ლამაზი და მოსახერხებელი ოფისის დიზაინი თქვენი ბიზნესის წარმატების  სერიოზული საფუძველია

როგორ მოვაწყოთ ოფისი – რჩევები FORTIS-ის დიზაინერებისგან

დავიწყოთ, საწერი კალამი და ფურცელი მოამზადეთ…

ოფისის გეგმარებისას საჭიროა გონივრულად გადავანაწილოთ თითოეული კვადრატული მეტრი და უპირველესად გავითვალისწინოთ ის, თუ რა ტიპის ოფისი კეთდება

ცხადია, რომ იურიდიული მომსახურების ოფისი რადიკალურად განსხვავდება მარკეტინგული მომსახურების ოფისისგან. ფუნქციონალურობა და კომფორტი ეს ორი კომპონენტი უნდა გავითვალისწინოთ ოფისის პროექტის კეთებისას. მნიშვნელოვნია გვქონდეს ჟალუზებით დამშვენებული ნათელი და დიდი ვიტრაჟები,  ეს მეტ ენთუზიაზმსა და შრომისუნარიანობას შესძენს დასაქმებულებს.

interieris-dizaini-postalon
კომპანია PostalON-ის ინტერიერის დიზაინი
უმჯობესია თუ გამოიყენებთ თანამედროვე მასალებსა და ტექნიკას

კომპანიაზე პირველ შთაბეჭდილებას მისი ვიზუალი გვაძლევს, ხომ გაგიათ ჯერ თვალი აღიქვამსო, ზუსტად ასეა ამ ტექნოლოგიების ერაში ძველმოდურობის დრო აღარ არის…

ოფისის დიზაინის კეთებისას არ არის აუცილებელი  მისი მოპირკეთება და მოწყობა მდიდრულად, ყველამ იცის რომ ფეშენებელური ინტერიერი არ არის კომპანიის სანდოობისა და მუშაობის ხარისხის მაჩვენებელი

ჯობს მთავარი ყურადღება  გადავიტანოთ მაგიდებზე, კომფორტულ სკამებსა და სათავსოებზე.

თქვენი თანამშრომლები, სამსახურში მთელ დღეს ატარებენ,  კომფორტულ სკამსა და მაგიდას კი ყველა თანამშრომელი იმსახურებს.

ცნობილი თანამედროვე კომპანიები მუშაობის ახალ სტილს ირჩევენ და  თანამშრომლებს  თავისუფალ სამუშაო გრაფიკს სთავაზობენ.

ზოგი კრეატიული თანამშრომელი ღამეც კი იწყებს მუშაობას, ასე რომ ოფისებიც თანამშრომლებზე მორგებული შექმნეს, აი აქ უხდება  ფრაზა „ თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში“

დიდი და წარმატებული კომპანიები ჯანმრთელობასა და დასვენებაზეც ზრუნავენ და თანამედროვე ოფისებში სატრენაჟორო და სარელაქსაციო სივრცესაც კი ქმნიან.

იცოდეთ, რომ სამუშაო სივრცის ერგონომიკა მიმართულია მომუშავე პერსონალის პროდუქტიულობასა და ზოგადად კომპანიის განვითარებაზე

ასე რომ ოფისმა უნდა გადაჭრას მნიშვნელოვანი ამოცანა და თავისი კომპანიისთვის უძლიერესი პერსონალი მოიზიდოს, რაშიც ინტერიერის დიზაინი ერთ-ერთი საჭირო ასპექტია. ოფისის გეგმარებისას პირველ რიგში გავითვალისწინოთ სივრცის დანიშნულება, თანამშრომლების რაოდენობა,  რაიმე სპეციალურ ოთახს ხომ არ საჭიროებენ და სხვა..

FORTISის დიზაინერები გვირჩევენ აქცენტი მისაღებზე გავაკეთოთ

თავდაპირველად ადამიანი ხვდება მისაღებ ზონაში და შთაბეჭდილება სწორედ მისით ექმნებათ. ამიტომ მაქსიმალურ ყურადღებას როგორც წესი ამ ზონის პროექტირებას ვუთმობთ, რათა მნახველზე პოზიტიური შთაბეჭდილება და სანდოობის განცდა დატოვოს. აქ უნდა ჩანდეს კომპანიის კორპორატიული სტილი, აქვე კარგია თუ შეიქმნება მოსაცდელი ზონაც, სადაც სტუმრებმა მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი.

