ეს პატარა ზღაპრული სახლი ნახატი არ გეგონოთ, ის რეალურია და ბრიტანულ კოლუმბიაში, ვანკუვერის კუნძულის სანაპიროზე მდებარეობს. მას თავისი მფლობელის, ბრიუს ვინკლერის, საპატივცემულოდ ვინკლერის კოტეჯი ჰქვია, თუმცა მეგობრები ხუმრობით „ჰანსელისა და გრეტელის კოტეჯს“ ეძახიან („ჰანსელი და გეტელი“ გერმანული ზღაპარია) – სახლი ზღაპრების წიგნიდან.

ვინკლერის კოტეჯი ტიმ ლინდბერგმა და დენიელ ჰუსკოფტმა ააგეს. მათი მოფიქრებულია დიზაინიც.

სახლის თავისთავადი მომხიბვლელობის მიუხედავად, წარმოუდგენელია, მისი მდებარეობა შეუმჩნეველი დავტოვოთ.

ის პირდაპირ ოკანის ნაპირად მდებარეობს, რაც ბრიუსს ვეშაპებისა და სელაპების ყურების საშუალებას აძლევს.

რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედოთ, აშკარად ჩანს თუ რამხელა ძალიასმევაა ამ სახლში ჩადებული

ხელით დამუშავებული კედარის ქერქის ფირებისგან შემდგარი უსწორმასწორო, მაგრამ დახვეწილი, სახურავი; ასევე ხელით დამუშავებული ხისგან დამზადებული კარი და ფანჯრები; ბილიკები და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სახლის თითქმის ყოველი ელემენტი ხელნაკეთი ან ხელით დამუშავებულია.

მისი დიზაინის უნიკალურობა, მის დეტალებშია. ყოველი წერტილი დიდი სიფრთხილითა და შემართებითაა დამუშავებული. ამის მკაფიო მაგალითია სოკოს ფორმის მეტალის საკვამური.

ახლა კი შიგნით შევიხედოთ

ინტერიერის დანახვისთანავე ვხვდებით, რომ მთელი ჯადოსნურობა კარის ზღურბლზე დარჩა. შიდა გარემო თანამედროვეა, სავსეა ტექნოლოგიებით და თანამედროვე სასოფლო დიზაინის ელემენტებით.

L-ის ფორმის სამზარეულო ძალიან პრაქტიკულია, თუმცა ბრიუსი ნანობს, რომ ღუმელი არ დაამონტაჟა. და მაინც, აქ საჭმლის კომფორტულად მოსამზადებლად საკმარისზე მეტი სივრცეა და მოწყობილობაა.

სასადილოში ქვის ბუხარი დომინირებს

ის სახლის გათბობის ერთად-ერთი საშუალებაა და სრულიად საკმარისიც (თუ სახლის ზომას გავითვალისწინებთ). ბრიუსი საჭმელს ფანჯარასთან მდებარე პატარა მაგიდასთან მიიერთმევს და ამავდროულად ოკეანის ხედითაც ტკბება.

ჭეშმარიტ მინი სახლში არც ერთი სანტიმეტრი გამოუყენები არ არის. ბუნებრივი ფორმის კიბე საწოლისკენ მიგვიძღვის, რომელიც იატაკიდან ექვსი მეტრის სიმაღლეზე „ჭერში“ მდებარობს. კიბის ქვეშ დარჩენილი სივრცე კი საწყობად გამოიყენება.

საძინებელი სივრცე მარტივადაა მოწყობილი, არაა გადატვირთული, თუმცა ძალიან კომფორტულია. საწოლის უკან მდებარე გახსნილი სივრცე სახლს გრანდიოზულობას მატებს.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – ეს სახლი თუ ასეთი პატარაა, რატომ არ არის გადატვირთული? ამ კითხვაზე პასუხი კოტეჯის სიმაღლესა და გამოყენებულ ბუნებრივ მატერიალებშია.

სასადილო ოთახის გვერდით სააბაზანოა. ისიც მარტივად და პრაქტიკულადაა მოწყობილი. ვერაფერ ზედმეტს ვერ ნახავთ.

ეს ბრიუს ვინკლერის სახლია. ის ამბობს, რომ ხანდახან მართლად ზღაპარში ჰგონია თავი. ეს სახლი მართლაც ჯადოსნურია – ის ნებისმიერ მნახველს დიდ სიამოვნებას ჰგვრის.

გაითვალისწინეთ თქვენი პატარა სახლის მოწყობისას ბრიუსის გამოცდილება და, რა იცით, იქნებ თქვენც ზღაპარში ამოყოთ თავი.

 

წინა ბლოგი: ანჯელინა ჯოლის ედემის ბაღი

Facebook  Instagram