ტელევიზორი ჩვენს სახლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია. ბევრ ოჯახში დილა ახალი ამბების მოსმენით იწყება და საინტერესო ფილმის ყურებით მთავრდება. სად დგას თქვენს სახლში ტელევიზორი და თუ იცით, როგორ უნდა შეურჩიოთ მას ადგილი?. ჩვენი რჩევებით კვლავ დავბრუნდით და ახლა მოდით ვნახოთ, სად და როგორ დავდგათ ტელევიზორი სახლში.
ჩამოკიდეთ ტელევიზორი კარადაში
სახლებში ტელევიზორი პირველ რიგში მისაღებ ოთახში უნდა მოძებნოთ, რადგან ეს სწორედ ის ადგილია, სადაც საღამოობით ოჯახის ყველა წევრი იკრიება, ისინი ტელევიზორის წინ მოხერხებულ დივანზე სხვედბინ და საინტერესო გადაცემებსა და ფილმებს უყურებენ.
მისაღებში ტელევიზორის მოსათავსებლად ერთ-ერთი იდეა მისი კარადებში ჩამოკიდებაა.
გამოყავით ადგილი თაროებს შორის თქვენთვის სასურველი ზომის ტელევიზორისთვის და კარადების გაკეთების შემდეგ, ჩამოკიდეთ. ასე სივრცეს მოიგებთ, ტელევიზორი ოთახს კომფორტს შემატებთ და ადგილსაც დაზოგავთ.
შეგიძლიათ დამალოთ ის
ერთ-ერთ იდეად შეგიძლიათ ეს ორიგინალური კარადა გამოიყენოთ. ტელევიზორი ჩამოკიდოთ და როდესაც ყურებას მორჩებით ასე, ერთი გასრიალებით დამალოთ. ეს ის ხრიკია, რომელიც ინტერიერში შეუმჩნეველი დარჩება და კარადის იმიტაციას შეითავსებს.
გარდაქმენით ტელევიზორი ხელოვნებად
სათაური სასაცილოდ ჟღერს, თუმცა მხოლოდ კარადაში დამალვისა და თაროებში ჩაშენებით არ შემოვიფარგლებით და გირჩევთ, რომ ტელევიზორი ხელოვნებად გარდაქმნათ.
დააკვრიდით სურათს აქ ბუხრის თაბვზე ცნობილი მხხატვრის ნახატიც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა არა, ეს ადგილი ტელევირზორისთვისა.
ხედავთ, როგორ ზუსტად ჯდება ინტერერიერში ეს პლაზმური ნივთი და თან ბუხრის თავზე მისი ჩამოკიდება სიმყუდროვისა და შინაური გარემოს იმიტაციაას ქმნის.
ნახატი და ტელევიზორი ერთად
თუ ტეევიზორის ჩამოკიდება ერთ ჩვეულებრივ კედელზე გიწევთ, არ იდარდოთ ამ შემთხვევშიც გვაქვს რჩევა. ჩამოკიდეთ კედელზე სურათები და ტელევიზორი უადგილოდ აღარ მოგეჩვენებათ,
მეტიც ჩართულ მდგომარეობაში მოძრავი სურათი უძრავ ფოტოებთან ერთად საინტერესო ინტერიერს შექმნის.
1,2,3 ტეელვიზორი გაქრა
თანამედროვე სამყაროში ტექმნიკა წინ წავიდა და თაისთავად ავეჯმაც დაიწყო დახვეწვა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი იდეებიდან ვერცერთით ვერ მოიხბლეთ მაშინ ასეთ იდეას გთავაზობთ.
შეიძინეთ ბრტყელ ეკრანიანი ტელევიზორი და ისეთი კარადა, რომლის მექნიზმით ტელევიზორის ყურების შემდეგ, ღილაკზე თითს დაჭერით თქვენი ტელევიზორი დაიმალება და 1,2,3 ტელევიზორიც გაქრა.
დღეისათვის სულ ეს იყო, ამ იდეებიდან ერთ-ერთს აუცილებლად აარჩევთ, ახლა ისეთი დროა, რომ ტელევიზორი ყველა ოჯახში დგას, მისი დასადგმელად კი ფიქრი და გაზრებაა საჭირო, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ბლოგი და ნახეთ სად და როგორ დავდგათ ტელევიზორი სახლში – აბა დროებით!
წინა ბლოგი – ნახეთ, კუნძულ ლესეზე აშენებული 300 წლის წინანდელი სახლები