თუ სახლის ყიდვას ან თუნდაც ახლის აშენებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით როგორი, რამხელა და რა ღირებულების გინდათ რომ იყოს
ცნობილი ადამიანები ამაზე ბევრს ფიქრობენ და როგორც ჩანს, კრიტიკისა და განხილვის თემა ხშირად მათი მდიდრული სახლებია.
ამ ადამიანთა გემოვნება, არქიტექტურა და განსხვავებული სტილის შეგრძნება იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რომ ხშირად დაუჯერებლადაც კი ჟღერს. ვის გაუგია სახლი ააშენო და იმდენი დააფასო, რომ ცხოვრებაში ვეღარ გაყიდო, ან შენი ერთი სახლის ფასი ნებისმიერი ამერიკელი მილიონერი ბიზნესმენის წლიურ ბრუნვაზე მეტი იყოს.
მომღერალი ჯენიფერ ლოპესი ჰემფტონში ცხოვრობს და არც ისე კარგი სახლი შეურჩევია
მე თუ მკითხავთ, ჯენიფერს უკეთესი სახლი შეეფერება, სადად მოწყობილი ეზო, პატარა აუზი და თეთრი ექსტერიერი არვისგან გამორჩეულს არ ხდის მომღერალს. თუმცა, ეს სისადავე 10 მილიონ დოლარად შეაფასეს კრიტიკოსებმა. ასე რომ, არაუშავს იყოს როგორიც არის.
მომღერალი ტეილორ სვიფტის სახლში თეთრი ფერი დომინირებს, ტეილორის არჩეული სახლი ჯენიფერის სახლისგან ბევრად განსხვავებულია
არქიტექტურის ეს სტილი მდიდრულ და შთამბეჭდავ იერს ქმნის ოკეანის ფონზე. სახლი საკმაოდ დიდია და 17 მილიონ დოლარადაა შეფასებული. თუმცა ნამდვილად ღირს სახლის უკანა ხედი ეს ფასი. მზიან დილას ოკეანის ცქერა სიმღერასაც კი დაგაწერინებს კაცს.
თინეიჯერებში ცნობილი პოპ ვარსკვლავი სელენა გომეზი ჰოლივუდში ცხოვრობს. მისი სახლი სასტუმროს ჰგავს და ერთფეროვანია. აუზი და ეს დიდი შენობა სულ არ უხდება ჰოლივუდს და მითუმეტეს სელენა გომეზს. სახლში 5 საძინებელი და საინტერესო დიზაინი ჭარბობს. სახლი მე-19 საუკუნის შენობას ჰგავს და ჰოლივუდის თანამედროვეობაში სრულიად არ ჯდება.
სმიტების ოჯახი სასახლეში ცხოვრობს
კი, კი, სასახლეში არ მოგესმათ. სახლი გამორჩეული, განსხვავებული არქიტექტურის შედევრია. ექსტერიერი არ გავს სხვა ცნობილი ადამიანების სახლს და ინტერიერიც არასტანდარტულია.
სახლი დიდი დაკვირვებით არის ნაშენები, თითოეული დეტალი შეთანხმებული და დაგეგმილია. სმიტებს სახლში ხმის ჩამწერი სტუდია და უამრავი საძინებელი აქვთ, გარეთ ეზოს, დიდი ჩოგბურთის კორტები და გრანდიოზული აუზი ამშვენებს. არაა გასაკვირი, რომ სახლის ფასი 42 მილიონი დოლარია.
ცნობილი ბრიტანული, მეგა შოუ ,,X-factory“- ის ჟურის წევრი, საიმონ ქოული თავის სახლს წლები აშენებდა და საბოლოოდ ოცნების სასახლე აიშენა.
სახლი თეთრი ფერის სადა დიზაინისაა, დახვეწილი და გემოვნებიანი სტილია, ისეთი როგორც საიმონს შეეფერება. სახლში 6 საძინებელი და დიდი მასიური კინოთეატრია.
ამ სახლების შემხედვარე არ ვიცი ადამიანს რა უნდა გაუკვირდეს. სახლში კინოთეტრი, ხმის ჩამწერი სტუდია და გადახდილი მილიონები ერთ უბრალო შენობაში, საოცარია პირდაპირ. თუმცა ფაქტია, რომ ხარვეზების მიუხედავად იდეალური სახლებია. გამორჩეული არქიტექტურის სტილით, მათთვის შესაფერისი დიზაინითა და დასამახსოვრებელი დეტალებით.
სახლის აშენებას რომ გადაწყვეტთ დაფიქრდით, როგორი და რანაირი სახლი გინდათ. 100 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით ან მარტივად გადახედეთ ცნობილი ადამიანების შედევრებს. კარგ და გემოვნებიან სახლებს რა გამოლევს.
წინა ბლოგი: ოსკარ ნიმეირი- განსხვავებული და საინტერესო არქიტექტურა ბრაზილიიდან