სადაზღვევო კოპანია – ინტერიერის დიზაინი

მისაღებიდან უკვე საკონფერენციოში გადავიდეთ და ჩვენი დამკვეთი კიდევ უფრო აღვაფრთოვანოთ შესანიშნავი ოფისის ინტერიერით.

საკონფერენციო ოთახის მოწყობისას FORTIS-ის დიზაინერები გირჩევენ შედარებით მინიმალისტურ სტილს მიანიჭოთ უპირატესობა, რადგან  დამკვეთმა ყურადღება არა დეტალებზე არამედ საქმეზე გადმოიტანოს.

მოდით ფსიქოლოგებს დავუჯეროთ და მრგვალი მაგიდა დროებით გავაქროთ ჩვენი ფიქრებიდან

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სჯობს ოთხკუთხედი მაგიდით შევავსოთ ოთახი, ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების დროს დომინანტი ფიგურა მარტივად გამოიყოფა და მოლაპარაკებაც კარგად წარიმართება.

ვაკე ოფისი 350 კვ.მ

ყველა კომპანიას თავისი უფროსი ყავს, ოფისში კი, როგორც წესი,  უფროსებს თავისი კაბინეტი აქვთ ხოლმე.

გირჩევთ, უფროსის კაბინეტი  გამორჩეული დიზაინის იყოს, კარგი იქნება თუ რბილ დასაჯდომ სკამებს ან სავარძლებს თუ  დავდგამთ მოლაპარაკებისთვის. ხშირ შემთხვევაში კაბინეტში სველ წერტილსა და მოსასვენებელ ზონასაც  ვაწყობთ ხოლმე.

ოფისის მოწობისას იზაინერები ზოგადად ღია სამუშაო სივრცეს გირჩევენ , ისინი ცდილობენ მაგიდები ერთმანეთისგან რბილი მასალის მოძრავი ტიხრებით გამოყონ
სადაზღვევო კოპანია – ინტერიერის დიზაინი

გახსოვთ ზევით აღვნიშნეთ რომ ოფისს სარელაქსაციო და მოსასვენებელი ზონაც უნდა ჰქონდეს, ამ თემას ისე ვერ დავტოვებთ. ხშირად თანამშრომლები მოსასვენებლად სამზარეულოში იკრიბებიან ხოლმე, რომელიც მინიმალურადაა დატვირთული ავეჯით, მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით, ელექტრო ჩაიდნითა და ყავის მოსადურებელი აპარატით.

უფრო დიდ კორპორაციებში სამზარეულოს გარდა აკეთებენ სარელაქსაციო ზონებსა და სპორტულ დარბაზებს ტრენაჟორებით, პინპონგისა და ბილიარდის მაგიდებით. ყველაფერს იქით მიმართავენ, რომ თანამშრომლებს დამღლელი დღე შეუმსუბუქონ და გონება დაასვენონ მძიმე სამუშაო პირობების დროს.

გასართობი სივრცე

ხშირად თანამედროვე, განვითარებულ ოფისებში აბაზანებსაც კი წააწყდებით, დასვენება უპირველეს ყოვლისა.

ამდენი ვისაუბრეთ მაგრამ  ვიცით როგორ გავანათოთ ოფისი?

როგორც ჩანს არ გვითქვმს, თუ გვინდა რომ სამუშაო მოსაწყენი და ძილისკენ  მიდრეკილი არ იყოს ნეიტრალურს და ცივ განათებას მივმართოთ.

ჩვენი დღევანდელი ბოლო, მაგრამ უმთავრესი რჩევა: გახსოვდეთ რაც უფრო მეტად იზრუნებთ თქვენს თანამშრომლებზე, მით უფრო მეტად ეყვარებათ სამუშაო გარემო და უფრო მეტი ენთუზიაზმითაც იმუშავებენ

დღეისათვის სულ ეს იყო,  ოფისის მოწყობაზე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ თავისუფლად შეძლებთ ამას. უკვე იცით სად რა უნდა განათავსოთ ესა თუ ის ნივთი და როგორი განათება და ფერები შეურჩიოთ ოთახებს…

ვიცით რომ სივრცეების მოწყობა გაინტერესებთ, თვალი ადევნეთ ბლოგებს ყველაფერი ახლა იწყება!…

დროებით!

წინა ბლოგი – რჩევები FORTIS-ისგან – რა მოვუხერხოთ წიგნებს ინტერიერის დიზაინში?

Facebook Instagram