ბავშვებისთვის შესაფერისი ინტერიერის მოწყობაზე ადრეც ვისაუბრეთ, თუმცა ერთხელ საუბარი საკმარისი როდია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმ სახლში სადაც ბავშვები იზრდებიან ასობით სათამაშო, ფერადი ინტერიერი და ცოტა არეულობაც კი სუფევს. მაგრამ თუ მათ საკუთარ გასართობ კუთხეს მოუწყობთ მაშინ ეს პრობლემები აუცილებლად მოგვარდება, ყველა სათამაშო ერთად მოიყრის თავს და სახლში ცოტა სიმშვიდეც დაისადგურებს. ნახეთ აუცილებელი რჩევები, როგორ მოაწყოთ სათამაშო ოთახი ბავშვებისთვის.
გამოიყენეთ ცისარტყელაზე არსებული ყველა ფერი
როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ, იქ უამრავი ფერია საჭირო. ფსიქოლოგების თქმით, ფერადი გარემო ადამიანს კარგი განწყობის შექმნაში ეხმარება, ბავშვებს კი მათი სათამაშო ოთახი სწორედ გასართობად სჭირდებათ, ამიტომ სიფერადე აუცილებელია.
აურიეთ ერთმანეთში ფერები, არ იფიქროთ უხდება თუ არა ისინი ერთმანეთს უბრალოდ შეუქმენით ისეთი გარემო, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ.
დადგით სათამაშოების შესანახი კარადები
როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ, იქ ბევრი კარადა და სათავსოა საჭირო, რადგან ირგვლივ მიმოფანტული ფერადი სათამაშოები დღის ბოლოს ერთად მოთავსდეს და ოთახშიც სიმშვიდემ დაისადგუროს.
ჩასვით კედელში თაროები
საბავშვო ოთახისთვის კედელში ჩაშენებული თაროები საუკეთესო ვარიანტია, მარტივი მოსავლელი, ლამაზი და მრავალფუნქციური.
ერთი შეხედვით უბრალო თაროები, საშუალებას მოგცემთ ოთახი გააფერადოთ და ნებისმიერ ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ.
არ დაგავიწყდეთ ხალიჩა ან რბილი იატაკი
ბავშვები ხშირად ძირს თამაშს ამჯობინებენ, ამისთვის კი ხალიჩის ან რბილი იატაკის დაგება საუკეთესო ვარიანტია.
დაგვეთანხმებით, რომ ხალიჩა არც ისე მარტივი მოსავლელია, თუმცა 21-ე საუკუნეში რა საშუალება აღარ არსებობს იმისთვის, რომ ეს შრომა შეიმსუბუქოთ.
დააგეთ რბილი იატაკი, ან შეარჩიეთ სასურველი ფერის ხალიჩა და ბავშვებისთვის მოწყობილ ოთახს ეს შტრიხიც დაუმატეთ, დაგვიჯერეთ არ ინანებთ.
დააყენეთ ჟალუზები
არ აქვს მნიშნველობა რომელ სართულზე ცხოვრობთ თუ კერძო სახლი გაქვთ, უსაფრთხოება ყოველთვის პირველი და უმნიშვენლოვანესია.
ბავშვები ხშირად ცელქობენ და ისეთი ადგილებისკენ მიიწევენ, რომელიც საფრთხის შემცველია, ამიტომ მეტი სიმშვიდისთვის ჯობს ფანჯარაზე ჟალუზები დააყენოთ.
დაივიწყეთ, ფანჯარა მარტივად იღება თუ რთულად ჟალუზი მაინც აუცილებელია, ასე თქვენც მშვიდად იქნებით და ხიფათს თავიდან აირიდებთ.
ბავშვების ოთახი მარტივი მოსაწყობია, ფერადი ავეჯი, სათამაშოები და მათი რამდენიმე სურვილის ასრულება სრულიად საკმარისია თითოეული ბავშის ბედნიერი ბავშვობისთვის.
თუ ჯერ კიდევ ფირობთ როგორ მოიქცეთ, მაშინ ბლოგს ზევით აუყევით და კიდევ ერთხელ ნახეთ აუცილებელი რჩევები, როგორ მოაწყოთ სათამაშო ოთახი ბავშვებისთვის – აბა დროებით!
წინა ბლოგი – 5 მნიშვნელოვანი სტილი არქიტექტურაში