულად აღნიშნავენ და ჩვენი მხრიდან ცუდი საქციელი იქნებოდა შობაზე რაიმე რომ არ დაგვეწერა თქვენთვის. პანდემიის გამო, დიდი ხანია ვეღარ ვმოგზაურობთ, თუმცა დათვალიერებას და ახალი ინფორმაციის გაგებას რა უდგას წინ. მოდით, ერთად ვნახოთ მსოფლიოს 5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა.
სტოქჰოლმი, შვედეთი
სტოქჰოლმის გულში შვედეთში საშობაოდ ყოველ წელს გრანდიოზული, ჯადოსნური საშობაო ბაზრობა ეწყობა ხოლმე.
ქალაქის მთავარი მოედანი ყოველ წელს, სხვადასხვა ჯიხურებით ივსება შემდეგ განათებებით ირთვება და ერთ თვიანი საშობაო ბაზრობა იწყება.
საშობაო ბაზრობის ტრადიცია შვედეთში ჯერ კიდევ 1837 წელს დაიწყო, 40-მდე წითელი ჯიხური ამ დღეს ტურისტებს და მაცხოვრებლებს საკვებს, საახალწლო აქსესუარებსა და საინტერესო ნივთებს სთავაზობდა.
საშობაო ბაზრობის აუცილებელი ნაწილი თბილი, წითელი ღვინო იყო, ასევე იქ აუცილებლად ნახავდით გასაყიდად გამოფენილ ნაქსოვ სამოსს და ხორცს, ძეხვეულსა და ათასობით გემრიელობას.
წელს პანდემიის გამო ბაზრობები გადაიდო, თუმცა მომდევნო წელს არ დაგავიწყდეთ საშობაოდ შვედეთს ესტუმროთ.
ფინეთი, ჰელსინკი
საშობაო ბაზრობის ტრადიცია წლების წინ, ფინეთშიც დამკვიდრდა და ხშირად ხუმრობენ, რომ ბაზრობის გარეშე ფინეთში სანტა კლაუსიც კი არ მოდისო.
სენატის მოედანზე წინა საშობაოდ ქუჩას კეტავენ, მოედანს რთავენ და ბევრი გემრიელობითა და თფილი არომატული ღვინით ახალი წლისა და შობის მოსვლას ეგებებიან.
საშობაო ბაზრობაზე ფინეთში 133 ჯიხურს ნახავთ, სადაც ლამაზ, ხელნაკეთ ნივთებს, ტრადიციულ სამოსსა და ორნამენტებს, რელიგიურ ფიგურებსა და ირმის არომატულ ხორცს შეიძენთ.
სტრასბურგი, საფრანგეთი
ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული საშობაო ბაზრობა ყოველ წელს სწორედ საფრანგეთში, სამართლისა და ეთიკის აყვავების ქალაქში სტრასბურგში ეწყობა.
როგორც გავიგეთ, სტრასბურგის საშობაო ბაზრობა მთელ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან შობის ლამაზი ტრადიცია 1570 წლიდან მოდის.
300-ზე მეტი ჯიხური ქალაქის 11 დასახლებაში იდგმება, თუმცა ქალაქის ცენტრი მაინც გამორჩეულად დიდი ბაზრობით სტუმრობს ტურისტებსა და მაცხოვრებლებს.
სტრასბურგის საშობაო ზღაპარი შობამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება
ფრანგები ხუმრობით ამბობენ ხოლმე, რომ მთავარ მოედანზე შობამდე აღარ ღამდება, რადგან განათებებით სავსე ქუჩები ყველა კუთხეს აკაშკაშებს.
სტრასბურგის ბაზრობაზე დარიჩინის, ფორთოხლისა და სხვადასხვა არომატების ღვინოს დააგემოვნებთ, რამდენიმე ტრადიციულ კერძის დაგემოვნებას შეძლებთ და ბევრ საინტერესო ნივთსაც შეიძენთ.
დრეზდენი, გერმანია
კიდევ ერთი საშობაო ზღაპრული ბაზრობა დრეზდენში, გერმანიის ულამაზეს მხარეში ეწყობა…
ბაზრობის ტრადიცია გერმანიაში 600 წლის წინ დაიწყო და კვლავ უცვლელად გრძელდება.
საშობაო შოფინგის კვირეულზე გერმანული ტკბილეულობის, ღვინის, რამდენიმე სახეობის პურისა და ძეხვეულობის შეძენას შეძლებთ და ამასთან ერთად, ზღაპრულად განათებულ დრეზდენის ქუჩებსაც დაათვალიერებთ.
პრაღა, ჩეხეთი
და ბოლოს, სად უნდა წახვიდეთ შობის ბაზრობის სანახავად თუ არა პრაღაში, სეირნობის და დასვენების ქალაქში.
ყოველ შობას ძველი ქალაქის მთავარი, ცენტრალური მოედანი საშობაო განათებით ნათდება და საათის ირგვლივ დიდი ბაზრობა იწყება. ბაზრობაზე სუვენირებს, სხვადასხვა სახეობის ხილს, უგემრიელეს ტრადელნიკებს და ღვინოს დააგემოვნებთ.
საზღვრების გახსნის შემდეგ, მომდევნო წელს, პრაღის საშობაო ბაზრობა არ უნდა გამოტოვოთ…
ჩვენ უკვე ვნახეთ, მსოფლიოს 5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა, როდესაც ამ ხუთივეს მოინახულებთ და გემრიელი ღვინისა და საკვების დაგემოვნებით დაიღლებით, შეგვატყობინეთ და კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს გაგიზიარებთ.
წინა ბლოგი – ვასილ ნეტარის სახელობის ტაძრის საინტერესო ისტორია