ნელ-ნელა შემოდგომა შემოეპარა თბილისს და მალე ცივი ამინდებიც დაიწყება. თბილისში შემოდგომა გრილი, სასიამოვნო და ფერადია ხოლმე და ამ შემოდგომას მომზადებულები უნდა შევხვდეთ. სანამ ცივმა ზამთარმა შემოაღო კარი და საბოლოოდ გამოგვკეტა თბილ სახლებში, ბუხრის გაკეთებაზე იფიქრეთ და ნახეთ, რამდენმე იდეა თუ როგორი ბუხარი შეიძლება გააკეთოთ სახლში
სტანდარტული ბუხარი
პირველი მარტივით, სტანდარტული ინტერიერით დავიწყოთ, ეს ისეთი ბუხარია ბევრ სახლში რომ შეხვდებით, სადა, პატარა და გემოვნებიანი. კრემისფერ ინტერიერში თითქოს ეს მოგიზგიზე ნათება სიმყუდროვეს ქმნის და ზამთრის ცივ დღეებს გავიწყებს.
აგურებით გაწყობილი ბუხარი
მეორე იდეა სახლში ბუხრის გასაკეთებლად წითელი, ტრენდული აგურებია. სახლის ნებისმიერ ინტერიერს აგური თავისებურად უხდება, ეს სტილი სიძველისა და თან თანამედროეობის ნაზავს ქმნის ინტერიერში.
თეთრი ბუხარი
ამ ბოლო დროს, თეთრ ფერში გაკეთებულ ბუხარს ბევრ უცხოურ ინტერიერში წავაწყდით. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს ფერი ინტერიერში შემოვიდა და მართლაც, რომ საოცრად უხდება თანამედროვე სტილში მოწყობილ ასხლებს.
დააკვირდით ბუხარს, ცეცხლი სახლის ცენტრშია სითბო კი ორივე მხრიდან გამოდის და ათბობს სახლს.
ძველებური ბუხარი
ძველად, როდესაც სახლებში ბუხარს აკეთებდნენ, ქვევით შეშისთვის პატარა სივრცეს ტოვებდნენ, რადგან წვიამიან და ქარიან დღეს სველი შეშა არ ჰქონოდათ ან გარეთ ხშირად გასვლა არ დასჭირვებოდათ.
ეს სტილი ახლაც შემორჩა სოფლებში და თუ ბუხრის გაკეთებას გეგმავთ, შესალძლოა ეს თქვენს სახლს ნამდვილად მოუხდეს. დააკვრიდით, როგორი საინტერესო სტილია, ბუხარი თავისი შეშებით.
ცეცხლგამძლე ბუხარი
სუპერ თანამედროვე ინტერიერში შესაძლოა, ასეთ ბუხარს წააწყდეთ, ეს ცეცხლგამძლე მინით გაკეთებული თანამედროვე და დახვეწილი ბუხარია
რომელიც 22-ე საუკუნის ინტერიერს ქმნის და მართლაც მომავალში გამოგზაურებს.
ბუხარი მინაში
კიდევ ერთი სტილი მინაში ჩაშენებული ბუხარია, რომელიც ერთი შეხედვით წააგავს წინა სტილს, თუმცა კარგად თუ დააკვირდებით ბევრად განსხვავებულია.
ბუხარი სახლის ცენტრში დგას და ამ შუშაბანდში ჩასმულ სახლსა და ხედს განსაკუთრებით უხდება..
ჩამოკიდებული ბუხარი
ბოლო არჩევანი ეს საოცარი სტილის ბუხარია, რომელიც თავისი განსხვავებულობით მაშინვე მიიქცევს ყურადღებას და უნიკალურობითაც აუცილებლად ყველას გააოცებს.
დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უკვე ნახეთ რამდენმე იდეა თუ როგორი ბუხარი შეიძლება გააკეთოთ სახლში, სანამ შემოდგომის ცივი დღეები შემოგვეპარა დაფიქრდით, აარჩიეთ და შედეგები გაგვიზიარეთ – აბა დროებით!
წინა ბლოგი – როგორ გამოიყურება ბარაკ და მიშელ ობამას ზღაპრული სახლი