ხალხის გასაცნობათ ათასგვარი სხვადასხვა საშუალება არსებობს, ჩვენ ვკითხულობთ მათ ჰობს, საყვარელ წიგნს, ფილმს და ხანდახან მათ ზოდიაქოსაც კი. საოცრებაა, რომ ხშირად ზოდიაქოს ნიშნებმა ჩვენს დამალულ თვისებებზე, სურვილებსა და ფიქრებზე ყველაფერი იციან და რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშნები ჩვენს საცხოვრებელ გარემოზეც ბევრ რამეს გვეუბნებიან. ნახეთ – როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მერწყული
თქვენი საცხოვრებელი სახლი ქაოსური და არეულია, სახლში ასობით ისეთი ნივთი მოიპოვება, რომელიც სტუმრობისას მეგობარმა ან ნათესავმა მოგიტანათ.
დიდად არ გაღელვებთ ის ფაქტი, რომ სახლი მუდამ არეული გაქვთ.
მერწყულებს სახლში აუცილებლად გექნებათ დიდი წიგნების თარო და თაროზე ფსიქოლოგიური ჟანირის ათასგვარ საკითხავ მასალას წავაწყდებით.
თუ თქვენ ნამდვილი მერწყული ხართ, მაშინ ფსიოლოგიაზე საუბარი თქვენი ჰობია.
თევზები
თქვენ ცდილობთ საცხოვრებელი გარემო მუდამ სუფთად გქონდეთ, ოთახში ბევრი ლურჯი ნივთი გექნებათ, რადგან თევზებს ინტერიერში ლურჯი ფერი მოსწონთ.
თუ ნამდვილი თევზები ხართ, მაშინ უცნაური ფორმის სავარძლები და ბალიშები თქვენი სტილია. ოთახში შემოსულ სტუმარს საშუალებას აძლევთ, სადაც თავისუფალ ადგილს ნახავს იქ დაისვენოს.
ოთახში მკვეთრი ფერები ან რაიმე თვალშისაცემი არ გექნებათ, რადგან თევზები სტრესისგან თავის ასარიდებლად ყველაფერს აკეთებენ
ვერძი
ვერძებს დადებითი ენერგიის გამორჩეულად სჯერათ, ამიტომ მათ ოთახში ყველაფერი დადებითი აურისკენ არის მიმართული.
მარტი-აპრილში დაბადებულებს თქვენ საცხოვრებელ ოთახში თანამედროვე ავეჯი გაქვთ, ასევე სივრცე ნახევრად ცარიელია, რადგან ვერძს ცარიელი ოთახები მოსწონს.
ოთახი იმის მიხედვით არის დალაგებული თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და სივრცე რომელშიც ცხოვრობთ ძირითადად სიმშვიდეს განიჭებთ.
კურო
კუროებს სახლში ბევრი მოძველებული ნივთი აქვთ, მათი ოთახი მხოლოდ კუროების გემოვნებით არის მოწყობილი. ფერები, ავეჯი და ყველა დეტალი მათი არჩეულია.
კურო პრიორიტეტს ანიჭებს კომფორტსა და სილამაზეს, ამიტომ სახლის ყველა ოთახში დივანი დგას და კუროს საძნებელში დიდი კომფორტული ლოგინია.
ტყუპები
ტყუპები ურთიერთობის მოყვარული ხალხია, მათ სახლში კი ეს კარგად იგრძნობა.
ტყუპი ბიჭის ან გოგოს ოთახში, კომპიუტერს, თანამედროვე ტექნიკასა და სმარტ ტელევიზორს აუცილებლად შეხვდებით, ოთახში რამდენიმე ფერის სხვადასხვაობა და დიდი სივრცეც დაგხვდებათ.
კირჩხიბი
კირჩხიბთა სახლები კომფორტის, ერთიანობისა და დასვენების მაჩვენებელია.
