როგორც შევატყვეთ ჩვენი არ იყოს თქვენც მოგწონთ სხვის სახლებში ხეტიალი და ცნობილი ადამიანების არნახული ქონების დათვალიერება. რატომაც არა, ყველამ თუ იცის ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ. ახლა მორიგი მსგავსი სეირნობის დროა და მოდით ამერიკაში ყველაზე ცნობილი ფერადკანიანი წყვილის ბიონსესა და ჯეიზის ერთ-ერთ სახლში შევიხედოთ, რავიცით როგორი გემოვნება აქვთ რეპერსა და მის ულამაზეს მეუღლეს. ნახეთ, 88 მილიონად შეფასებული ბიონსესა და ჯეიზის საოცარი სახლი.
სახლის თვალიერება ზედა, შორი ხედით დავიწყოთ, ერთი შეხედვით მოკრძალებული სახლი საოცრად გემოვნებიანი და საინტერესოა.
საინტერესოა ტერასებად განლაგებული ბასეინი, კალათბურთის მოედანი და ამდენი სითეთრე ლოს-ანჯელესში.
88 მილიონად შეფასებული ბიონსესა და ჯეიზის საოცარი სახლი
სახლი, რომელსაც ახალ თქვენ უყურებთ 2017 წელს ბევერლი ჰილსში ყველაზე ძვირიანი ვილა იყო
წყვილმა ამის შემდეგ კიდევ 2 ამაზე დიდი სახლი შეიძინა, რომელთა ღირებულება 120, და 90 მილიონი დოლარს აღემატებოდა.
ჯეიზის და ბიონსეს ძვირადღირებული სახლები მოსწონთ.
სანამ სახლის ინტერიერს დავათვალიერებთ ეზო მოვიაროთ. როგორ მოგწონთ ნახევრად გამწვანებული ტერასულად გაშენებული ეზო, დედოდალ ბის კარგი გემოვნება ჰქონია.
რეპის ვარსკვლავი მილიონიანი ქონების გარდა, საკოლექციო მანქანებს ფლობს, რომელიც ლოს-ანჯელესში აი ასე, ღია ავტოფარეხში უყენია. უნდა ვაღიაროთ, რომ საოცრად დახვეწილი ექსტერიერი აქვს წყვილის ზღაპრულ სასხლს.
სახლში 8 საძნებელი, 7 სააბაზანო, ვიტრაჟები, 15 ავტო ფარეხი, მოსამსახურეების ფლიგელი, 4 საცურაო აუზი, კალათბურთის მოედამი და კიდე ათობით ასაინტერესო რამაა.
არ დაგვავიწყდეს 6 ოთახი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სხვადასხვა სახლისთვის საჭირო ინვენტარისთვის არის გამოყოფილი და რამდენიმე ოთახი სამრეცხაო სივრცისთვის ცალკე არის მოწყობილი
როგორც ამბობენ, სანამ ბიონსე და ჯეიზი სახლში გადმოვიდოდნენ, 750 000 დოლარი რაღაც უმნიშვნელო დეტალების შეცვლაში დახარჯეს და ჯეიზის სურვილით ავტოფარეხი სახლის ქვევით მიწაში გააკეთეს.
ახლა გასაგებია სად ეტევა 15 ავტოფარეხი ვარსკვლავების რეზიდენციაში.
შეხედეთ სურათს, ეს სახლი ყველა სეზონზე, ყოველ საათზე და ყველა მხრიდან ლამაზია. საცურაო აუზის განათება, ვიტრინები და ეს ცეცხლიც კი ისეთი დახვეწილია, ბიონსეს ადგილას ყოფნას მოგანდომებს.
ესეც ერთ-ერთი საცურაო აუზი და სავარჯიშო დარბაზი, ალბათ აქ ვარჯიშობს ხოლმე დედოფალი ბი და სულ მუდამ იდეალურ ფორმაში ჩნდება საზოგადოებაში.
გეტყოდით ესეც კიდევ ერთი საცურაო აუზი მეთქი, მაგრამ ალბათ ხედავთ, რომ დათვლას აზრი აღარ აქვს.
უნდა ვაღიაროთ, რომ წყვილს ისეთი სახლი აქვს მხოლოდ ყურება და მისით ტკბობაც საკმარისია.
გვეყოფა ეზოს თვალიერება, ახლა შევიჭყიტოთ ინტერიერში, როგორ მოგწონთ სულ ვიტრაჟებით გაწყობილი სახლი და სადა ინტერიერი?
ბიონსესა და ჯეიზის დახვეწილი გემოვნება კარში შემოსვლისთანავე იგრძნობა
თითქოს სახლში ბევრი ადგილი ცარიელია და კიდევ ერთი-ორი ავეჯის დამატება არ აკლებდა ოთახებს, ხედავთ შუაში ამოსულ ხეს, როგორი ორიგინალური და გემოვნებიანია.
თუ დააკვირდებით, სახლში და ეზოში საკმაოდ ბევრი მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომღერალსა და რეპერს ბუნება უყვართ და სიმწვანეში ცხოვრება სიამოვნებთ.
შეხედეთ, ხომ ვამბობდით, აქ ერთი-ორი ავეჯი ნამდვილად დასამატებელია.
ესეც ჯეიზის სასმელების კოლექცია და ბუხარი. აქ წვიმის დროს ჩამოჯდომა და ღვინის დალევა ნამდვილად ჰოლივუდური დასვენების სტილია
მოდით სანამ კიდევ რაიმე არნახულად ლამაზი გვინახავს გავჩერდეთ, 88 მილიონიან ქონებას სულ მთლიანად ვერ დავათვალიერებთ მაგრამ, რაც საჭირო იყო უკვე ვნახეთ.
ალბათ ემოციებში ხართ, დიახ ასეთ ზღაპრულ სახლს არც ჩვენ ველოდით – აბა დროებით!
წინა ბლოგი – რა უნდა გაითვალისწინოთ სახლში ძაღლის მოყვანამდე