როდესაც საქმე სახლის აშენებას ეხება, პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხური არის საძირკველის ტიპის სწორად არჩევა და მომზადება. ამას დიდი სიფრთხილე ესაჭიროება, რადგან საძირკველი მთლიანი შენობის საყრდენი ნაწილია

  • არსებობს საძირკვლის სხვადასხვა ტიპები
  • ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, ხიმინჯოვანი და კომბინირებული
  • ლენტური საძირკველი ეწყობა მზიდი კედლების ქვეშ
  • წერტილოვანი საძირკველი, ბოძებისა და სვეტების ქვეშ ეწყობა
  • მთლიანი ფილა ისხმება მთლიანად შენობის ქვეშ, რკინაბეტონის ფილის სახით
  • ხიმინჯოვანი საძირკველი გრუნტში მოთავსებული ძელური ელემენტებია, რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის დატვირთვას

მოსამზადებელი სამუშაოები

  • იმისათვის, რომ საძირკვლის მოწყობა დავიწყოთ, საჭიროა შერჩეული ტერიტორიის მონიშვნა-მოსუფთავება და ქვაბულის ამოღება, რაც მდებარეობასა და შენობის ზომაზეა დამოკიდებული.
  • მას შემდეგ, რაც ქვაბულს ამოიღებენ და ნიადაგს გაასწორებენ, ეწყობა მოსამზადებელი ფენა ქვიშით ან ხრეშით. შემდეგი ეტაპია ჰიდროიზოლაცია საძირკვლის ნესტისგან დასაცავად.
  • ფორმის შენარჩუნებისა და ბეტონის სწორად ჩასხმისათვის ხის და მეტალის მასალები გამოიყენება, რათა ტერიტორია შემოისაზღვროს.
  • ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ უკვე შესაძლებელია მთავარ პროცესზე, ბეტონის ჩასხმაზე, გადავიდეთ.
  • ამ დროს აუცილებელია დასხმული მასის ერთ დონეზე გასწორება სანამ ბეტონი ჯერ კიდევ სველია.
  • ახლა გაშრობაღა დარჩა!
  • საძირკვლის შერჩევა დამოკიდებულია კლიმატსა და გრუნტის წყლების დონეზე ისევე, როგორც დამკვეთის პირად ინტერესებსა და ბიუჯეტზე.

საძირკველი სარდაფი

  • სარდაფის მოწყობის შემთხვევაშიც მთავარი მასალა ისევ და ისევ ბეტონია. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ასეთი ფუნდამენტის ჩასხმისას ტოვებენ ცარიელ სივრცეს სარდაფისთვის.
  • სწორედ ამიტომ მიწის ქვეშ ღრმად ჩასვლაა საჭირო, რათა სახლი შეძლებისდაგვარად მყარი გამოვიდეს.
  • ასეთი საძირკვლის ყველაზე დიდ უპირატესობას სარდაფისთვის გამოყოფილი სივრცე წარმოადგენს, კერძო სახლისთვის კი ეს ძალიან მოსახერხებელია.
  • ამასთან, სახლის გადახურებაზეც შეგვიძლია არ ვინერვიულოთ, რადგან სარდაფები ბუნებრივ ვენტილაციას უზრუნველყოფს.
  • სწორედ ამ დადებითი მახასიათებლების და კონსტრუირების სირთულის გამო, სარდაფის საძირკველის ჩაყრა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტია.
  • თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არასწორად გაკეთების შემთხვევაში მისი გარემონტებაც საკმაოდ ძვირი ჯდება, კარგად უნდა დაფიქრდეთ, მართლაც გიღირთ თუ არა ამ ხარჯების გაწევა.

ხიმინჯოვანი საძირკველი

  • კიდევ ერთი გავრცელებული საძირკვლის ჩაყრის მეთოდია ხიმინჯების გამოყენება.
  • სახლი ეფუძნება ბეტონის ხიმინჯებს, რომლებიც გადანაწილებულია მიწაში მთელს ფართობზე.
  • ასეთი ტიპის საძირკველი ერთ-ერთი ყველაზე გამძლეა ისეთ ტერიტორიებზე, სადაც გრუნტის წყლის დონე მაღალია.
  • ის გამოიყენება ისეთ ადგილებშიც, სადაც ამოსათხრელი მიწა ზედმეტად მაგარია.
  • ხიმინჯების გამოყენება სარგებლობს ბეტონის საძირკვლის მყარი კონსტრუქციით და ამასთანავე ბუნებრივი ვენტილაციის საშუალებასაც იძლევა. მიუხედავად ამისა, ცივ ამინდებში სახლის გათბობა შედარებით რთულია და ეს შეიძლება პრობლემადაც იქცეს.
  • ამასთან, თუ ტერიტორია კარგად იზოლირებული და დახშული არაა, ნესტის შეპარვის საფრთხეც ჩნდება.
  • საბოლოოდ როგორ ტიპზეც არ უნდა გაკეთდეს არჩევანი, ფუნდამენტი შენობის ის უხილავი ნაწილია, რომელზეც შემდგომ მთლიანი კონსტრუქცია იგება.
  • არასწორად ჩაყრილი საძირკველი ალბათ ყველაზე სახიფათოა და შეიძლება ისეთ კატასტროფულ შედეგამდეც მიგვიყვანოს, როგორსაც ქვემოთ ხედავთ. სახლის წაქცევა უბრალო მიწისძვრამ გამოიწვია:

წინა ბლოგი – ედვარდიანული არქიტექტურა

Facebook Instagram