კირჩხიბები თბილ ფერებს ირჩევენ და მათ სახლში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი სწორედ კომფორტია.
თუ თქვენ კირჩხიბი ხართ, ოთახში კედელზე ჩამოკიდებული სურათები აუცილებლად გექნებათ და დაგვეთანხმებით, რომ ოთახი ხანდახან არეული გაქვთ ხოლმე.
ლომი
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ შენ მაქსიმალისტი ხარ, არ გეშინია ექსპერიმენტების და ინტერიერში მუქი ფერის გამოყენების.
თქვენი სახლი და განსაკუთრებით ოთახი, ყურადღებას იქცევს ხოლმე, რადგან ყოველთვის იდეალურად მოწესრიგებულია.
თუ თქვენ ნამდვილად ლომი ხართ, ოთახში დიდი სარკე გექნებათ, რაც თავს თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ.
ქალწული
მარტივად რომ ავხსნათ, თქვენს ოთახში ყველაფერს აქვს ადგილი და ყელაფერი თავის ადგილზეა.
ქალწულის ოთახი მოწესრიგებული და მშვიდია, სავსეა მცენარეებთ.
თქვენ ვერ იტანთ ქაოსს და ოთახში ყველა თქვენი ავეჯი ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული ანუ ოთახში ხის საწოლი ან კარადა გიდგათ.
სასწორი
თქვენ ოთახში ესთეტიური, თანამედროვე სტილის ავეჯი გიდგათ, გიყვართ როდესაც ინტერიერში ყველაფერი ერთმანეთს ავსებს.
უპირატესობას ანიჭებთ ბუნებრივ ფერებს და ერთმანეთს უხამებთ დეტალებს, თუმცა ამის მიუხედავად, ხშირად ოთახში პატარა უწესრიგობა და ქაოსი გაქვთ.
მორიელი
თქვენ ოთახში კლასიკური ან გოთური ელემენტები გაქვთ, გიყვართ იზოლირებურად ყოფნა და სივრცეც მსგავს სტილში გაქვთ მოწყობილი.
ოთახში პირადი სივრცე და სათქვენო ინტერიერი ბედნიერას განიჭებთ, რაც მთავარია, თაროები უნიკალური ნივთით გაქვთ სავსე.
მშვილდოსანი
ზოდიაქოს ნიშნებს შორის მშვილდოსანს ყველაზე უცნაური გონება აქვს, მშვილდოსანს ოთახში მარტივი ინტერიერი მოსწონს, რომლის ჩანაცვლება და გადაკეთება ყოველდღე იქნება შესაძლებელი.
თქვენ, ინტერიერზე ფიქრით თავს არ იწუხებთ, უბრალოდ კმაყოფილი ხართ იმით, რაც გაქვთ და სხვა საკითხებს უთმობთ თავისუფალ დროს.
თხის რქა
თქვენ სიმარტივე და კლასიკური ინტერიერი მოგწონთ და ოთახიც ზუსტად ამას ამბობს.
შესაძლოა ოთახში თანამედროვე სტილის, ბარხატის ტახტიც კი გედგათ. თხის რქებს არ გიყვართ არასასურველი საგნები და უჯრებში ყველაფერი ორგანიზებულად გიწყვიათ.
არეულობა არ გსტრესავთ, თუმცა მაინც დალაგებული სივრცე გირჩევნიათ.
თქვენ ახლა, სულ რაღაც 2 წუთში ყველა ზოდიაქოს ნიშნანი განიხილეთ და ალბათ ბევრმა საკუთარი თავიც ამოიცანით, კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ ბლოგი და ნახეთ, როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
თვალიერებას რომ მორჩებით, დაფიქრდით რამდენად შეესაბამება თქვენი ზოდიაქოს ნიშანი იმ ოთახს სადაც ცხოვრობთ, იქნებ რემონტის დაწყების დროა?
წინა ბლოგი – ნახეთ, რომელი ფერები უხდება ყვითელს