არქიტექტურაზე ხომ ხშირად ვსაუბრობთ და 2021 წლის პირველი ბლოგი ბევრისთვის გამორჩეული ვასილ ნეტარის ტაძარზე საუბრით უნდა დავიწყოთ. რუსული ხუროთმოძღვრების ეს შესანიშნავი ძეგლი მე-16 საუკუნეში აშენდა და სწორედ ამ დროიდან იწყება რუსული, გამორჩეული არქიტექტურის გავრცელება, შენობების ექსტერიერზე ფერების მრავალფეროვნება და განსხვავებული სტილის დამკვიდრება. ტაძარი რომ ლამაზია ამაზე ვთანხმდებით, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ სილამაზის მიღმა დიდი ისტორია იმალება. ნახეთ, ვასილ ნეტარის სახელობის ტაძრის საინტერესო ისტორია.

vasil netaris saxelobis tadzis saintereso istoria

ეს ულამაზესი ტაძარი მოსკოვში, წითელ მოედანზე მდებარეობს, ეკლესიას 7 გუმბათი აქვს, ეს გუმბათები სამყაროს შექმნის შვიდდღიანი თეორიის მაჩვენებელია

უნიკალური საკათედრო ტაძარი ივანე მრისხანეს ბრძანებით ააგეს და უკვე 5 საუკუნეა რუსეთში ერთ-ერთი საამაყო ღირშესანიშნაობაა.

vasil netaris saxelobis tadzis saintereso istoria

ისტორიული წყარობიდან ვიგებთ, რომ ტაძარს ორი არქიტექტორი ბარმა და ნოსტნიკ იაკოვლევი ჰყავდა, თუმცა ხალხის თქმით, ტაძარი ერთი ადამიანის აშენებულია და ეს ორი სახელი მხოლოდ ერთს ეკუთვნის.

ტაძარის აგებიდან მალევე, წითელ მოედანზე ხანძარი გაჩნდა, ეკლესიის ნაწილი დაინგრა, რამდენიმე წლის შემდეგ, ვასილ ნეტარის სახელობის ულამაზესი ნაგებობა ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლიც გახდა.

გუმბათოვანი ტაძარი წლების განმავლობაში ზიანდებოდა.

vasil netaris saxelobis tadzis saintereso istoria

ეკლესიას სილამაზის გარდა, დიდი ძალა ჰქონდა, იმ დროს ვასილ ნეტარის ტაძარი ივანე მრისხანეს ძალას, სიძლიერეს გამოხატავდა.

ეკლესიას წლები სახელი არ ერქვა და როდესაც ივანე მრისხანე გარდაიცვალა ტაძარი ვასილ ნეტარის სახელობის გახდა.

vasil netaris saxelobis tadzis saintereso istoria

არ იფიქროთ, რომ ეს შესანიშნავი ფერები მე-16 საუკუნიდან მოყვება ეკლესიას, არა ვასილ დიდის გარდაცვალების შემდეგ, ნელ-ნელა რუსულმა არქიტექტურამ განვითარება დაიწყო და ეკლესიას სხვადასხვა ფერები მე-17 საუკუნის შემდეგ შეემატა.

საინტერესოა, რატომ არის ამდენი ფერი რუსულ არქიტექტურაში…

როგორც ამბობენ, რუსებს უყვართ ბევრი ფერის გამოყენება, რადგან მრავალფეროვანი სტილი მათ გემოვნებას და ხასიათს უსვამს ხაზს.

vasil netaris saxelobis tadzis saintereso istoria

ვასილ ნეტარის ტაძარმაც რამდენჯერმე იცვალა ფერი, რუსები ამბობენ რომ მათი ტაძარი ადამიანივით არის…

ის იზრდება, იცვლება და სახეს იცვლის.

წინა ბლოგი – როგორ ამოვიცნოთ მოდური ინტერიერი სხვის სახლებში

Facebook Instagram