ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ზღაპრულ სახლში ცხოვრობს, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ თავიანთი ქონების შეფასება გადაწყვიტეს და სულ ცოტახნის წინ, წყვილმა სახლს 11, 75 მილიონი დოლარი დაადო. ამერიკის საზოგადოება მათი მდიდრული სახლით მალევე დაინტერესდა, ახლა კი დროა, ჩვენც შევიხედოთ ობამების რეზიდენციაში. ნახეთ, როგორ გამოიყურება ბარაკ და მიშელ ობამას ზღაპრული სახლი
ბარაკ ჰაუსენ და მიშელ ობამები მასაჩუსეტის შტატში ცხოვრობენ
მათ სახლში 7 საძინებელი და 9 აბაზანაა, სახლს ღია საცურაო აუზი, დიდი აივანი და რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ბაღი აქვს.
სახლის ერთი აივნიდან ულამაზესი ტბა მოჩანს, მეორე აივნიდან კი მოვლილი, აყვავებული და დახვეწილი ეზო
რამდენიმე საძინებლის გარდა, ობამების რეზიდენციაში 2 ავტოფარეხია, ონდავ მოშორებით, ტბასთან პატარა ფიცრულს წააწყდებით, ეს კიდევ ერთი სახლია ტბის პირას.
არ დაგვავიწყდეთ ტბასთან სახლის გარდა, დიდი კერძო სანაპიროა, რომელიც მხოლოდ ობამების საკუთრებაშია და სახლის მყიდველს აუცილებლად გადაეცემა.
ზემოთ გითხარით სახლში ბასეინიც არის მეთქი და აი ისიც, ობამების სახლს ტბის გარდა ღია ბასეინი აქვს, 11, 75 მილიონი დოლარი ღირს ამ სიამოვნებად.
მხოლოდ ექსტერიერის თვალიერებით ხომ არ შემოვიფარგლებით, შიდა ინტერიერსაც მოვავლოთ თვალი
მოდის დიზაინერები ამბობენ, რომ მიშელი გემოვნებიანი ქალია და ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, მისი ჩაცმულობაც ყოველთვის გამორჩეული იყო.
როგორც ჩანს ობამებს, თეთრი ფერი მოსწონთ, სახლის მთელი ინტერიერი სადა ფერებშია გაწყობილი და არც ბევრი ავეჯია შინ.
ალბათ თეთრ სახში ცხოვრებას მიჩვეული ბარაკ ობამა საკუთარ სახლშიც ამ ინტერიერს დასჯერდა, როგორც ჩანს, შეუყვარდა პრეზიდენტს თეთრი, რაც მის 11 მილიონიან სახლზეც აისახა.
ესეც სააბაზანო, ხომ გახსოვსთ სახლში 9 მსგავსი სააბაზანოა. აქაც თეთრი ფერი, სისადავე და უბრალო ინტერიერი.
როდესც ბარაკ ობამა ამერიკის პრეზიდენტი იყო, მედიაში ამბობდნენ, რომ 44-ე პრეზიდენტი ამერიკის სხვა მართველებისგან რადიკალურად გამორჩეული იყო ეს ჭორი მართალია, ობამები თავმდაბალი და უშუალო ხალხია.
როგორ მოგწონთ ხედი ფანჯრიდან. მასაჩუსეტის ულამაზესი ტბა კიდე უფრო ღირებულს ხდის ამ სახლს.
ავეჯიც როგორი შესაფერისი და გემოვნებიანია. მიშელის არჩეული ინტერიერი, მათ ხასიათს ზუსტად გამოხატავს.
დღეისათვის სულ ეს იყო, ესეც ობამების რეზიდენცია. თქვენ უკვე ნახეთ, თუ როგორ გამოიყურება ბარაკ და მიშელ ობამას ზღაპრული სახლი, ახლა კი ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკის არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ისეთი გამორჩეული, როგორც ბარაკ ობამა – აბა დროებით!
წინა ბლოგი – ნახეთ, მაქსიმალიზმის სტილში შექმნილი ინტერიერის რამდენიმე იდეა