დღეს, მსოფლიოში შინაური ცხოველი მეგობრის გარდა, ერთგვარი კულტურაა, რომელიც უკვე წლებია რიგ ქვეყნებშია დამკვიდრებული. ძაღლი კარგია, მაგრამ რა ვუყოთ ინტერიერს, რომელიც შესაძლოა პატარა ლეკვმა გააფუჭოს. – ნახეთ, რა უნდა გაითვალისწინოთ სახლში ძაღლის მოყვანამდე
შეცვალეთ ან შეფუთეთ ავეჯი
ხშირად ჩვენი შინაური ცხოველები ავეჯს შემთხვევით აზიანებენ ხოლმე, ამიტომ სანამ პატარა ლეკვის მოყვანას გადაწყვეტთ სახლში ავეჯი შეფუთეთ.
გადააფარეთ დივანს გადასაფარებელი და აბრეშუმის ან ხავერდოვანი მასალის ნივთები მათთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.
თუ ტყავის ტახტი ან სავარძლები გაქვთ, მაშინ არ ინერვიულოთ ტყავი ასე მალე არ დაზიანდება.
ფრთხილად იყავით ხის სკამებთან
მეორე პუნტქი, რომელიც ძაღლის სახლში მოყვანამდე უნდა გაითვალისწინოთ ხის ავეჯს უკავშირდება.
თუ სახლს ახლა აწყობთ უპირატესობა რკინის ფეხებიან ავეჯს მიანიჭეთ, რადგან პატარა ლეკვებს ხის სკამების დაღრღნა უყვართ.
გამოუყვავით მათ სათამაშო ადგილი
სანამ თქვენი შინაური ცხოველი თვეების იქნება სჯობს, მას სპეციალური სათამაშო სივრცე გამოუყოთ, სადაც დააფენთ ხალიჩას და რამდენიმე რბილ და მაგარ სათამაშოებს ჩაყრით.
როდესაც ლეკვს კბილები ამოსდის ის ირგვლივ ყელაფრის დაღრღნას იწყებს, ეს სივრცე კი დისციპლინას მიაჩვევს და სახლის სხვა ავეჯს მისი პატარა კბილებისგან დაიცავს.
იყიდეთ სპეციალური საწოლი
სახლში ძაღლის მოყვანამდე, ინტერიერში პერსონალურად მისთვის ლოგინი უნდა დაამატოთ, რადგან ძაღლი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და კომფორტს ისიც იმსაუხრებს.
არ დაგავიწყდეთ წყლისა და საჭმლის თასი
იმისთვის რომ თქვენმა ძაღლმა მაგიდიდან ან სამზარეულოდან რაღაცეების ჩუმ-ჩუმად მოპარვა და დაგემოვნება არ ისწავლოს, მას პირადი წყლისა და საჭმლის თასი უნდა უყიდოთ.
საკვების მიღებისას მისთვის განკუთვნილი საჭმელი არა ძირს, არამედ მხოლოდ იმ თასში უნდა ჩაუყაროთ.
დროებით დაივიწყეთ ხალიჩები
სანამ თქვენი ლეკვი დისციპლინას მიეჩვევა უმჯობესია, თავისი სათამაშო სივრცის გარდა სახლში ყველა ხალიჩა აკეცოთ და ძაღლი იმ ოთახში შეუშვათ, სადაც იატაკი მარტივად იწმინდება. – რა უნდა გაითვალისწინოთ სახლში ძაღლის მოყვანამდე
ძაღლის ყოლაზე კარგი ამ ქვეყნად არაფერია და ვერ მოგატყუებთ, მისი მოვლა მარტივი არ არის, თუმცა იმაზე დაფიქრდით, რომ ლეკვის მოყვანის დღიდან, სახლში თქვენი ოთხფეხა მეგობარი იცხოვრებს, რომელსაც თქვენ ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის თავის თავზე მეტად ეყვარებით – აბა დროებით!
წინა ბლოგი – როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით