ახალი წელი ყოველთვის რაიმე ახლის დაწყებასთან ასოცირდება
ახალი წლიდან ჩვენ თავებს ვპირდებით, რომ შევცვლით რაიმე მნიშვნელოვანს და ხელახალ ფურცელს გადავშლით მოსაწყენ ცხოვრებაში, ვიწყებთ ვარჯიშს და ხშრად დიეტას, რაც მთავარია ყოველ ახალწელს გვჯერა, რომ მცირედი სასწაული მოხდება და ის დიდი ხნის ნანატრი ოცნებები გვაიმედებს, რომ სადღაც ჩვენთვისაც არსებობს აუხდენელი ოცნება, რომელიც ახალი წლის მოლოდინში დღე-დღეზე აგვიხდება – როგორ მოვაწყოთ სახლი 2020 წელს
ხშირად ადამიანები ახალ წელს ახალ სახლში ხვდებიან და სწორედ ეს ხდება დასაწყისი საინტერესო და გამორჩეული ისტორიების
სანამ 2019 წელი მიიწურება და წარსულს ჩაბარდება საფუძვლიანად შეისწავლეთ წლევანდელი ტრენდები, წამოგვყევით და წაიკითხეთ ყველაფერი.
სანამ ახალ სახლში გადახვალთ ჩაიწერეთ, რას გვიმზადებენ ინტერიერის დიზაინერები 2020 წელს.
როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, მომავალ წელს საინტერესო და გამორჩეული სიახლეები ბრუნდება ინტერიერში
ხომ გაგიგიათ მოდა ბრუნავსო, ხოდა ესე დატრიალდა მოდა და ვინტაჟური სტილი 2020 წელს ისევ მოდაში შემოვიდა.
სახლი დაათვალიერეთ დიდი სანათი, ძველი ფირსაკრავი ან ავეჯი თუ მოგეპოვებათ არ გადაყაროთ, პირიქით თუ სადმე შეგხვდებათ იყიდეთ მომავალ წელს ვინტაჟურ სტილს ბევრ ადგილას შეხვდებით.
2020 წელს, ინტერიერის დიზაინერემა კლასიკურ და აქტუალურ ფერად ლურჯი დაასახელეს
საბედნიეროდ ლურჯი ბევრ რამეს უხდება შესაბამისად, მომავალი წლის ინტერიერის დიზაინის მოწყობა არ გაგიჭირდებათ, კლასკური ლურჯი ფერი კონტრასტია, ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების.
იცით რომ ყვავილები კვლავ მოდაშია?
თუ სახლში მსგავსი სიტილისა ინტერიერი არ გაქვთ და საერთოდ ყვავილი არც მოგეპოვებათ, 2020 წელი ახალი ნიშანია იმისა, რომ ეს ძველი და უკვე განახლებული დეტალები ინტერიერში შემოიტანოთ.
სანამ ახალ სახლში გადახვალთ და ლამაზად შეხვდებით თაგვის წელს, მაღაზიებში გაიარეთ და ყვავილები დაამატეთ ოთახებს, თუმცა არ გადატვირთოთ ზედმეტი არაფერია კარგი
სისადავე უკვდავია
სწორედ ამას გვეუბნებიან ინტერიერის დიზაინერები და 2020 წელს ეს სისადავე ყველა სახლში უნდა შეიმჩნეოდეს.
უმჯობესია თეთრის შავისა და ლურჯის კონტრასტებს გადაავლოთ თვალი, ხომ იცით, თეთრი ყველგან სიმშვიდეს ქმნის.
თუ ყოველთვის გინდოდათ შავად შეგეღებათ სახლი, წელს ამის დროა
ინტერიერის დიზაინერები 2020 წელს არც ამაში გვზღუდავენ სისადავე მხოლოდ თეთრი ხომ არ არის, არჩევანი თქვენზეა.
წელს სამზარეულოში შეიძლება თეთრი ფერი თქვენს გემოზე გამოიყენოთ.
2020-ში სისადავესთან ერთად სითამამე და თავისუფლება გვემატება, შეგიძლიათ თქვენი ახალი სახლები, როგორც გსურთ ისე, სრული თავისუფლებით მოაწყოთ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ტრენდებში მცენარეებიც შედის წელს აუცილებლად საყიდელი მცენარე ზეთისხილის დეკორატიული ხეა, საყვარელი, პატარა და მწვანე, თან მარად მწვანე.
იცით რომ 2020 ანტიკური მხარტვრობისა და სიძველის წელია?
თუ კოლექციონერი ხართ დროა ახალ-ახალი შედევრები დაამატოთ, თუ არადა მაშინ დროა ანტიკურ ხელოვნებას გადაავლოთ თვალი.
ხალხს უყვარს ისტორიული ნივთები და წელს ჩვენც უნდა შევიყვაროთ.
დღეისათვის სულ ეს იყო
გადავქექე ყველაფერი და დიზაინერები მეტს საინტერესოს არაფერს ამბობენ, თუმცა თუ რაიმეს გავიგებ მოგიყვებით, რომ ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ და სხვა ვინმესგან არ გავიგოთ რა არის მოდაში.
ცნობისთვის, თქვენ უკვე იცით რა ნივთები უნდა შეიძინოთ საახალწლოდ, ისიც იცით ნაძვისხე როგორი უნდა დადგათ და მე თუ მკითხავთ დროა ახალ წელს ახალ სახლში შეხვდე.
ან თუ სახლს არ იცვლით ინტერიესის განახლებაზე იფიქროთ, ხომ იცით განახლება არასდროსაა გვიანი.
წინა ბლოგი: რას გვირჩევენ დიზაინერები ნაძვის ხის მორთვისას