ხატვას, სიმღერას, ცეკვასა და ცურვას ნიჭი სჭირდება. ადამიანებს რაღაცეების ნიჭი დაბადებიდან აქვთ, ზოგი კი იძენს მას ბევრი მუშაობის შემდეგ. თუმცა, არის საკითხები, რაც უბრალოდ ისე არ გამოგივა, როგორც ერთეულ ადამიანებს გამოსდით და გამოსდიოდათ, ახლა ან საუკუნეების წინ. დღეს ვისაუბრებთ ოსკარ ნომეირზე, არქიტექტორზე ბრაზილიიდან, რომელსაც მრავალი განსხვავებული და საინტერესო არქიტექტურა აქვს შექმნილი.
მსოფლოში უამრავი არქიტექტორი, დიზაინერი და მხატვარია, ამიტომ ძალიან რთულია, ისეთი რამ შექმნა, რაც ჯერ ცნობილს გაგხდის და შემდეგ უკვდავებას მიანიჭებს შენს სახელს.
არიან არქიტექტორები, რომლებიც უნდა გვახსოვდნენ, სწორედ იმიტომ, რომ შექმნეს სტილი, გემოვნება და განავითარეს არქიტექტურა.
ოსკარ ნიმეირი იმ გამორჩეულთა სიაშია , ვინც იმსახურებს უკვდავების სახელს.
ბრაზილიელი არიქიტექტორი, რომელმაც 104 წლის განმავლობაში ჯერ მთლიანი ბრაზილია, შემდეგ კი მსოფლიო გააკვირვა უცნაური, განსხვავებული, არასტანდარტული, თუმცა დასამახსოვრებელი სტილით.
ნიმეირის სახელის ხსენება უკვდავ მოსახელეთა სიაში იმდენად ღირსეულია, რამდენადაც გუსტავ ეიფელის ჩასმა სიის თავში.
ვინ აქცევს ყურადღებას როგორ იცხოვრა? რამდენი შვილი ჰყავდა? სად გაიზარდა და საერთოდ რა უყვარდა.
როდესაც მისი შემოქმედებიდან ნებისმიერ ნაგებობას გადახედავ, ამით იმაზე მეტია ნათქვამი, ვიდრე საჭიროა. თუმცა, მაინც გადავიკითხოთ ერთი-ორი რამ მის შესახებ.
არქიტექტორს ოსკარ ნიმეირად მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს მისი ნამდილი სახელი არ იყო
ნიმეირის აშენებულია გაეროს შტაბბინა, ახალი ბრაზილიის თითქმის ყველა შენობა და ბრაზილიის ყველა ცნობილი სახელმწიფო დაწესებულება.
სწორედ ამიტომ, ის იყო თანამედრვე არქიტექტურის შედევრი, როგორც პიროვნება და როგორც ხელოვანი.
ნიმეირას სტილი განსხვავდებოდა ყველა იმ დროის არქიტექტორისგან. დაყირავებული შენობები, ზედმეტად განიერი და უსწორმასწორო სახურავები. ოსკარი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა არქიტექტორად.
ცხადია რომ, ესეთად ვერ ჩამოყალიბდები, ოსკარის ნაირი ადამიანები ერთეულებად იბადებიან.
ნიმეირას გარდაცვალების შემდეგ, ბრაზილიელებმა პატივი მიაგეს მის ნიჭს, შემოქმედებასა და იდეებს. ბრაზილიის პრეზიდენტმა სახალხოდ გამოაცხადა, რომ მათ დაკარგეს გენია.
რამდენიმე წელში კი მოსახლეობის მხარდჭერით მისი სახელობის მუზეუმი გაიხსნა, ისეთივე უცნური და განსხვავებული, როგორიც ოსკარ ნიმეირის იდეები და შემოქმედება იყო
ოსკარ ნიმეირის მუზეუმი
ბრაზილიელი არქიტექტორი, ოსკარ ნიმეირი.
წინა ბლოგი: შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – III