„თუ შეგიძლია იოცნებო, ესე იგი შეგიძლია გააკეთო კიდეც“- უოლტ დისნეი
ეს სიტყვები კარგად დაიმახსოვრეთ, ამოწერეთ, კედელზე გაიკარით, ტელეფონში ჩაიწერეთ და არასდროს დაივიწყოთ. მოტივაცია ეს არის ძლიერი სურვილი, რომელიც ადამიანს მთებსაც კი გადაადგმევინებს, სწორედ ამიტომ, თუ გსურს აუცილებლად მიაღწევ მიზანს.
ამერიკელმა წყვილმა, რობიმ და პრისცილამ, თავიანთი სურვილის ასრულება ყველასთვის უცნაურად, სკოლის ძველი ავტობუსის ყიდვით დაიწყეს, მათი ეს ქმედება არავის გახარებია, ახლობლებს ეს ფულის ტყუილა ხარჯვაც კი ეგონათ, მაგრამ ძლიერმა სურვილმა და მიზანმა, საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
თუ მოგზაურობა გსურთ და თან არ იცით როგორ დაზოგოთ სასტუმროს ფული მაშინ, დროა ჩამოსხდეთ და ეს ულამზესი ისტორია წაიკითხოთ. იმაზე შევთანხმდეთ, რომ გამოუსადეგარი ნივთები არ არსებობს, არსებობს ნივთები რომლებიც უბრალოდ აღარ გვჭირდება. ყველაფერი შეიძლება გამოვიყენოთ, მთავარია გვქონდეს სურვილი.
ერთი ყველასთვის გამოუსადეგარი სკოლის ავტობუსი საოცარ სახლად გარდაიქმნა
დაჟანგული, მოშლილი და სკოლის ეზოში დაგდგებულ ავტობუსს რობინი შემთხვევით წააწყდა და მისი ყიდვის იდეა შეყვარებულს გაუზიარა. წყვილმაც იაფი და კომფორტული სამოგზაურო სახლის შესაქმნელად არც მეტი არც ნაკლები ავტობუსი გაარემონტა.
მარტივი არ ყოფილა დაშლილი, ჟანგიანი რკინებისგან სახლის შექმნა, პროცესი ხანგძლივი, ძვირი, თუმცა სასიამოვნო იყო.
როგორც წყვილმა ინსტაგრამზე დაწერა, ყველაზე რთული ძველი ინტერიერის დაშლა აღმოჩნდა
ავტობუსი წლები ფლორიდის ერთ-ერთ სკოლას ემსახურებოდა და კორპუსი განადგურებული და ჟანგიანი იყო. ინტერიერშიც ასეა, სჯობს ახალი სახლი მოაწყო ვიდრე ძველი სახლის რემონტს მოკიდო ხელი.
მეგანმა და პრისცილამ ჯერ ავტობუსი მთლიანად დაცალეს, შემდეგ კი შეღებვა დაიწყეს, ყველა ზედმეტი ნივთი მოაშორეს და ძრავიდან დაწყებული მისი ყველა დეტალი თავიდან შექმნეს.
რაც დრო გადიოდა ფინიშის ხაზი უფრო და უფრო ახლოვდებოდა და მოტივაციაც თავისთავად იზრდებოდა.
რა თქმა უნდა, მოგზაურობისას ელექტრო ენერგია დასჭირდებოდათ, გამოსავალი მარტივად იპოვეს და ბუნებასაც დაეხმარნენ, მზის დიდი ბატარიები მთელ სახურავზე დაამაგრეს და მუდმივი ენერგიის წყარო ამით შეიქმნეს.
წესი ნომერი პირველი, ისინი არ ყიდულობდნენ უკვე აწყობილ ავეჯს, ყველაფერს თვითონ ქმნიდნენ და ამითაც იღებდნენ სიამოვნებას
პირველი კუთხე წარმატებით დასრულდა სულ მალე სველი წერტრილები მზად იყო, ხედავთ ? გემოვნებას არ უჩივიან, ჩვენი შეყვარებულები.
ესეთ კომფორტულ საძინებელზე ვინ იტყოდა უარს ?! როგორც ჩანს, რობი საკმაოდ ხელმარჯვე და მშრომელია, პრისცილა კი გემოვნებიანი და დახვეწილი გოგოა.
როდესაც სივრცე არ გყოფნის და გინდა ყველაფერი დაატიო, საჭიროა სწორად გაზომო სად რა უნდა მოათავსო, აი ეს არის ინტერიერის სწორად დაგეგმარება.
სახლს რომ ვუყურებ მგონია, რომ ჩვეულებრივი მაღალსართულიანი კორპუსის ბინაა, არადა თავიდან ერთი ჟანგიანი ავტობუსი იყო.
თქვენ ახლა ხედავთ, მისის ქატას, რობინისა და პრისცილას ოჯახის აქტიურ წევრს, კატა მთელი რემონტის პროცესში ადევნებდა თვალყურს ავტობუსის გარდაქმნას.
და აი შედეგიც, კომფორტული, ულამაზესი, უცხო და საინტერესო სახლი. არ არის აუცილებელი მილიონობით თანხის დახარჯვა, რემონტი არც ისე ძვირია თუ სწორად დაგეგმავ. გახსოვთ სიტყვები, რომელიც დასაწყისში გითხარით ?
„თუ შეგიძლია იოცნებო, ესე იგი შეგიძლია გააკეთო კიდეც“- უოლტ დისნეი
უოლტ დისნეიმ თავისი საქმე კარგად იცოდა, იღებდა და იფიქრებდა ბავშვებისთვის იდეალურ და ზუსტად მორგებულ ზღაპრებსა და ანიმაციებს.
პატარა კაცი არ იყო, ბევრი რამ შექმნა. სხვა თუ არაფერი ბავშვობის ბევრი ლამაზი დღე გვაჩუქა, იცოდა რასაც აკეთებდა და ოცნებებიც შესაბამისი ჰქონდა.
რაც შეეხებათ რობისა და პრისცილას, ისინი თავიანთი ავტობუსითა და ულამაზესი ინტერიერით დღეს ბევრს მოგზაურობენ.
ახლა ხომ ხვდებით, ცხოვრებაში მთავარია გინდოდეს და მოქმედება დაიწყო, დანარჩენი უკვე დროს მივანდოთ. მთავარია მოტივაცია, რომელიც ადამიანს მთებსაც კი გადაადგმევინებს !
წინა ბლოგი – პრეზიდენტის რეზიდენციები სხვადასხვა ქვეყნებში