ერთხელ ციცერონმა თქვა, „სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავსო” , მართლაც ასეა, სახლი სადაც წიგნს ან მის წასაკითხად კომფორტულ ადგილს ვერ გამონახავთ სახლი არ არის
ჩვენ ვიცით, რომ წიგნი ინტერიერის დიზაინში აუცილებელი კომპონენტია და მისთვის ადგილის გამონახვა ხშირად გვიჭირს ხოლმე.
სად შეიძლება ჩვენი საყვარელი წიგნები ლამაზად და ჩვენი ინტერიერის შესაბამისად მოვათავსოთ?
გახსოვთ ვამბობდით, Fortis-ში რჩვების მოცემა და ადამიანების დახმარება არ გვეზარება მეთქი, ხოდა მორიგი რჩევები ჩვენგან:
წიგნის შენახვა თაროზე, ერთგვარი ჩვევაა და ეს ჩვევა ყველა ინტერიერის დიზაინს თავისუებურად უხდება
გახსენით წაერმოსახვის ფანჯარა და უცხო კომპოზიციები შექმენით თაროებზე.
ნუ იქნებით ბანალურები, გამოიყენეთ სხვადასხვა ფორმისა და ფერის წიგნები, სანთლები, ფიგურები და ერთი უბრალო თარო განსხვავებულ კუთხედ აქციეთ.
მინი ბარი, წიგნები და სასიამოვნო გარემო
დღესდღეობით ტრენდული და მოსახერხებელი სახლებში სწორედ პატარა, ე.წ. მინი ბარებია. ეს ხომ ერთი უბრალო პატარა ურიკაა და ჩვენი წიგნებიც სწორედ აქ შეიძლება შევინახოთ.
სასმელებით გადატვირთულ თაროებს გადახალისება არ აწყენს და იქნებ საღამოობით ღვინის სმა და კითხვაც ძალიან გიყვართ?
თუ სახლში ძველი და გამოუსადეგარი წიგნები მოგეპოვებათ მოაგროვეთ და საგულდაგულოდ შეინახეთ ინტერიერის განსაახლებლად
ვერ მოგატყუებთ და ვიტყვი, რომ წიგნის გაფუჭება ერთი დიდი უპატიებელი ცოდვაა.
თუმცა თუ წიგნი ძველი და უკვე გამოუსადეგარია გადაგდებისთვის ნუ გაწირავთ და კედლებზე ინტერიერის გასალამაზებლად გამოიყენეთ. შეგიძლიათ თქვენი პატარა გალერიაც კი შექმნათ ლოგინის თავზე.
წიგნები, წიგნები და ისევ წიგნები…
თუ წიგნების მოყვარული არ ხართ და უბრალოდ არ იცით რაში გამოიყენოთ ისინი, ნუ გადაყრით და კრეატიულობას მოუხმეთ.
ერთ რიგად დალაგებული წიგნები ლოგინთან კარგ დახმარებას გაგიწევთ და სანათის ან ტელეფონის დასადებიც გამოგიჩნდებათ, იქნებ მერე დროდადრო კითხვაც შეგიყვარდეთ…
წიგნები და ბუნებრივი განათება, როგორია?
არ ვიცი გვითქვამს თუ არა, მაგრამ ბუნებირივი განათება ნებისმიერ ინტერიერის დიზაინს უხდება.
დიდი ფანჯრები ნათელსა და ცოცხალს ხდის სახლს, როგორც აღმოჩნდა წიგნებიც უხდება მზის შუქს, თანაც ძალიან…
ელეგანტური და ცოცხალი დეკორი, ბიუჯეტური და თანაც გემოვნებიანი, ტყუილა კი არ ამბობენ წიგნი ადამიანის მეგობარიაო…
განათლებას მიიღებ, მის არსს შეიცნობ და ვიზუალურადაც გამოიყენებ ინტერიერში.
რადიატორი და წიგნი დამეგობრდნენ
ძველი რადიოატორები ზაფხულობით სევდიანები და მარტოსულები არიან, ჩვენი წიგნები კი ცივ რადიატორებს ნამდვილად მოუხდება და ინტერიერში პატარა სიახლეს შეიტანს.
რადიოატორი შეიძლება თაროდაც კი იქცეს, წიგნები კი სიახლეს შემატებს ოთახს.
დღეისათვის სულ ეს იყო, ახლა შეგიძლიათ ძველი წიგნების კარადა გადმოალაგოთ და ინტერიერის განახლება დაიწყოთ, ცნობისთვის სულ ახალ გარემონტებულ სახლს ეს რჩევები უფრო მეტად მოუხდება… აბა დროებით!
წინა ბლოგი – ცნობილი ადამიანების ძვირიანი შენაძენები