პრეზიდენტი რომ იყოთ როგორ რეზიდენციაში იცხოვრებდით, მოკრძალებულ კერძო სახლში თუ მდიდრულ სასახლეში?
თქვენ იცით სად ცხოვრობს საფრანგეთის პრეზიდენტი? ან როგორი სასახლე მოიწყო პოლონეთის პრეზიდენტმა? თუ არ იცით სადმე ჩამოსხედით და გადახედეთ. იქნებ ოდესმე თქვენი ჯერიც მოვიდეს და საკუთარი რეზიდენციის აშენებისას ეს ინფორმაცია გამოგადგეთ კიდეც. ერთად გავიგოთ, სად ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები.
ქართველები ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით და ერთ პატარა ქალაქში 2 რეზიდენცია ავაშენეთ, ძველ ავლაბარში და ახალი ათონელის ქუჩაზე. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მოკრძალებულია.
საქართველო მერე განვიხილოთ, ახლა ვნახოთ თუ სად ცხოვრობს პოლონეთის პრეზიდენტი.
2 საუკუნის წინ, არქიტექტორმა კრისტიან პოიტ აიგნერმა, პოლონეთის პრეზიდენტს ვარშავაში, თეთრი და სადა დიზაინის მქონე რეზიდენცია აუშენა.
სასახლის მშენებლობა დიდ ხანს გაგრძელდა და ბევრი წვალებისა და დახარჯული თანხის შემდეგ, 1818 წელს მიიღო საბოლოო სახე.
სასახლის წინ პოლონელი გენერლის ჯოზეფ პონატოვსკის ძეგლი დგას, სასახლე ამჟამადაც მოქმედია და ამ ისტორიულ შენობას პოლონელი ხალხი დიდ პატივის სცემს
ეს ულამაზესი ბაღი და მოკრძალებული სასახლე პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მდებარეობს და 1754 წლიდან ჯერ მეფეების სასახლე, შემდეგ კი რეზიდენცია გახდა.
წლების წინ ის ოფიციალურ რეზიდენციად აღიარეს და ამჟამინდელი პრეზიდენტი სწორედ ამ კედლებში აწყობს ქვეყნის გეგმებს.
პორტუგალიის სხვა შენობებს თუ გადახედავთ მიხვდებით, რომ რეზიდენცია ტიპიური მე-18 საუკუნის არქიტექტურის სახეა და მთლინად ლისაბონიც ძველებური და მარტივი არქიტექტურით გამოხატავს თავის თავს.
ერთი მარტივი მინიშნება დამწყებ ან მოყვარულ არქიტექტორებს
დააკვირდით და მიხვდებით, რომ საფრანგეთის შენობების ექსტერიერი და ქუჩების მოწყობა მთელ ევროპაში განსხვავებულია.
ფრანგული სტილით, სხვა ქვეყანაში აშენეულ ნებისმიერ სახლს რომ შეხედოთ, მის წარმომავლობას აუცილებლად შეატყობთ. თავისებურად არისტოკრატული, დახვეწილი და წმინდა ფრანგული სტილი დაკრავს.
1722 წელს აშენებული რეზიდენცია, თავისთავად, ფრანგული სტილის დახვეწილი ნაგებობაა. კლასიკური ფრანგული სტილი არა მარტო შენობაში, არამედ მის ბაღშიც იგრძნობა, სალამი ფრანგებო, თქვენი ამოცნობა უმარტივესია.
და აი ვიეტნამის დროც დადგა, ჰანოიში მდებარე ეს სასახლე პირდაპირ რომ გითხრათ, მეტად უცნაური ფერისაა, თუმცა ამ პატარა ქვეყნისთვის მკვეთრი ფერები კარგი გათვლაა.
ვიეტნამში იციან, რომ ნებისმიერ დამთვალიერებელს კაშკაშა ყვითელი ფერი სამუდამოდ დაამახსოვრდება.
კრემლი მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მთელს მოსკოვში. ეს სილამაზე მე-15 საუკუნიდან ქალაქის გულს ამშვენებს.
რეზიდენციის ღობე და კოშკურები რუსული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ნიშნებია.
და აი ისიც, ყველასთვის ცნობილი და გამორჩეული თეთრი სახლი, ვაშინგტონის მშვენება და ამერიკის სიამაყე.
თეთრი სახლის მშენებლობა 1817 წელს დასრულდა და ის 6 სართულისგან, 132 ოთახისგან და 35 სველი წერტილისგან შედგება. რეზიდენცია თუ გინდა ესეთი უნდა ააშენო და ცოტა მოსკოვიდან აიღო ფერები.
იცით, ასე ამბობენ ამერიკაში გაზაფხული მაშინ მოდის როდესაც თეთრი სახლის ეზოში ნუში აყვავდებაო…
არა, ეს საქართველო არ არის, ეს ყაზახეთია.
ასტანაში პრეზიდენტის რეზიდენცია 2004 წელს აშენდა და მის აშენებაში მონაწილეობა არქიტექტორებმა, დიზაინერებმა, მშენებლებმა და პრეზიდენტის მრჩეველებმაც კი მიიღეს.
როგორც ჩანს, ყაზახეთის პრეზიდენტს უნდოდა უნიკალური ნაგებობა აეგო, ჩვენც არ ჩამოვრჩით და მსგავსი ავლაბარშიც ავაშენეთ.
საქართველოშიც შემოვიროთ, საღამოსკენ ავლაბარში რომ გადაუხვევთ დიდ, განათებულ შენობას დაინახავთ, თავზე დროშა იფრიალებს და გარეთ დაცვებიც დაგხვდებათ. ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია ახლა მხოლოდ მუზეუმია.
დასასრულისკენ გვინდა იცოდეთ, რომ მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი ვენაა, თითქოს თავისთვის ქმნის ახალ სტილს და არქიტექტურაც ისეთივე ლამაზი აქვს, როგორიც ქალაქის ყველა ქუჩა. მე-13 საუკუნეში, 1279 წელს ჰოვფურგის ეს ულამაზესი სასახლე დასრულების შემდეგ, ვენის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად აღიარეს.
დროთა განმავლბაში, კი პრეზიდენტის რეზიდენციაც გახდა. ჯონა ბერნარდ ფიჩერმა ეს სილამაზე მეფეს აუშენა და დღესაც ავსტრიის პრეზიდენტი კმაყოფილი ცხოვრობს უძველეს და ულამაზეს კედლებში.
დღეისათვის სულ ეს იყო, დედამიწაზე უამრავი ქვეყანაა ყველა რეზიდენციას ფიზიკურად ვერ შემოვივლით.
ჩვენ შევეცადეთ ყველა ის გამორჩეული სასახლე აგვერჩია, რომელიც ხალხის მოწონებას ხშირად იმსახურებს ხოლმე.
თუ ოდესმე პრეზიდენტობას გადაწყვეტთ, ჩვენი რჩევა იქნება ვენის მსგავსი რეზიდენცია ააგოთ.
წინა ბლოგი – შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – VI